• რეკლამა
  • კონტაქტი
23:55, ხუთშაბათი, 21 აგვისტო, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი მთავარი

ირაკლი ღარიბაშვილი სააკაშვილის შესაძლო დაბრუნებაზე – ხელისუფლებას ერთადერთი გეგმა აქვს, კანონის აღსრულება ჩვენ აქ კომპრომისს არ ვუშვებთ

ალია ავტორი - ალია
01:27 09-29-2021
- მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
15

ხელისუფლებას ერთადერთი გეგმა აქვს, კანონის აღსრულება ჩვენ აქ კომპრომისს არ ვუშვებთ, ჩვენი ხელისუფლების პირობებში არც ერთი მოქალაქე არ იქნება კანონზე მაღლა-ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა.

მთავრობის მეთაურის თქმით, მიხეილ სააკაშვილი ძალიან ბევრ გამოუსწორებელ შეცდომებზე და მძიმე დანაშაულებებზეა პასუხისმგებელი, ის წლების განმავლობაში ჩაგრავდა საქართველოს მოსახლეობას.

„ ერთის მხრივ მართლაც პარადოქსია და სასაცილოა ნამდვილად, რომ ჩვენ ყველას გვიწევს საუბარი არასერიოზული კაცის მორიგ შოუზე, რომელიც მან დადგა და საზოგადოებას შესთავაზა. ეს რა თქმა უნდა, შეურაცხმყოფელია, მე ასე ვფიქრობ, ვინაიდან კაცი, რომელიც ჩვენი ქვეყნის პრეზიდენტი იყო ორგზის და 9 წელი მართავდა, თუ ამას მართვა ჰქვია, ჩაგრავდა უფრო სწორედ ჩვენს ქვეყანას და მოსახლეობას, ამის შემდეგ, მოსახლეობას შევახსენებ, რომ მან თავისი სურვილით დატოვა ჩვენი ქვეყანა, გაიქცა ჩვენი ქვეყნიდან, ჩაბარდა უკრაინას, დატოვა ჩვენი ქვეყნის მოქალაქეობა, საკუთარი ქვეყნის მოქალაქეობა, აიღო უკრაინის მოქალაქეობა და მას შემდეგ, მისი გუნდის არაერთი წევრი იქნა ბრალდებული, მსჯავრდებული. მისი მჩაგვრელი გუნდის ძალიან ბევრმა ლიდერმა მოიხადა სასჯელი, სხვებიც ახლა იხდიან სასჯელს და მან პრაქტიკულად თავისი გუნდი მიატოვა. არა მხოლოდ ჩვენი, „თავისი“ ქვეყანა მიატოვა, თუმცა, როგორ არის „თავისი“, როცა მასზე თავად თქვა უარი, თავის გუნდი მიატოვა და ყველა არჩევნებზე.. გავიხსენოთ, 18-ჯერ აქვს ამ არასერიოზულ კაცს ნათქვამი, რომ ჩამოდის საქართველოში. ჩვენთვის მნიშვნელობა არ აქვს ჩამოდის თუ არა. თქვენ ორი გეგმა ახსენეთ, მეორე გეგმა ხომ არა აქვსო- ხელისუფლებას ერთადერთი გეგმა აქვს, კანონის აღსრულება ძალიან მარტივად, ვინაიდან ჩვენ აქ კომპრომისს არ ვუშვებთ. ჩვენი ხელისუფლების პირობებში არც ერთი მოქალაქე არ იქნება კანონზე მაღლა, ვინც არ უნდა იყოს ის. სააკაშვილი პასუხისმგებელია ძალიან ბევრ გამოუსწორებელ შეცდომებზე და მძიმე დანაშაულებებზე, რომელიც მან ჩაიდინა ჩვენი ქვეყნის და ხალხის წინააღმდეგ. ის წლების განმავლობაში ჩაგრავდა ჩვენს მოსახლეობას. მინდა რამდენიმე ფაქტი შევახსენო, თუნდაც ის, რომ კარგად მოგეხსენებათ, რომ რეალურად ეს იყო მაფიოზური დაჯგუფება, კრიმინალური გუნდი, ბანდა, სექტა- პირდაპირ ასე უნდა ითქვას, რომელიც ჩვენს მოსახლეობას ჩაგრავდა. თუნდაც, როგორ ექცეოდნენ ბიზნესმენებს მაგალითად. მე დღეს რამდენიმე ბიზნესმენთან მქონდა საუბარი და აღშფოთებულები არიან, რომ ეს არასერიოზული კაცი იქნებ გაჩერდეს. ან ჩამოვიდეს და ჩაჯდეს ციხეში, ან საერთოდ თავი დაანებოს ჩვენს ხალხს და ჩვენს ქვეყანას იმიტომ, რომ ქვეყანას სჭირდება განვითარება“,-განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

პრემიერ-მინისტრის თქმით, მიხეილ სააკაშვილი ერთი წლის წინ, საპარლამენტო არჩევნების წინაც ამბობდა, რომ საქართველოში დაბრუნდებოდა, თუმცა არჩევნებმა ჩაიარა, სააკაშვილი კი არ ჩამოსულა.

არ ვიცი რამდენად უნდა ვიმარჩიელოთ სააკაშვილის ამ იაფფასიან ტრიუკზე, მოსახლეობას შევახსენებ, რომ ერთი წლის წინ, როცა იყო საპარლამენტო არჩევნები, მაშინაც თუ გახსოვთ კარგად, მან დააანონსა, რომ ჩამოვიდოდა საქართველოში. ბილეთიც კი გამოაქვეყნეს მაშინაც კი, მახსოვს, ყოველ შემთხევაში მახსოვს, რომ დააანონსა, რომ ჩამოდიოდა, იმ დღეს თუ მეორე დღეს, თუმცა არჩევნებმა გადაიარა და არ ჩამოსულა. სხვათა შორის, მინდოდა ამ თემაზე კომენტარის გაკეთება, უბრალოდ მერე მეც დამავიწყდა, ისევე როგორც ყველას მიავიწყდა, ვის ახსოვს სააკაშვილი და არავის არ გახსენებია, რომ ეს ადამიანი არჩევნების დღეს და წინა დღეებში ამბობდა დაბეჯითებით, რომ ჩამოდიოდა“,-განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

თეგები: ირაკლი ღარიბაშვილი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“150 მილიონი ლარის მიტაცება” – მასშტაბურ კორუფციაზე “რკინიგზაში”, გია ყრუაშვილი საუბრობს – “ხომ ამბობენ კორუფციას ვებრძვითო?”
ახალი ამბები

“150 მილიონი ლარის მიტაცება” – მასშტაბურ კორუფციაზე “რკინიგზაში”, გია ყრუაშვილი საუბრობს – “ხომ ამბობენ კორუფციას ვებრძვითო?”

02:52 08-21-2025
პირადი: 150 მილიონის მიტაცება, “მკვლელი მატარებლები” – უსაფრთხოების დარღვევა და მასშტაბური კორუფცია “რკინიგზაში” – გია ყრუაშვილის სკანდალური, ექსკლუზიური ინტერვიუ
ახალი ამბები

“ზუსტად ასე დაწერეთ, “რკინიგზამ”, ჩემი ავადმყოფი შვილი, გაწირა სასიკვდილოდ” – გია ყრუაშვილი

14:56 08-20-2025
“მკვლელი მატარებლები” – “ვაცხადებ როგორც ვეტერანი რკინიგზელი, – ამ მატარებლებით მგზავრობა სერიოზული საფრთხეა” – გია ყრუაშვილის სკანდალური ინტერვიუ
ახალი ამბები

“მკვლელი მატარებლები” – “ვაცხადებ როგორც ვეტერანი რკინიგზელი, – ამ მატარებლებით მგზავრობა სერიოზული საფრთხეა” – გია ყრუაშვილის სკანდალური ინტერვიუ

05:22 08-20-2025
„რასაც ივანიშვილი ახლა აკეთებს, ამ ლოგიკით ხდება… ბიძინას სხვა გათვლა აქვს“ – ბაბუნაშვილი
ახალი ამბები

„ბიძინა თურმე ამბობდა – ვინ უნდა შემცვალოს, ვინ? ვის აქვს ჩემდენი ფული?… არადა, 60 მილიარდ ევროზე იყო ლაპარაკი… ამიტომ ბიძინამ ჩემთან დაკავშირებით ნევროზი აიკიდა და განადგურება გადაწყვიტა“

20:20 07-16-2025

ბიზნესი

ახალი ამბები

ექსპრეს ლომბარდი სალომბარდე მომსახურების ახალ სტანდარტს ამკვიდრებს საქართველოში

17:54 08-21-2025
შენ არასდროს ივლი მარტო – გიორგი მამარდაშვილი x თიბისი
ახალი ამბები

შენ არასდროს ივლი მარტო – გიორგი მამარდაშვილი x თიბისი

15:14 08-21-2025
“გურმან აკადემია”- სწრაფი კვების ობიექტი, რომელიც თიბისი ბიზნესის მხარდაჭერით განვითარდა
ახალი ამბები

“გურმან აკადემია”- სწრაფი კვების ობიექტი, რომელიც თიბისი ბიზნესის მხარდაჭერით განვითარდა

14:17 08-21-2025
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური მიმოხილვა გამოაქვეყნა –   სავალუტო კონვერტაციების დინამიკის შეფასება
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური მიმოხილვა გამოაქვეყნა – სავალუტო კონვერტაციების დინამიკის შეფასება

11:12 08-21-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved