• რეკლამა
  • კონტაქტი
17:26, პარასკევი, 7 ნოემბერი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

ირაკლი ღარიბაშვილი – მანამ, ვიდრე ამ მიწაზე იცხოვრებს ქართველი კაცი, ჩვენ ოკუპაციას არ შევეგუებით და საქართველო აუცილებლად გამთლიანდება, ეს არის ჩვენი მიზანი, ოცნება და ყოველდღიური საზრუნავი

ალია ავტორი - ალია
00:29 08-26-2021
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
30

პოლიტიკური კამპანიის პროცესში, ბუნებრივია, ჩვენ ვმსჯელობთ, ვიხსენებთ წარსულს, ვსაუბრობთ აწმყოსა და მომავალზე, არ შემიძლია, არ გავიხსენო ჩვენი ბნელი წარსული, რომელიც 2012 წლის 1-ელ ოქტომბერს ჩვენ ყველამ ერთად დავასრულეთ, –  ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ზუგდიდში „ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატის, მამუკა წოწერიას წარდგენისას განაცხადა.

მთავრობის მეთაურის შეფასებით, სამეგრელოში ძალიან ბევრი უსამართლობა მოხდა.

„ჩვენმა ძვირფასმა მეგრელებმა ძალიან ბევრ უსამართლობას და ჩაგვრას გაუძლეს, 90-იანი წლებიდან მოყოლებული, 2012 წლის 1-ელ ოქტომბრამდე. არაერთი უსამართლობა, ადამიანების ტერორი, ჩაგვრა, ეს ჩვენი ყოველდღიური ცხოვრების ნაწილი იყო, რომელზეც ზუგდიდელებმა და მეგრელებმა ღირსეულად, მტკიცედ თქვეს უარი. ჩვენმა ხალხმა არაერთ განსაცდელს გაუძლო. მე დღეს პარლამენტის თავმჯდომარესა და მთავრობის წევრებთან ერთად, ვიმყოფებოდი ენგურის ხიდზე, სადაც კიდევ ერთხელ ვნახეთ ჩვენი ტკივილი, ჩვენი მოუშუშებელი იარა. ეს არის სწორედ იმ პოლიტიკოსების „დამსახურება“, რომლებმაც თავის დროზე ვერ აიღეს პასუხისმგებლობა საკუთარი მოქალაქეებისა და საკუთარი ქვეყნის წინაშე. რა თქმა უნდა, ოკუპანტების წახალისებით, დღეს აფხაზეთი დროებით ოკუპირებულია. მანამ, ვიდრე ამ მიწაზე იცხოვრებს ქართველი კაცი, ჩვენ ოკუპაციას არ შევეგუებით და საქართველო აუცილებლად გამთლიანდება. ეს არის ჩვენი მიზანი, ოცნება და ყოველდღიური საზრუნავი. მეორეს მხრივ, ჩვენ ძალიან კარგად გვახსოვს, როგორი ღალატი ჩაიდინეს პოლიტიკოსებმა, რომლებსაც თავის დროზე ჩვენმა მოქალაქეებმა, ჩვენ ყველამ ერთად გამოვუცხადეთ ნდობა და მივანიჭეთ ჩვენი ქვეყნის მართვის მანდატი – ჩააბარეს ოკუპანტებს, მიატოვეს ჩვენი გმირი ჯარისკაცები და თავად ლაჩრულად გამოიქცნენ ომის ველიდან. შედეგად ჩვენ მივიღეთ დროებითი ოკუპაცია აფხაზეთთან ერთად ცხინვალის რეგიონის. 100-ზე მეტი ახალი სოფელი მოექცა ოკუპაციის ზონაში. დღეს ვიმყოფებოდით მესტიაში და კიდევ ერთხელ გავიხსენეთ ის მუხანათური, მოღალატეობრივი ნაბიჯები, რამაც გამოიწვია ასევე კოდორის ხეობის დროებით ოკუპაცია. ამ ყველაფერს იმიტომ ვლაპარაკობ, რომ ამ მძიმე მემკვიდრეობის შემქმნელებს კვლავაც აქვთ სურვილი, არათუ პოლიტიკაში დარჩენის, არამედ ხელისუფლებაში დაბრუნების. რა თქმა უნდა, მათ ძალიან კარგად იციან, რომ არჩევნების გზით ეს აბსოლუტურად გამორიცხულია, ვინაიდან ბოლო 7 არჩევნებში ჩვენმა ბრძენმა მოსახლეობამ, ხალხმა მტკიცედ უთხრა უარი „ნაციონალურ მოძრაობას“. რა თქმა უნდა, ყოვლად მიუღებელი და დაუშვებელია, რომ ასეთი მოძალადეები ჯერ კიდევ აცხადებენ პრეტენზიას ხელისუფლებაში დაბრუნებაზე.  ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ ასეთი მოძალადეები არათუ აღარასოდეს დაბრუნდნენ ხელისუფლებაში, არ უნდა დარჩნენ პოლიტიკაში. ეს უნდა იყოს ჩვენი ყოველდღიური საზრუნავი“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

თეგები: ირაკლი ღარიბაშვილი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

ახალი ამბები

ამ სქემით, გამოდის, რომ ილია ჯალაღონიამ საკუთარ სს საქმეს ბეჭედი უნდა დაუსვას და ციხეში საკუთარი ფეხით წავიდეს – რას წერდა „ალია“ 10 წლის წინ?

15:37 10-30-2025
მეტროში “მოულოდნელი გარდაცვალების” სკანდალური დეტალები
ახალი ამბები

მეტროში “მოულოდნელი გარდაცვალების” სკანდალური დეტალები

21:28 10-16-2025
კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?

16:29 10-02-2025
„ივანიშვილი ღარიბაშვილს კი არ იშორებს, არამედ, პირიქით, უფრო ახლოს იყენებს“ – არჩილ გამზარდია
ახალი ამბები

რას უნდა ახადოს ფარდა ღარიბაშვილმა? – რას უყვება „ალიას“ კოტე ბაბუნაშვილი?

16:08 09-23-2025

ბიზნესი

თიბისის მხარდაჭერით, სანდო ბანკინგის შესახებ რეგიონული კონფერენცია ჩატარდა
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით, სანდო ბანკინგის შესახებ რეგიონული კონფერენცია ჩატარდა

15:58 11-07-2025
10 რჩევა – როგორ მოვაწყოთ პატარა ბინა ისე, რომ ვიზუალურად დიდი გამოჩნდეს
ახალი ამბები

10 რჩევა – როგორ მოვაწყოთ პატარა ბინა ისე, რომ ვიზუალურად დიდი გამოჩნდეს

15:31 11-07-2025
„არის ერთი ნიუანსი“ ნიკო ნერგაძის და თიბისის ერთობლივი YouTube პოდკასტი დაიწყო
ახალი ამბები

„არის ერთი ნიუანსი“ ნიკო ნერგაძის და თიბისის ერთობლივი YouTube პოდკასტი დაიწყო

15:12 11-07-2025
გაიმარტივე სტუდენტური ყოველდღიურობა ახალი თიბისი ბარათით
ახალი ამბები

გაიმარტივე სტუდენტური ყოველდღიურობა ახალი თიბისი ბარათით

16:49 11-06-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved