• რეკლამა
  • კონტაქტი
03:09, სამშაბათი, 17 მარტი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

ირაკლი ღარიბაშვილი – რომ არ მოსულიყო ბიძინა ივანიშვილი, აქ გაფორმდებოდა გრძელვადიანი 20-30-წლიანი დიქტატურა, 1-ლი ოქტომბრის შემდეგ, საერთოდ შეიცვალა მედიაგარემო, რამდენიმე ათეული წუთით ვჩერდები მედიასთან და ყველა კითხვას, მათ შორის პარტიული ტელევიზიების კითხვებს ვპასუხობ

ალია ავტორი - ალია
00:18 09-18-2021
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
29

მე პირადად არასოდეს გავურბივარ არც ერთ კრიტიკულ კითხვას, რამდენიმე ათეული წუთით ვჩერდები მედიასთან და ყველა კითხვას, მათ შორის ამ პარტიული ტელევიზიების კითხვებს ვპასუხობ, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა.

მთავრობის მეთაურის შეფასებით, 2012 წლის პირველ ოქტომბრამდე, ქვეყანაში ყველა მიმართულებით დაკანონებული იყო დიქტატურა, პირველი ოქტომბრის შემდეგ, მთლიანად შეიცვალა მედიაგარემოც

„ამის მიუხედავად, ხედავთ, როგორ იქცევიან, ღარიბაშვილი გაიქცა, არ გაჩერდა, არ გვპასუხობს. სასაცილოა. 2012 წლის პირველ ოქტომბრამდე, კარგად გახსოვთ, რა მდგომარეობა იყო ქვეყანაში არა მხოლოდ მედიის, არამედ ყველა მიმართულებით, სასამართლო, პროკურატურა. ყველა მიმართულებით დაკანონებული იყო დიქტატურა. რომ არ მოსულიყო ბიძინა ივანიშვილი, აქ გაფორმდებოდა გრძელვადიანი 20-30-წლიანი დიქტატურა. კაციშვილი ხმას ვერ გაიღებდა. ამ სულელი კაცის, უკაცრავად, ავადმყოფი, ფსიქიურად დაავადებული სააკაშვილის მმართველობის ქვეშ ვიქნებოდით მრავალი ათეული წელი. პირველი ოქტომბრის შემდეგ, ვაღიაროთ, საერთოდ შეიცვალა მედიაგარემოც, ნებისმიერი კრიტიკა მოდის ჟურნალისტებისგან. თქვენ მკითხეთ, რატომ არ აჩერებთ ამ მასალის ტირაჟირებასო, როგორ შევაჩეროთ? ჩვენ დემოკრატიული სახელმწიფო ვართ. სააკაშვილის დროს შევარდებოდნენ, სცემდნენ ჟურნალისტებს, სერვერებს დალეწავდნენ, დახურავდნენ და მეორე დღეს გადაიფორმებდნენ მათ რომელიმე ჯიბის ბიზნესმენზე. ეს არის განსხვავება. ჩვენს დროს 11 თუ 12 დღეში შესაძლებელია ახალი ტელევიზიის დაფუძნება. „მთავარი არხი“ – ორ კვირაში შექმნეს ტელევიზია და მუშაობს ჩვეულებრივ. „ტვ პირველი“ მათი ტელევიზიაა, „ფორმულა“, ყველა. ჩვენც ვართ ამ ქვეყნის ჩვეულებრივი მოქალაქეები, ჩვენც გვაქვს უფლება, გამოვთქვათ ჩვენი აზრი, მათ შორის კრიტიკული, პარტიული ტელევიზიების თუ ჟურნალისტების მიმართ. თუმცა, მე ჟურნალისტებს არ ვაკრიტიკებ, ვიცი, რომ ისინი ასრულებენ პოლიტიკურ დავალებებს, სხვათა შორის ამ პარტიულ ტელევიზიებში მომუშავე ჟურნალისტები ძალიან ნიჭიერები არიან, გოგონებიც და ბიჭებიც, ყველანი, მაგრამ გასაგებია, რომ ასრულებენ პოლიტიკურ დავალებებს. ჩვენც გვაქვს უფლება, გავაკრიტიკოთ ესა თუ ის ტელევიზია, მაგრამ ვუყურებთ ქმედებას. ქმედება არის შემდეგი – დღეს რეალობა შეცვლილია, მედია აბსოლუტურად თავისუფალია. გადახედეთ ბოლო რეიტინგებს, თუნდაც ეკონომიკური თავისუფლების, მედიათავისუფლების კუთხით მოწინავე ქვეყნებში ვართ არა მხოლოდ რეგიონში, აღარ მაქვს საუბარი რეგიონის ქვეყნებზე და ევრაზიის მასშტაბით, ვსაუბრობ ევროკავშირის და მათ შორის ნატოს წევრ ქვეყნებზე, ბევრად ვუსწრებთ, მედიათავისუფლების მიმართულებითაც“, – განაცხადა პრემიერმა.

ირაკლი ღარიბაშვილის შეფასებით, ის, რომ კრიტიკული დამოკიდებულება შეიძლება ჰქონდეს ამა თუ იმ პოლიტიკოსს, ეს ნორმალურია.

„მეორეს მხრივ ვაღიაროთ, რომ ჟურნალისტები ხშირად ძალიან პროვოკაციულად იქცევიან. ძალიან სამწუხარო ფაქტი მოხდა ქარელში. ნახეთ, როგორი სიბინძურე ჩაიდინეს სააკაშვილის მეთაურობით. მივიდნენ, გამოაქვეყნეს რაღაც მოგონილი მეტსახელები და ეპითეტები ჩვენი კანდიდატების. იმდენად უსუსურ მდგომარეობაში არიან, ხალხს ეჭიდებიან, სახელი მოუგონეს, დააბრალეს, მივიდნენ და კითხულობენ, სად არის ეს ადამიანი, აღარ გავიმეორებ. ეს კაცი ეუბნება, მიბრძანდით აქედან, არ გაგცემთ პასუხს. რაც მოხდა, ძალიან ცუდია, ძალადობა უნდა დამთავრდეს, მაგრამ მეორეს მხრივ, მოდით, შევთანხმდეთ, რომ ეს არ ვარგა ჩვენი ქვეყნისთვის. ხომ შეიძლება, გავიზარდოთ, ხომ არ შეიძლება, ერთ წრეზე ვიტრიალოთ 30 წელი და მუდმივად ამ რაღაც ქაოსში ვიყოთ. წარმოიდგინეთ, რომ მათი მხრიდან არ იყოს ეს ქაოსი და ძალადობა, ჩვენგან იქნებოდა აბსოლუტურად არაფერი, ნული. ჩვენ არ ვძალადობთ, ჩვენ ვართ ჰუმანური ხელისუფლება. როგორ შეიძლება, მე ძალადობისკენ მოვუწოდო. ვის უნახავს ჩემი ძალადობა. ვინ მეძახდა მე მკვლელს, გამოდიოდა „ტვ პირველის“ მფლობელი, რომელიც თავად არის მკვლელი, ყველამ იცის, რომ 3 კაცი ჰყავს მოკლული. მე რომ მეძახიან მკვლელს, ეს ნორმალურია? სააკაშვილის და კეზერაშვილის ტელევიზიებზეა საუბარი“, – განაცხადა პრემიერმა.

თეგები: ბიძინა ივანიშვილიირაკლი ღარიბაშვილი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026
პროკურატურამ პოლიციელთა მიერ ბავშვის ცემის ფაქტზე გამოძიება დაიწყო
ახალი ამბები

“შენი მამის დედა მოვტ@ან, @ლებავშვო, კაპეზეზე წახვალ, ჩემი დედას შევე@ი” – პოლიციის მაღალჩინოსანი 16 წლის მოზარდზე ძალადობისთვის დააკავეს

22:27 02-13-2026
“ბიძინას პრობლემური ვალების ამოღების კამპანია ახალ სტადიაზე გადავიდა” – ნიკა სიმონიშვილი
ახალი ამბები

რატომ დააყადაღეს ანგარიშები და როგორ უნდა შეაჩეროთ აღსრულება?

16:27 02-05-2026

ბიზნესი

უნიფორმის ქიმწმენდა, სამედიცინო ხალათი და სასტუმროს ტექსტილის ქიმწმენდა – რატომ არის „მილანა“ საუკეთესო არჩევანი?
ახალი ამბები

უნიფორმის ქიმწმენდა, სამედიცინო ხალათი და სასტუმროს ტექსტილის ქიმწმენდა – რატომ არის „მილანა“ საუკეთესო არჩევანი?

20:05 03-16-2026
სინათლის ადამიანი – “ჩვენ ყოველთვის ვიცით ვისთვის ვმუშაობთ” 
ახალი ამბები

სინათლის ადამიანი – “ჩვენ ყოველთვის ვიცით ვისთვის ვმუშაობთ” 

16:30 03-16-2026
სილქნეტის აქცია ახალ აბონენტებს – სახლის ინტერნეტი და ტელევიზია სპეციალურ ფასად!
ახალი ამბები

სილქნეტის აქცია ახალ აბონენტებს – სახლის ინტერნეტი და ტელევიზია სპეციალურ ფასად!

16:55 03-13-2026
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა

15:01 03-13-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved