• რეკლამა
  • კონტაქტი
14:24, ოთხშაბათი, 13 მაისი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

ირაკლი ღარიბაშვილი – ქვეყანაში ომების და რევოლუციების დრო დამთავრდა, დადგა განვითარების, წინსვლის დრო, 3 წელი ქვეყანაში აღარ იქნება არჩევნები, ჩვენ პატივს ვცემთ კანონს, კონსტიტუციას და ჩვენი მოქალაქეების უმრავლესობის არჩევანს

ალია ავტორი - ალია
16:19 09-11-2021
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
23

2 ოქტომბრის არჩევნები ძალიან მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ, ამ არჩევნების შემდეგ , 3 წელი ექნება მთავრობას და ხალხს, რომ რეალური საქმე დავიწყოთ და რეალურად მოვახდინოთ კონცენტრაცია იმ პრობლემებზე და იმ გასაჭირზე, რომელიც ქვეყანაში არსებობს, – 2 ოქტომბრის არჩევნები ძალიან მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ, ამ არჩევნების შემდეგ , 3 წელი ექნება მთავრობას და ხალხს, რომ რეალური საქმე დავიწყოთ და რეალურად მოვახდინოთ კონცენტრაცია იმ პრობლემებზე და იმ გასაჭირზე, რომელიც ქვეყანაში არსებობს – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა „ქართული ოცნების“ ბორჯომის მერობის კანდიდატის, ოთარ არბოლიშვილის წარდგენისას განაცხადა.

მთავრობის მეთაურის თქმით, ხელისუფლება არ დაუშვებს არავითარ პროვოკაციას და არეულობის შემოტანის მცდელობას.

„3 წელი ქვეყანაში აღარ უნდა იყოს არჩევნები და ასეც იქნება, იმიტომ რომ  ჩვენ პატივს ვცემთ კანონს და კონსტიტუციას და ჩვენი მოქალაქეების უმრავლესობის არჩევანს. ეს არჩევანი მათ დააფიქსირეს ოქტომბრის  საპარლამენტო არჩვენებში, რითაც ჩვენ მორიგი მანდატი გადმოგვეცა, რომ ვმართოთ ქვეყანა 4 წლის ვადით. ამიტომ, რა თქმა უნდა, ჩვენ ამ წესებს დავიცავთ და ამ არჩევნებს ჩავატარებთ მშვიდობიანად. გაგრძელდება ჩვენი ქვეყნის სტაბილური განვითარება. რაც მთავარია, ჩვენი საერთო მობილიზებით, არ დავუშვებთ არავითარ პროვოკაციას და არავითარ შეცდომას არ დავაშვებინებთ ჩვენს მოწინააღმდეგეებს, ჩვენს ოპონენტებს, რომლებიც რეალურად, ვთქვათ პირდაპირ, რომ წარმოადგენენ ანტისახელმწიფოებრივ, ანტიეროვნულ ძალას და არავის მივცემთ ამ ქვეყანაში არეულობის შემოტანის უფლებას. ყველამ კარგად უნდა გაიგოს, რომ დამთავრდა ქვეყანაში ომების და რევოლუციების დრო, ახლა დრო დადგა განვითარების, წინსვლის და კეთილდღეობის ჩვენი მოქალაქეებისთვის. განვითარებას შევიტანთ ჩვენ ყველა რეგიონში, ყველა ქალაქში და ყველა მუნიციპალიტეტში“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

პრემიერ-მინისტრმა ყურადღება გაამახვილა ბორჯომის პოტენციალზე და ისაუბრა „განახლებული რეგიონების“ პროგრამაზე, რომელიც ყველა მუნიციპალიტეტში თანამედროვე, ევროპული ტიპის ცენტრების მოწყობას გულისხმობს.

„ბორჯომზე ძალიან ბევრი რამ შეიძლება ითქვას. ბორჯომს აქვს უზარმაზარი, უნიკალური პოტენციალი, რომ გარდაიქმნას ერთ-ერთ გამორჩეულ საკურორტო ადგილად მთელს მსოფლიოში. ჩვენ ასევე დავიწყეთ „განახლებული რეგიონების“ პროგრამა, რაც გულისხმობს ეტაპობრივად ყველა ქალაქში, ყველა მუნიციპალიტეტში თანამედროვე, ევროპული ტიპის ცენტრების მოწყობას. რეალურად, ჩვენ ყველა ქალაქი და მუნიციპალიტეტი უნდა გარდავქმნათ ევროპული ტიპის ქალაქებად, რაც საბოლოო ჯამში ჩვენი ქვეყნის გარდაქმნას გამოიწვევს და ვაქცევთ რეალურად ევროპულ სახელმწიფოდ. წელს ვხარჯავთ 500 მილიონს ამ მიმართულებით, ძალიან ბევრი ახალი პროგრამა და პროექტი დაფინანსდება მომდევნო წლებშიც და ამ მიმართულებით გავაგრძელებთ მუშაობას აქტიურად”, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

მთავრობის მეთაურმა ასევე ისაუბრა „ქართული ოცნების“ ბორჯომის მერობის კანდიდატის შესახებ და აღნიშნა, რომ ოთარ არბოლიშვილი წესიერებით გამორჩეული ადამიანია, რომელსაც სხვადასხვა თანამდებობაზე მუშაობის დიდი გამოცდილება აქვს.

„ჩვენ ძალიან დიდი ყურადღებით ვარჩევთ კანდიდატებს. ვარჩევთ ისეთ ხალხს, რომლებიც უანგაროდ და დიდი სიყვარულით ემსახურება და მოემსახურება  ჩვენს ქვეყანას და ჩვენს მოსახლეობას ადგილზე. ამიტომ, ბორჯომში შევარჩიეთ ძალიან წესიერი, ყურადღებიანი, მზრუნველი კაცი მშრომელი, თავისი უნარებით გამორჩეული, ბატონი ოთარ არბოლიშვილი, რომელსაც აქვს სხვადასხვა თანამდებობაზე მუშაობის დიდი გამოცდილება და ვიცი, რომ იგი ბოლომდე დაიხარჯება, ბოლომდე მოემსახურება ბორჯომს და თავის საყვარელ ხალხს. ჩვენ ასეთი ხალხი გვჭირდება – წესიერებით გამორჩეული და უნარებით გამორჩეული ხალხი, რომლებიც მხოლოდ საქმეზე იფიქრებენ, მხოლოდ ჩვენი მოსახლეობის პრობლემების გადაჭრაზე იფიქრებენ და იზრუნებენ და 24 საათის განმავლობაში“, – აღნიშნა პრემიერმა.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“როგორ ეხმარება საქართველო კრემლს ნავთობის სანქციების გვერდის ავლაში” – ნიდერლანდური მედიის სკანდალური სტატია ყულევზე
ახალი ამბები

“როგორ ეხმარება საქართველო კრემლს ნავთობის სანქციების გვერდის ავლაში” – ნიდერლანდური მედიის სკანდალური სტატია ყულევზე

13:35 05-07-2026
„არანორმალურები კი არიან, მაგრამ ეგეთი სულელები არ არიან, ეგ გააკეთონ“ – რას გვიყვება გიორგი გუგავა?
ახალი ამბები

„არანორმალურები კი არიან, მაგრამ ეგეთი სულელები არ არიან, ეგ გააკეთონ“ – რას გვიყვება გიორგი გუგავა?

01:10 05-04-2026
,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?
ახალი ამბები

,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?

17:38 03-24-2026
დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე
ახალი ამბები

დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე

15:18 03-19-2026

ბიზნესი

შეიძინე კრიპტო თიბისის მობაილბანკში და მიიღე შანსი, დასაჩუქრდე YE, Kanye West-ის კონცერტის ბილეთებით
ახალი ამბები

შეიძინე კრიპტო თიბისის მობაილბანკში და მიიღე შანსი, დასაჩუქრდე YE, Kanye West-ის კონცერტის ბილეთებით

18:28 05-11-2026
თიბისის მხარდაჭერით საქართველოს AI ნაკრების შესარჩევი ოლიმპიადა იწყება
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით საქართველოს AI ნაკრების შესარჩევი ოლიმპიადა იწყება

12:55 05-11-2026
კრიპტო უკვე თიბისის მობაილბანკშია
ახალი ამბები

კრიპტო უკვე თიბისის მობაილბანკშია

17:25 05-09-2026
მომსახურების ერთიანი სტანდარტი: ექსპრეს ლომბარდის ფილიალები მთელ საქართველოში
ახალი ამბები

მომსახურების ერთიანი სტანდარტი: ექსპრეს ლომბარდის ფილიალები მთელ საქართველოში

20:03 05-08-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved