• რეკლამა
  • კონტაქტი
04:41, სამშაბათი, 17 მარტი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

ირაკლი ღარიბაშვილი – მინდა მივმართო ჩვენს აფხაზ და ოს ძმებსა და დებს: ჩვენი ნამდვილი ძალა თანამშრომლობასა და ერთობაშია, რის გამოც ჩვენს მტრებს უნდა ჩვენი გამიჯვნა და დაშორება

ალია ავტორი - ალია
03:03 09-25-2021
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
37

მინდა მივმართო ჩვენს აფხაზ და ოს ძმებსა და დებს: ჩვენი ნამდვილი ძალა თანამშრომლობასა და ერთობაშია, რის გამოც ჩვენს მტრებს უნდა ჩვენი გამიჯვნა და დაშორება, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, გაერო-ს 76 სესიის გენერალურ დებატებზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, ოკუპირებულ ტერიტორიებზე ჰუმანიტარული კრიზისია, ხოლო აქეთა მხარეს ხდება სასოფლო-სამეურნეო სავარგულების დამუშავება, ახალგაზრდა თაობის წვდომა მსოფლიო კლასის განათლებაზე, უმაღლესი დონის ინფრასტრუქტურა და აყვავებული ბიზნესი.

„ოკუპირებულ ტერიტორიებზე რეალურ ჰუმანიტარულ კრიზისს ვხედავთ. ხოლო აქეთა მხარეს ხდება სასოფლო-სამეურნეო სავარგულების დამუშავება, ახალგაზრდა თაობის წვდომა მსოფლიო კლასის განათლებაზე, უმაღლესი დონის ინფრასტრუქტურა და აყვავებული ბიზნესი. ჩვენ იგივე შესაძლებლობები გვინდა იყოს მეორე მხარესაც – განვითარება და კეთილდღეობა არსებობდეს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში.

სწორედ ამ მიზეზით, შევიმუშავეთ სამშვიდობო ინიციატივა „ნაბიჯი უკეთესი მომავლისკენ“, რომელიც აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში ხალხს გაუუმჯობესებს ცხოვრების დონეს“,- განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

მთავრობის მეთაურის თქმით, უკეთესი მომავლის იმედი მოქალაქეებს მხოლოდ მდგრადი მშვიდობითა და უსაფრთხოებით მიეცემა.

„გვწამს, რომ მხოლოდ მდგრადი მშვიდობითა და უსაფრთხოებით მიეცემა უკეთესი მომავლის იმედი ჩვენს მოქალაქეებს. სწორედ მშვიდობისა და სტაბილურობის პირობებში იწყებს ეკონომიკა აყვავებას, ხოლო ხალხი კეთილდღეობაში თანაცხოვრებას.

სწორედ ამიტომ მინდა მივმართო ჩვენს აფხაზ და ოს ძმებსა და დებს: ჩვენი ნამდვილი ძალა თანამშრომლობასა და ერთობაშია, რის გამოც ჩვენს მტრებს უნდა ჩვენი გამიჯვნა და დაშორება.

ჩვენ საერთო ისტორია გვაქვს და ერთი სამშობლოს – საქართველოს – ნაწილი ვართ. ამიტომ, ერთად უნდა განვსაზღვროთ ჩვენი საერთო მომავალიც. ერთად და მშვიდობიანად უნდა ვაშენოთ ჩვენი ქვეყანა, რათა ის ჭეშმარიტად დემოკრატიულ, აყვავებულ და მომავალზე ორიენტირებულ, ევროპულ საზოგადოებად იქცეს“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

თეგები: ირაკლი ღარიბაშვილი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026
პროკურატურამ პოლიციელთა მიერ ბავშვის ცემის ფაქტზე გამოძიება დაიწყო
ახალი ამბები

“შენი მამის დედა მოვტ@ან, @ლებავშვო, კაპეზეზე წახვალ, ჩემი დედას შევე@ი” – პოლიციის მაღალჩინოსანი 16 წლის მოზარდზე ძალადობისთვის დააკავეს

22:27 02-13-2026
“ბიძინას პრობლემური ვალების ამოღების კამპანია ახალ სტადიაზე გადავიდა” – ნიკა სიმონიშვილი
ახალი ამბები

რატომ დააყადაღეს ანგარიშები და როგორ უნდა შეაჩეროთ აღსრულება?

16:27 02-05-2026

ბიზნესი

უნიფორმის ქიმწმენდა, სამედიცინო ხალათი და სასტუმროს ტექსტილის ქიმწმენდა – რატომ არის „მილანა“ საუკეთესო არჩევანი?
ახალი ამბები

უნიფორმის ქიმწმენდა, სამედიცინო ხალათი და სასტუმროს ტექსტილის ქიმწმენდა – რატომ არის „მილანა“ საუკეთესო არჩევანი?

20:05 03-16-2026
სინათლის ადამიანი – “ჩვენ ყოველთვის ვიცით ვისთვის ვმუშაობთ” 
ახალი ამბები

სინათლის ადამიანი – “ჩვენ ყოველთვის ვიცით ვისთვის ვმუშაობთ” 

16:30 03-16-2026
სილქნეტის აქცია ახალ აბონენტებს – სახლის ინტერნეტი და ტელევიზია სპეციალურ ფასად!
ახალი ამბები

სილქნეტის აქცია ახალ აბონენტებს – სახლის ინტერნეტი და ტელევიზია სპეციალურ ფასად!

16:55 03-13-2026
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა

15:01 03-13-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved