• რეკლამა
  • კონტაქტი
19:09, ორშაბათი, 10 ნოემბერი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

ირაკლი ღარიბაშვილი – სააკაშვილმა ფული არ მისცა თავის გუნდს და პრაქტიკულად უფულოდ ჩაატარებინა მთელი საარჩევნო კამპანია, სწორედ ამ მიზნით თქვა, რომ ჩამოვა

ალია ავტორი - ალია
01:44 09-29-2021
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
23

სააკაშვილმა ფული არ მისცა თავის გუნდს და პრაქტიკულად უფულოდ ჩაატარებინა მთელი საარჩევნო კამპანია, სწორედ ამ მიზნით თქვა, რომ ჩამოვა, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა.

როგორ მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, სააკაშვილის გუნდში არავის სჯერა, რომ ჩამოვა და თავადაც ამბობენ, რომ ეს არის მორიგი ტყუილი.

„სააკაშვილი აღარ არის საინტერესო. სააკაშვილი არის ჩვეულებრივი პროვოკატორი. მე ავხსნი, ჩვენ როგორ ვუყურებთ ამ პროცესს – ჩვენ თუ გადავხედავთ, მათ მთელი საარჩევნო კამპანიის განმავლობაში არანაირი მზადება არ ჩაუტარებიათ, პრაქტიკულად არ უმუშავიათ საკუთარ ამომრჩეველთან, გარდა საკუთარი პროპაგანდისტული ტელევიზიებიდან დემაგოგიური და შეურაცხმყოფელი განცხადებებისა ჩვენი მისამართით. რეალურად, ისინი ელოდნენ ამ ფაბრიკაციას და ჩანაწერებს, რომელიც გამოყარეს და მორე – სააკაშვილის განცხადებით, ხდება მობილიზება, რომ მეტი ამომრჩეველი მივიდეს უფულოდ. რატომ უფულოდ – დადასტურებული ინფორმაცია მაქვს, რომ სააკაშვილმა უარი უთხრა საკუთარ პარტიას. შიდა საუბრებიდან ვიცით, რომ მისი ნათქვამი იყო, რომ აზრი არ აქვს ამ არჩევნებში დიდი ფულის ჩადებას, იმიტომ, რომ მაინც რა უნდა შეიცვალოს, დიდი კითხვის ნიშნის ქვეშ დგას ხელახალი საპარლამენტო არჩევნების დანიშვნა და მან ფული არ მისცა, მოპარული ფული არ მისცა საკუთარ გუნდს. რამენაირად რომ აეხსნა და კომპენსირება გაეკეთებინა საკუთარი გუნდის თვალში, რომ ისევ დარჩენილიყო ლიდერად და მელიას არ ჩამოერთმია პარტია და ლიდერობა ბოლომდე, ეს მორიგი იაფფასიანი ფანდი გაათამაშა. ინფორმაცია რომც არ მქონდეს, ძალიან მარტივად იკითხება ამ პრიმიტიული ადამიანების ქმედებები და მეორე – დადასტურებული ინფორმაცია მაქვს, საკუთარი გუნდის წევრები, მათ შორის მელია არის წინააღმდეგი სააკაშვილის ამ პროვოკაციული ქმედების. უფრო მეტს გეტყვით, არავის სჯერა და მასაც არ სჯერა, რომ ჩამოვა, თვითონაც ამბობენ, რომ ეს არის მორიგი ტყუილი. ვინაიდან მან ფული არ მისცა თავის გუნდს და პრაქტიკულად უფულოდ ჩაატარებინა მთელი საარჩევნო კამპანია, სწორედ ამ მიზნით თქვა, რომ ჩამოვა და ჩამოვიდეს, რას იმუქრება“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, სააკაშვილი მსჯავრდებულია უმძიმეს დანაშაულებებზე, როგორიც არის გირგვლიანის საქმე, ვალერი გელაშვილის მკვლელობის შეკვეთა და ყველა, ვინც ასეთ დანაშაულებში არის მხილებული და მსჯავრდებული, მათი ადგილი არის ციხეში.

„ახლა გამოდიან და ხალხის შეცდომაში შეყვანის მიზნით იხსენებენ თითქოს პიჯაკების საქმეს. სააკაშვილი მსჯავრდებულია უმძიმეს დანაშაულებებზე, როგორიც არის გირგვლიანის საქმე, ვალერი გელაშვილის მკვლელობის შეკვეთა – ეს პირდაპირ მკვლელობა იყო, კაცი გადარჩა სასწაულებრივად. ჩამოვიდეს ნებისმიერი კონგრესმენი, პარლამენტარი, დამიჯდეს და გვითხრას, რომ ს ადამიანი არ უნდა შევიდეს ციხეში. ჩემი პასუხი იქნება მარტივი – ყველა, ვინც ასეთ დანაშაულებში არის მხილებული და მსჯავრდებული, მათი ადგილი არის ციხე. მნიშვნელობა არ აქვს, ვინ არის ეს ადამიანი. ჩვენ პრეცედენტი არ უნდა დავუშვათ. მმართველი ისეთივე მოქალაქეა, როგოც სხვა დანარჩენი და კანონის უზენაესობა უნდა იყოს ყველასთვის თანაბრად“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

მთავრობის მეთაურის თქმით, ყველაზე დიდი უბედურება, რაც შეიძლება მმართველს დაემართოს, ეს არის საკუთარი ქვეყნის ტერიტორიის დაკარგვა და ოკუპაციის დაკანონება.


„მე ასე ვხსნი, იმიტომ, რომ მართლა წარმოუდგენელია, როგორ შეიძლება ასეთ მანიაკს დღეს ჯერ კიდევ ხმას აძლევდეს ვინმე. ადამიანი, რომელმაც საკუთარი უგუნურებით თავიდან ვერ აიცილა პროვოკაცია, მიწები ჩააბარა. ყველაზე დიდი უბედურება, რაც შეიძლება მმართველს დაემართოს, ეს არის საკუთარი ქვეყნის ტერიტორიის დაკარგვა და ოკუპაციის დაკანონება. მან ჩააბარა, არა მხოლოდ მანამდე მოხაზული ოკუპირებული ტერიტორიები, სეპარატისტული რეგიონები და ჩვენი ძირძველი ტერიტორიები, არამედ კოდორი, კოდორის  ხეობა, 100-ზე მეტი ახალი სოფელი, ათასობით ადამიანი აქცია დევნილობაში. ამის შემდეგ კაცი გამოვიდა, ეს მასხარა ადამიანი და თქვა, რომ ეს არის ქვების გროვა. ამას გარდა, მე შეგახსენებთ, მაგალითად რომ ვთქვათ, როგორ ექცეოდა ბიზნესმენებს. ჩვენ კარგად გვახსოვს, ეს ყველაფერი ვიცით, ეს ხომ ახალი არ არის, ღამის 2-3 საათზე მიჰყავდათ ნებისმიერი ბიზნესმენი ნოტარიუსის ოთახში და ხდებოდა მათი ბიზნესის გადაფორმება, ჩუქება. თუ ამ ბიზნესმენს  ფული არ ჰქონდა, მიჰყავდათ ხაზარაძის ბანკში, იქვე, იმავე წუთას უფორმებდნენ სესხს და ამ სესხით ხდებოდა გადახდა მილიონების. ამას გარდა, აღარ ჩამოვთვლი და აღარ დავსტრესავ საზოგადოებას, რაც ხდებოდა ციხეებში და ზოგადად, საზოგადოებაში. ხოცავდნენ პირდაპირ ახალგაზრდებს, ასობით და ათასობით ადამიანი ჰყავთ განადგურებული და ციხეებში რაც ხდებოდა და ზოგადად, ჩვენს ქვეყანაში. მე ვიმყოფები ტელევიზიაში, რომელიც დარბეული არის, თქვენ დაგარბიეს, ყველა. თუ ამ 27%-დან, ადამიანებს შევახსენებ, თუ ისევ უნდათ ვიღაცას, სააკაშვილების, ახალაიების, კოდუების, მერაბიშვილების, კეზერაშვილების, უგულავას, ბოკერიების და ამ მართლაც კრიმინალი ადამიანების მმართველობა, მაშინ კი ბატონო, დაუჭირონ მხარი და ტერიტორიების დაკანონება, ოკუპაციის დაკანონება თუ მათ სურთ, კი ბატონო, მათი არჩევანია“, –  განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

„სააკაშვილის მიმართ იმდენად დიდი აგრესიაა საზოგადოებაში, ზიზღი და აგრესია, რომელიც მე ვიტყოდი, ხანგრძლივი და მუდმივია, პირდაპირ ასე უნდა ითქვას, იმიტომ, რომ შეიძლება პოლიტიკოსი და მმართველი მოგწონდეს ან არ მოგწონდეს, მაგრამ როცა მმართველის მიმართ ზიზღი და აგრესია გაქვს, ეს სამუდამოდ რჩება. აი ასეთი განწყობაა დღეს საზოგადოებაში. 75%-ზე მეტი, 80%-მდე, მე ასე ვიტყოდი, ქვეყანაში სააკაშვილის დაბრუნების და პოლიტიკურ ცხოვრებაში ჩართულობის წინააღმდეგია. ჩვენ ყოველთვის ვზომავთ სურათს და ანალიზს ვუკეთებთ. აქედან გამომდინარე, მე მინდა ვთქვა და მოსახლეობას ვუთხრა, რომ ამ კომიკური კაცის მორიგ ანონსზე ზედმეტ ემოციებს ნუ დავხარჯავთ. სახელმწიფო მოახდენს რეაგირებას კანონის შესაბამისად და რა თქმა უნდა, ეს არასერიოზული კაცი შევა ციხეში. დარწმუნებით უნდა ითქვას, რომ ეს ასე მოხდება“,- განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

თეგები: ირაკლი ღარიბაშვილი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

ახალი ამბები

ამ სქემით, გამოდის, რომ ილია ჯალაღონიამ საკუთარ სს საქმეს ბეჭედი უნდა დაუსვას და ციხეში საკუთარი ფეხით წავიდეს – რას წერდა „ალია“ 10 წლის წინ?

15:37 10-30-2025
მეტროში “მოულოდნელი გარდაცვალების” სკანდალური დეტალები
ახალი ამბები

მეტროში “მოულოდნელი გარდაცვალების” სკანდალური დეტალები

21:28 10-16-2025
კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?

16:29 10-02-2025
„ივანიშვილი ღარიბაშვილს კი არ იშორებს, არამედ, პირიქით, უფრო ახლოს იყენებს“ – არჩილ გამზარდია
ახალი ამბები

რას უნდა ახადოს ფარდა ღარიბაშვილმა? – რას უყვება „ალიას“ კოტე ბაბუნაშვილი?

16:08 09-23-2025

ბიზნესი

მოემზადე თიბისი განაწილების მორიგი წყვილი თარიღისთვის
ახალი ამბები

მოემზადე თიბისი განაწილების მორიგი წყვილი თარიღისთვის

14:30 11-10-2025
ორიგინალური წვეულება – როგორ ვიქირავოთ მანქანა დღესასწაულისთვის?
ახალი ამბები

ორიგინალური წვეულება – როგორ ვიქირავოთ მანქანა დღესასწაულისთვის?

20:52 11-07-2025
4 მითი გერმანული ენის გრამატიკაზე – რა ნიშნით შეგიძლია გამოიცნო პროფესიონალი?
ახალი ამბები

4 მითი გერმანული ენის გრამატიკაზე – რა ნიშნით შეგიძლია გამოიცნო პროფესიონალი?

18:15 11-07-2025
ბორჯღალოსნები ნოემბრის ტესტებს იწყებენ – ერთად გავიმარჯვებთ – თიბისისთან ერთად
ახალი ამბები

ბორჯღალოსნები ნოემბრის ტესტებს იწყებენ – ერთად გავიმარჯვებთ – თიბისისთან ერთად

18:15 11-07-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved