• რეკლამა
  • კონტაქტი
13:47, ორშაბათი, 13 აპრილი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

ირაკლი კობახიძე აშშ–ის ელჩისგან განმეორებით, ან ახალ პასუხებს ითხოვს – რა არ მოსწონს ოცნებას ელჩის პასუხებში?

ალია ავტორი - ალია
21:17 07-21-2022
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
338

“ქართული ოცნების” თავმჯდომარე კობახიძე ნედ პრაისის განცხადებას პასუხობს და ამბობს:

 

“თქვენ ვერ გამახსენებთ ვერც ერთ თავდასხმას რომელიმე ქართველი თანამდებობის პირისგან ამერიკის ელჩის მიმართ. არც ერთი ასეთი თავდასხმა არ ყოფილა. ერთადერთი რაც იყო, დაისვა გარკვეული კითხვები ჩვენი მხრიდან, საუბარი არა მაქვს სხვების მხრიდან დასმულ შეკითხვებზე, ჩვენ  დავსვით გარკვეული კითხვები ორ თემაზე. პირველი უკავშირდებოდა მოსამართლეზე შესაძლო ზეწოლის ფაქტს საელჩოს კონკრეტული თანამშრომლის მხრიდან. როდესაც ერთ ერთი მოსამართლე ბრალს სდებს აშშ- საელჩოს თანამშრომელს ზეწოლაში ელჩის სახელით, რა თქმა უნდა, ამაზე ჩვენი პასუხისმგებლობაა, რომ დაისვას კითხვები და ეს ვერავითარ შემთხვევაში ვერ შეფასდება, როგორც თავდასხმა”

თუმცა, შეგახსენებთ იმასაც, რომ ელჩზე თავდასხმის გარდა, ნედ პრაისმა სხვა ბრალდებებიც გააჟღერა ქართული ოცნების მიმართ და თქვა: “ვფიქრობ, ყველამ იცით, რომ ევროპულმა საბჭომ საქართველოს მიანიჭა ევროპული პერსპექტივა და რეფორმების გეგმა, რომელიც უნდა შესრულდეს იმისთვის, რომ საქართველომ კანდიდატის სრული სტატუსი მიიღოს. ჩვენ ვიცით, რომ ქართველი ხალხი დიდი უმრავლესობით უჭერს მხარს ევროკავშირში გაწევრიანებას და ჩვენ, რა თქმა უნდა, მხარს ვუჭერთ ამ მისწრაფებას. თუმცა, ბოლო დროს საქართველოს ხელისუფლების ზოგიერთი წარმომადგენლის რიტორიკა, როგორც ჩანს, ცდილობს, ხელი შეუშალოს საქართველოს მოქალაქეებს ამ მიზნისკენ სწრაფვაში.” – ნედ პრაისის განცხადების ამ ნაწილისთვის კობახიძეს პასუხი არ გაუცია.

ირაკლი კობახიძე პასუხს ითხოვს მიხეილ ყაველაშვილის დასმულ შეკითხვებზეც – ემიჯნება თუ არა ელჩი დეგნანი “ომის რიტორიკას” და ჰქონდა თუ არა შეხვედრა ბიძინა ივანიშვილთან უკრაინაში ომის დაწყებამდე.

“როდესაც მარტივი შეკითხვები ისმის, რაზეც ელჩს შეუძლია მარტივად პასუხის გაცემა და წერტილის დასმა და ეს არ კეთდება, ეს რა თქმა უნდა, ეჭვებს აღრმავებს, ეს არ არის არავითარ შემთხვევაში თავდასხმა…”

 

“ალია” შეგახსენებთ, რომ ყველა ამ კითხვას, დეგნანმა უკვე გასცა პასუხი, რას ითხოვს ქართული ოცნება მისგან, ეს პასუხები თავიდან უნდა გაიმეოროს, თუ არ მოსწონს ეს პასუხები და ითხოვს, აშშ–ის ელჩმა, სასწრაფოდ, სხვა პასუხები მოიფიქროს მათ კითხვებზე – უცნობია!

რას პასუხობს კელი დეგნანი მოსამართლის ბრალდებებს?

 

“ივანიშვილი არასოდეს დამიშანტაჟებია… ეს პარლამენტარი არც ერთ შეხვედრას არ დასწრებია” – ელჩი

“აშშ ყველანაირად ცდილობს, ომი არ გადავიდეს საქართველოზე, თუ ნებისმიერ სხვა ქვეყანაზე” – დეგნანი

თეგები: ირაკლი კობახიძეკელი დეგნანი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?
ახალი ამბები

,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?

17:38 03-24-2026
დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე
ახალი ამბები

დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე

15:18 03-19-2026
რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026

ბიზნესი

​9 საუკეთესო მცენარე ჯანსაღი “ცოცხალი ღობისთვის“ – ეზოს დიზაინი 2026
ახალი ამბები

​9 საუკეთესო მცენარე ჯანსაღი “ცოცხალი ღობისთვის“ – ეზოს დიზაინი 2026

21:02 04-12-2026
როდის უნდა იყიდო გათბობის ქვაბი, სეზონის ბოლოს თუ სეზონის დასაწყისში?
ახალი ამბები

როდის უნდა იყიდო გათბობის ქვაბი, სეზონის ბოლოს თუ სეზონის დასაწყისში?

21:28 04-09-2026
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა

16:35 04-08-2026
„არაჩვეულებრივი გზავნილი“ – ლიბერთის კამპანია საერთაშორისო ფულად გზავნილებზე დაიწყო
ახალი ამბები

„არაჩვეულებრივი გზავნილი“ – ლიბერთის კამპანია საერთაშორისო ფულად გზავნილებზე დაიწყო

14:12 04-07-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved