• რეკლამა
  • კონტაქტი
22:33, ხუთშაბათი, 8 იანვარი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

ირაკლი ღარიბაშვილი – როდესაც დავინიშნე თავდაცვის მინისტრად, განვაცხადე, რომ დავიწყებდით სუ-25-ების განახლების პროექტს – დღეს სახეზეა 4 აღდგენილი სუ-25, რომელიც მოდერნიზებული და აღდგენილია ჩვენი ძალებით

ალია ავტორი - ალია
19:04 09-16-2021
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
39

როდესაც დავინიშნე თავდაცვის მინისტრად, პარლამენტში დამტკიცების დღეს განვაცხადე, რომ ჩვენი ძალებით აღვადგენდით და დავიწყებდით სუ-25-ების განახლების პროექტს; თქვენ დღეს სახეზე გაქვთ წარმოდგენილი 4 აღდგენილი სუ-25, რომელიც სრულიად მოდერნიზებული და აღდგენილია ჩვენი ძალებით, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, სააქციო საზოგადოება „თბილავიამშენის“ ტერიტორიაზე განაცხადა, სადაც საფრენი აპარატების ახალი საამწყობრო საწარმო თავდაცვის მინისტრთან ერთად დაათვალიერა და საჩვენებელ ფრენას დაესწრო.

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, მთელ ამ პროცესს მენეჯმენტი და მართვა თავდაცვის ძალების საავიაციო სარდლობამ გაუკეთა.

„ჩვენ ვიმყოფებოდით 31-ე ქარხნის ტერიტორიაზე, ეს არის ცნობილი ისტორიული ქარხანა, რომელმაც ათასამდე სუ-25 აწარმოა და გამოუშვა წლების განმავლობაში. მე როდესაც დავინიშნე თავდაცვის მინისტრად, პარლამენტში დამტკიცების დღეს განვაცხადე, რომ ჩვენი ძალებით აღვადგენდით და დავიწყებდით სუ-25-ების განახლების პროექტს. თქვენ დღეს სახეზე გაქვთ წარმოდგენილი 4 აღდგენილი სუ-25, რომელიც სრულიად მოდერნიზებული და აღდგენილია ჩვენი ძალებით. ასევე ჩვენ ახალი ანგარი გავაკეთეთ, სადაც აღდგენითი სამუშაოები მიმდინარეობს. მე მინდა მადლობა გადავუხადო 31-ე ქარხანას, რომელიც ჩემი მინისტრობის დროს მენეჯმენტში წამოვიღეთ და ჩვენ ვმართავდით მთლიანად ამ პროცესს და „დელტას“ მენეჯმენტის ქვეშ არის მთლიანად ეს აღდგენითი სამუშაოები. მთელ ამ პროცესს მენეჯმენტი და მართვა თავდაცვის ძალების საავიაციო სარდლობამ გაუკეთა. მე მინდა ყველას მადლობა გადავუხადო, მინისტრ ბურჭულაძიდან დაწყებული, ასევე საავიაციო სარდლობას, თავდაცვის ძალების მეთაურს, „დელტა მენეჯმენტს“ და თბილავიამშენს. ყველა იმ ადამიანს, ვინც ჩართული იყო ამ პროცესში.

წლის ბოლომდე, 6 აღდგენილი სუ-25 გვეყოლება. თქვენ ასევე დაათვალიერეთ მი-24-ების აღდგენითი სამუშაოების აქტიური პროცესი. ჩვენ ინტენსიურად დავიწყებთ ამ ვერტმფრენების გამოშვებას. გარდა ამისა, 4 ამერიკული ვერტმფრენი უკვე გავაგზავნეთ ამერიკაში და ჩვენი ავიაციის სარდლობის წარმომადგენლები თავად ადგილზე არიან და აკვირდებიან აღდგენით სამუშაოებს და ძალიან მალე, რამდენიმე თვეში 4 ამერიკული აღდგენილი ვერტმფრენი ჩამოგვივა და მთლიანად მოხდება მთელი საავიაციო პარკის განახლება და აღდგენა.

ეს არის ძალიან დიდი მოტივაცია ჩვენი გმირი მფრინავებისთვის, ჩვენი ჯარისკაცებისთვის, რომლებიც წლების განმავლობაში ელოდებოდნენ საფრენი აპარატების აღდგენას. წლების განმავლობაში ეს პროექტი გაჩერებული იყო. მე მიხარია და ბედნიერი ვარ, რომ ჩვენ ეს შევძელით. კიდევ ერთხელ მადლობა ყველას“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

სააქციო საზოგადოება „თბილავიამშენის“ ტერიტორიაზე საფრენი აპარატების ახალ საამწყობრო საწარმოში თავდაცვის ძალების კუთვნილი საფრენი აპარატების ქართველი სპეციალისტების მიერ თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად სრულად აღდგენა და გარემონტება ხდება.

სუ-25 ტიპის მოიერიშე სრულად აღიჭურვა თანამედროვე რადიოელექტრონული სანავიგაციო სისტემით.

ავიაციის განვითარების პროექტი საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის თავდაცვის მინისტრობის პერიოდში დაიწყო. საქართველოს თავდაცვის ძალების ბალანსზე არსებული სუ-25 ტიპის თვითმფრინავები საავიაციო ქარხანაში მოთავსდა და სააქციო საზოგადოება „თბილავიამშენი“ საფრენი აპარატების კაპიტალურ სარემონტო სამუშაოებს ახორციელებს.

ამ დროისთვის უკვე დასრულებულია 4 ერთეული სუ-25 – ის კაპიტალური რემონტი და მოდერნიზება. პარალელურად მიმდინარეობს მი-24 ტიპის შვეულმფრენის რემონტი, რომლის სატესტო ფრენა უახლოეს მომავალში იგეგმება. აქტიურად მიმდინარეობს UH-1-ების აღდგენის პროცესიც. სრულად დასრულდა ოთხი ერთეული AN-2 ტიპის თვითმფრინავების კაპიტალური რემონტი. საფრენი აპარატები გადაყვნილია შერეული საავიაციო ესკადრელიის ბაზაზე და აქტიურად მიმდინარეობს მათი ექსპლუატაცია სხვადასხვა დავალების შესასრულებლად.

საავიაციო პარკის განახლების პროცესში „თბილავიამშენისა“ და „დელტას“ ერთობლივი თანამშრომლობით ხორციელდება. საფრენი აპარატების აღდგენა-რეაბილიტაცია-მოდერნიზაციის პარალელურად, პროექტი პირადი შემადგენლობის მომზადებასა და გადამზადებას, ასევე, შესაბამისი ინფრასტრუქტურის შექმნას ითვალისწინებს.

პროექტი მიზნად საქართველოს თავდაცვის ძალების საავიაციო ქვედანაყოფების გაძლიერებასა და განვითარებას ისახავს.

მოდერნიზებულ-სუ-25 ტიპის მოიერიშე თვითმფრინავების საჩვენებელ ფრენას პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, თავდაცვის მინისტრ ჯუანშერ ბურჭულაძესა და თავდაცვის ძალების მეთაურთან, გენერალ-მაიორ გიორგი მათიაშვილთან ერთად დაესწრო.

მთავრობის მეთაური საჩვენებელი ფრენის დასრულების შემდეგ, მფრინავებს შეხვდა და საავიაციო სარდლობას მადლობა პირადად გადაუხადა.

თეგები: ირაკლი ღარიბაშვილი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

იოსელიანი მიიჩნევს, რომ შსს–მ კანონი არასწორად გაიგო
ახალი ამბები

იოსელიანი მიიჩნევს, რომ შსს–მ კანონი არასწორად გაიგო

20:43 12-17-2025
“ევროპაში პირველ ადგილზე ვართ ავარიებით”; “შემოსავლისთვის სჭირდებათ” – გაზრდილი ჯარიმები და ამნისტია
ახალი ამბები

“ევროპაში პირველ ადგილზე ვართ ავარიებით”; “შემოსავლისთვის სჭირდებათ” – გაზრდილი ჯარიმები და ამნისტია

17:13 12-16-2025
“72-დან 75 წლამდე გაიზარდა სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა, 155,000-ით გაიზარდა პენსიონერთა რაოდენობა, 3-ჯერ გავზარდეთ პენსიები” – პრემიერი
ახალი ამბები

“ერთი განკარგულებაც და გავდივართ?” – რატომ აღარ ქვეყნდება “ოცნების” მთავრობის განკარგულებები?

21:07 12-11-2025
“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა
ახალი ამბები

“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა

19:38 12-05-2025

ბიზნესი

ექსპრეს ლომბარდში 6 იანვრიდან ოქროსა და ვერცხლის შეფასება გაიზარდა!
ახალი ამბები

ექსპრეს ლომბარდში 6 იანვრიდან ოქროსა და ვერცხლის შეფასება გაიზარდა!

16:44 01-08-2026
გრინჩი, სელფი და მანქანის გაქირავება – რა კავშირია მათ შორის მითების თანახმად?
ახალი ამბები

გრინჩი, სელფი და მანქანის გაქირავება – რა კავშირია მათ შორის მითების თანახმად?

15:22 01-08-2026
ორი ცუდი და ორი კარგი ამბავი გერმანული ენის შესწავლის მსურველთათვის
ახალი ამბები

ორი ცუდი და ორი კარგი ამბავი გერმანული ენის შესწავლის მსურველთათვის

15:00 01-08-2026
“ქართული ბრენდის დღეზე” სადაზღვევო კომპანია „ვაიზერი“ კრეატიული რებრენდინგისთვის დაჯილდოვდა
ახალი ამბები

“ქართული ბრენდის დღეზე” სადაზღვევო კომპანია „ვაიზერი“ კრეატიული რებრენდინგისთვის დაჯილდოვდა

14:37 01-06-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved