• რეკლამა
  • კონტაქტი
05:05, კვირა, 31 მაისი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

ირაკლი კობახიძე ნუგზარ ფუტკარაძის საქმეზე – რაც გამოსაძიებელია, ყველაფერი უნდა იყოს გამოძიებული, მაგრამ სპეკულაციები მიუღებელია, მითუმეტეს, ასეთ მძიმე თემაზე

ალია ავტორი - ალია
15:17 02-19-2022
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
35

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე ბათუმის საკრებულოს ოპოზიციონერი წევრის ნუგზარ ფუტკარაძის გარდაცვალების ფაქტთან დაკავშირებით „ნაციონალური მოძრაობის“ ქმედებებს სპეკულაციას უწოდებს და აცხადებს, რომ ეს მიუღებელია.

რაც შეეხება ბათუმში, სასტუმრო „ჰილტონში“ მისი შეხვედრის პარალელურად გამართულ აქციას, კობახიძე ამბობს, რომ პროტესტის გამოხატა ყველას შეუძლია.

„საქართველო დემოკრატიული ქვეყანაა და თუ ვინმეს პროტესტის გამოხატვა სურს, შეუძლია გამოხატოს. რაც შეეხება სპეკულაციებს, რომელიც გვესმის ამ მძიმე თემასთან დაკავშირებით კონკრეტული პარტიის წარმომადგენლების მხრიდან, მიუღებელია. ასე არ უნდა ხდებოდეს, როდესაც საქმე ეხება ღირსეულ პოლიტიკურ ძალას, მაგრამ მათ ღირსებასთან პრობლემა აქვთ. რაც გამოსაძიებელია, ყველაფერი უნდა იყოს გამოძიებული, მაგრამ სპეკულაციები მიუღებელია, მითუმეტეს, ასეთ მძიმე თემასთან დაკავშირებით“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

კითხვაზე, შეხვდება თუ არა გარდაცვლილი ნუგზარ ფუტკარაძის დას, ნაზი ფუტკარაძეს, კობახიძემ კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ აღნიშნულ თემასთან დაკავშირებით სპეკულაციები მიუღებელია. „თუ ჩვენთვის კონკრეტული სპეკულაცია მიუღებელია, ამის მიხედვით ვრეაგირებთ“,- განაცხადა კობახიძემ.

ცნობისთვის, ბათუმში, სასტუმრო „ჰილტონში“, სადაც ირაკლი კობახიძე იმყოფებოდა, „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები, მათ შორის გარდაცვლილი ნუგზარ ფუტკარაძის და, ნაზი ფუტკარაძე შევიდნენ. ისინი კობახიძესთან შეხვედრას ითხოვდნენ, რათა მიეღოთ პასუხი, რა ეტაპზეა ფუტკარაძის გარდაცვალების საქმის გამოძიება. „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებსა და სამართალდამცველებს შორის დაპირისპირება მოხდა, რა დროსაც რამდენიმე პირი დააკავეს.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

მოიტყუა თუ არა შსს–მ და რისთვის ითხოვს კლინიკაში მყოფი პოლიციელი პატიებას?
ახალი ამბები

მოიტყუა თუ არა შსს–მ და რისთვის ითხოვს კლინიკაში მყოფი პოლიციელი პატიებას?

16:09 05-29-2026
სეს: “ნიკორა ტრეიდი”  “ლიბრეში“ ვადაგასულ პროდუქციას ჰყიდდა
ახალი ამბები

სეს: “ნიკორა ტრეიდი” “ლიბრეში“ ვადაგასულ პროდუქციას ჰყიდდა

14:45 05-15-2026
„არანორმალურები კი არიან, მაგრამ ეგეთი სულელები არ არიან, ეგ გააკეთონ“ – რას გვიყვება გიორგი გუგავა?
ახალი ამბები

„არანორმალურები კი არიან, მაგრამ ეგეთი სულელები არ არიან, ეგ გააკეთონ“ – რას გვიყვება გიორგი გუგავა?

01:10 05-04-2026
,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?
ახალი ამბები

,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?

17:38 03-24-2026

ბიზნესი

რომელი ევაკუატორით სჯობს საჭის ჩაკეტვისას მანქანის გადატანა?
ახალი ამბები

რომელი ევაკუატორით სჯობს საჭის ჩაკეტვისას მანქანის გადატანა?

14:50 05-30-2026
მითები და რეალობა ბუასილის დიაგნოსტიკასა და მკურნალობაზე – ლევან გულუა
ახალი ამბები

მითები და რეალობა ბუასილის დიაგნოსტიკასა და მკურნალობაზე – ლევან გულუა

19:45 05-29-2026
თიბისი კონცეპტი და Visa საქართველოში პრემიუმ სამოგზაურო გამოცდილებას ავითარებენ
ახალი ამბები

თიბისი კონცეპტი და Visa საქართველოში პრემიუმ სამოგზაურო გამოცდილებას ავითარებენ

18:32 05-29-2026
“ესაა ყველაზე მნიშვნელივანი, რაც უნდა იცოდნენ ოფთალმოლოგიის პაციენტებმა” – გიორგი ნანობაშვილი
ახალი ამბები

“ესაა ყველაზე მნიშვნელივანი, რაც უნდა იცოდნენ ოფთალმოლოგიის პაციენტებმა” – გიორგი ნანობაშვილი

17:23 05-29-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved