• რეკლამა
  • კონტაქტი
23:16, ორშაბათი, 16 მარტი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

ირაკლი ღარიბაშვილი მეშახტეებს – ჩვენი ვალია, რაც შეგვიძლია გვერდში დაგიდგეთ, რაც მთავრობას შეუძლია, ბოლომდე დავიხარჯებით, დაგეხმარებით ყველაფერში, რაც გასაკეთებელია და რისი გამოსწორებაც შეიძლება, ერთად გამოვასწორებთ

ალია ავტორი - ალია
19:28 09-03-2021
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
40

ჩვენი ვალია, რომ რაც შეგვიძლია გვერდში დაგიდგეთ, რაც მთავრობას შეუძლია, ბოლომდე დავიხარჯებით, დაგეხმარებით ყველაფერში, რაც გასაკეთებელია და რისი გამოსწორებაც შეიძლება, ერთად გამოვასწორებთ – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ტყიბულში, კომპანია “საქნახშირში“ დასაქმებულ მეშახტეებთან შეხვედრაზე განაცხადა, სადაც პარლამენტის თავმჯდომარე კახა კუჭავასთან და ეკონომიკის და მდგრადი განვითარების მინისტრ ნათია თურნავასთან ერთად იმყოფებოდა.

მთავრობის მეთაურმა მეშახტეებთან საწარმოში მიმდინარე ცვლილებები განიხილა და ანაზღაურების ახალი სისტემა და ხელფასების მატება დადებითად შეაფასა. აღინიშნა, რომ გერმანელ სპეციალისტებთან ერთად, შახტების ტექნიკური მდგომარეობის რამდენიმეთვიანი კვლევის შემდეგ, შახტების განვითარების და ტექნიკური გადაიარაღების პროგრამის განხორციელება შეუფერხებლად მიმდინარეობს. ასევე ხორციელდება შახტის ინფრასტრუქტურის განახლება, შრომის უსაფრთხოების სისტემის გაუმჯობესება, პერსონალის გადამზადება, წარმატებით მიმდინარეობს ანაზღაურების ახალი სისტემის დანერგვისა და მეშახტეების ანაზღაურების გაზრდის პროცესიც.

მეშახტეებმა პრემიერ-მინისტრთან საუბრისას, მათთვის მნიშვნელოვან საკითხებზე გაამახვილეს ყურადღება, მათ შორისაა მეშახტეებისთვის საპენსიო ასაკის დაწევის, ტყიბულის მუნიციპალიტეტისთვის მაღალმთიანი რეგიონის სტატუსის აღდგენის, კურორტ “ცხრაჯვარის“ ტურისტულ-სარეკრეაციო კომპლექსის განაშენიანებისა და სამედიცინო ცენტრის აშენების საკითხები.

მთავრობის მეთაურმა მინისტრებს მეშახტეების მიერ წამოწეული საკითხების უმოკლეს ვადაში განხორციელება დაავალა.

მეშახტეებთან შეხვედრას ესწრებოდნენ რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის მინისტრი ირაკლი ქარსელაძე,იუსტიციის მინისტრი რატი ბრეგაძე, ტყიბული, თერჯოლა, ზესტაფონი, ბაღდათის მაჟორიტარი დეპუტატი ბეჟან წაქაძე, იმერეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებული ზვიად შალამბერიძე, “საქნახშირის“ დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარე მიხაილ სოცკი და „კოალ ჯორჯიას“ დირექტორი, ზურაბ აღდგომელაშვილი.

თეგები: ირაკლი ღარიბაშვილი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026
პროკურატურამ პოლიციელთა მიერ ბავშვის ცემის ფაქტზე გამოძიება დაიწყო
ახალი ამბები

“შენი მამის დედა მოვტ@ან, @ლებავშვო, კაპეზეზე წახვალ, ჩემი დედას შევე@ი” – პოლიციის მაღალჩინოსანი 16 წლის მოზარდზე ძალადობისთვის დააკავეს

22:27 02-13-2026
“ბიძინას პრობლემური ვალების ამოღების კამპანია ახალ სტადიაზე გადავიდა” – ნიკა სიმონიშვილი
ახალი ამბები

რატომ დააყადაღეს ანგარიშები და როგორ უნდა შეაჩეროთ აღსრულება?

16:27 02-05-2026

ბიზნესი

უნიფორმის ქიმწმენდა, სამედიცინო ხალათი და სასტუმროს ტექსტილის ქიმწმენდა – რატომ არის „მილანა“ საუკეთესო არჩევანი?
ახალი ამბები

უნიფორმის ქიმწმენდა, სამედიცინო ხალათი და სასტუმროს ტექსტილის ქიმწმენდა – რატომ არის „მილანა“ საუკეთესო არჩევანი?

20:05 03-16-2026
სინათლის ადამიანი – “ჩვენ ყოველთვის ვიცით ვისთვის ვმუშაობთ” 
ახალი ამბები

სინათლის ადამიანი – “ჩვენ ყოველთვის ვიცით ვისთვის ვმუშაობთ” 

16:30 03-16-2026
სილქნეტის აქცია ახალ აბონენტებს – სახლის ინტერნეტი და ტელევიზია სპეციალურ ფასად!
ახალი ამბები

სილქნეტის აქცია ახალ აბონენტებს – სახლის ინტერნეტი და ტელევიზია სპეციალურ ფასად!

16:55 03-13-2026
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა

15:01 03-13-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved