• რეკლამა
  • კონტაქტი
21:38, შაბათი, 20 ივნისი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

ირაკლი ღარიბაშვილი პარლამენტს წლიურ ანგარიშს დღეს წარუდგენს

ალია ავტორი - ალია
10:04 06-25-2021
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
31

პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი მთავრობის საქმიანობის შესახებ პარლამენტს წლიურ ანგარიშს დღეს წარუდგენს.

სამთავრობო პროგრამის შესრულების შესახებ 151-გვერდიან მოხსენებაში ასახულია ისეთი მიმართულება, როგორიცაა საგარეო პოლიტიკა, უსაფრთხოება, კონფლიქტის მოგვარება და ადამიანის უფლებები, ეკონომიკური განვითარება, სოციალური პოლიტიკა და ადამიანური კაპიტალის განვითარება და სახელმწიფო მმართველობა.

საპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენლის, ანა ნაცვლიშვილის განცხადებით, პრემიერ-მინისტრთან ბევრი კითხვა დაუგროვდათ. მისივე თქმით, კითხვები ექნებათ პანდემიის მართვასთან დაკავშირებით.

„ბევრი კითხვაა დაგროვილი პრემიერთან. ჩემის მხრივ იქნება კითხვები პანდემიის მართვასთან მიმართებაში და ასევე იქნება კითხვები გელათის სამონასტრო კომპლექსთან მიმართებაში, რომელიც ძალიან მძიმე ვითარებაშია. აქამდე გამჭირვალე კომუნიკაცია საზოგადოებასთან სახელმწიფოს მხრიდან, რა კეთდება იმისთვის, რომ გადარჩეს გელათი, არ არსებობს. არის ძალიან ფრაგმენტული კომუნიკაცია და ნახევრად მიწოდებული ინფორმაცია“, – განაცხადა ანა ნაცვლიშვილმა

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, გივი მიქანაძის განცხადებით, მთავარი საკითხი, რომელზეც „ქართული ოცნების“ წევრები დღეს ყურადღებას გაამახვილებენ, კორონავირუსისგანგამოწვეული პანდემიაა. მისივე თქმით, მმართველი გუნდს პრემიერ-მინისტრთან კითხვები ექნება ეკონომიკურ გამოწვევებთან დაკავშირებით.

„მთავრობა, პარლამენტი, მთელი გუნდი, ხელისუფლება იყო ერთმუშტად შეკრული იმისთვის, რომ პანდემიის გამოწვევებისთვის საკადრისი პასუხი გაეცათ. მინდა, გითხრათ, რომ გუნდმა თავი გაართვა. მაქსიმუმი გაკეთდა იმისთვის, რომ იმ ადამიანებმა, ვისაც ბიზნესის კუთხით გარკვეული ზარალი მიადგა ან სამსახურები დაკარგეს, ყველას სახელმწიფო მაქსიმალურად გვერდში დაუდგა. შესაძლებლობების ფარგლებში, ქამრის შემოჭერის პრინციპით, გარკვეული მნიშვნელოვანი კომპენსაციები გაიცა,რათა ადამიანის სიცოცხლე, ჯანმრთელობა, კეთილდღეობა და შემდგომი განვითარება ხელშეწყობილი ყოფილიყო. მინდა, გითხრათ, რომ ამ ერთმა წელმა გვაჩვენა, რაოდენ მნიშვნელოვანი არის კოორდინირებული მუშაობა სახელმწიფო სტრუქტურებს შორის, რაოდენ მნიშვნელოვანი არის ერთ გუნდად ყოფნა, რამეთუ სხვანაირად ამ პანდემიის პირობებში ძალიან რთული იქნებოდა იმ გამოწვევებთან გამკლავება, რის წინაშეც ქვეყანა და საზოგადოება იდგა.

ახლა ბერად უკეთესი სიტუაციაა ამ კუთხით, რაც გვაძლევს შესაძლებლობას, რომ გადავდგათ ნაბიჯები ეკონომიკის რეაბილიტაციისკენ და იმ პარამეტრების აღდგენისკენ, რომელიც, თუნდაც, ორიოდე წლის წინ გვქონდა და საკმაოდ კარგ ნიშნულზე იყო. ვფიქრობ, წლის ბოლომდე ძალიან მნიშვნელოვანი წინსვლა გვექნება ამ თვალსაზრისით“, – განაცხადა გივი მიქანაძემ

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“გეგმის მთავარი სენსაცია – თურქეთი ახალქალაქს მთავარ ტექნოლოგიურ კოზირს ართმევს” – დათო გოჩავა
ახალი ამბები

“გეგმის მთავარი სენსაცია – თურქეთი ახალქალაქს მთავარ ტექნოლოგიურ კოზირს ართმევს” – დათო გოჩავა

16:42 06-02-2026
მოიტყუა თუ არა შსს–მ და რისთვის ითხოვს კლინიკაში მყოფი პოლიციელი პატიებას?
ახალი ამბები

მოიტყუა თუ არა შსს–მ და რისთვის ითხოვს კლინიკაში მყოფი პოლიციელი პატიებას?

16:09 05-29-2026
სეს: “ნიკორა ტრეიდი”  “ლიბრეში“ ვადაგასულ პროდუქციას ჰყიდდა
ახალი ამბები

სეს: “ნიკორა ტრეიდი” “ლიბრეში“ ვადაგასულ პროდუქციას ჰყიდდა

14:45 05-15-2026
„არანორმალურები კი არიან, მაგრამ ეგეთი სულელები არ არიან, ეგ გააკეთონ“ – რას გვიყვება გიორგი გუგავა?
ახალი ამბები

„არანორმალურები კი არიან, მაგრამ ეგეთი სულელები არ არიან, ეგ გააკეთონ“ – რას გვიყვება გიორგი გუგავა?

01:10 05-04-2026

ბიზნესი

PSP-ს კამპანია Cannes Lions-ის ორ ყველაზე პრესტიჟულ კატეგორიაში მოხვდა
ახალი ამბები

PSP-ს კამპანია Cannes Lions-ის ორ ყველაზე პრესტიჟულ კატეგორიაში მოხვდა

13:38 06-18-2026
თიბისიმ გენდერული თანასწორობისა და ლიდერობის სტრატეგიისთვის საერთაშორისო აღიარება მოიპოვა
ახალი ამბები

თიბისიმ გენდერული თანასწორობისა და ლიდერობის სტრატეგიისთვის საერთაშორისო აღიარება მოიპოვა

13:22 06-18-2026
ტირტირი - K-Beauty
ახალი ამბები

რატომ არის ტირტირი K-Beauty-ის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ბრენდი?

20:01 06-17-2026
ბინები ქობულეთში
ახალი ამბები

ბინები ქობულეთში – რატომ იზრდება მოთხოვნა და ღირს თუ არა ინვესტირება?

14:57 06-17-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved