• რეკლამა
  • კონტაქტი
05:40, ოთხშაბათი, 2 ივლისი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

ირაკლი ღარიბაშვილი ხაზარაძეზე: როგორ შეიძლება დღეს საუბრობდეს ანაკლიის პორტზე ადამიანი, რომელმაც ეს პროექტი ჩააგდო, დაღუპა ინვესტორები და სრული ფიასკო განიცადა მისმა პროექტმა

ალია ავტორი - ალია
15:52 06-02-2024
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
133

ანაკლიის პორტის პროექტზე პირადად მე მქონდა საუბარი ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორებთანაც 3 წლის წინ და ჩემი მხრიდან ერთგვარი თხოვნაც იყო, რომ მათი მხრიდან ყოფილიყო მოწოდება, რომ მეტი აქტიურობა გამოეჩინათ ამერიკულ, დასავლურ კომპანიებს და დაინტერესებულიყვნენ ამ პორტის მშენებლობით, – ამის შესახებ ჟურნალისტებს „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი ღარიბაშვილმა განუცხადა. მისი თქმით, არ გამოჩნდა არცერთი დასავლური კომპანია, რომელიც ამ პორტის მშენებლობის საკითხში ჩაერთვებოდა.

ღარიბაშვილის თქმით, შუა დერეფნის განვითარების ჭრილში გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს ჩინეთის მონაწილეობას და ყველას უნდა უხაროდეს, რომ კონკურსში ჩინურმა კომპანიამ გაიმარჯვა.

„გამარჯვებულია ჩინური დიდი კომპანია. ჩვენი გადაწყვეტილებით 51% არის სახელმწიფოს კუთვნილება და მხოლოდ 49% იქნება გამარჯვებული პარტნიორის. ვისაც ესმის ტვირთების საკითხი და საერთოდ წარმოდგენა აქვს შუა დერეფნის განვითარების მნიშვნელობაზე, კითხვა არ უნდა არსებობდეს და ყველას უნდა უხაროდეს, რომ ჩინეთის ინტერესი დაფიქსირდა ამ სტრატეგიულ პორტზე. ჩვენ კარად ვიცით, რომ ამ დერეფნის განვითარების ჭრილში გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს ჩინეთის მონაწილეობას. ჩვენი არაერთი მოწოდებისა, თხოვნისა ჩვენი უცხოელი პარტნიორების მიმართ, სამწუხაროდ არ გამოჩნდა არცერთი დასავლური კომპანია, რომელიც ამ პორტში ჩაერთვებოდა. დღეს როგორ შეიძლება საუბრობდეს ანაკლიის პორტის პროექტზე ადამიანი, რომელმაც ეს პროექტი ჩააგდო, ვგულისხმობ მამუკა ხაზარაძეს. ხალხს შევახსენებ, ხაზარაძემ ეს პროექტი ჩააგდო, 5-6 წელი ელოდა სახელმწიფო და ვერ მოიტანა ვერც დაფინანსება. როგორც ვიცი, თავად 3 მილიონი აქვს დახარჯული და სხვებს ჩაადებინა თუ არ ვცდები 20 მლნ დოლარი, დაღუპა ინვესტორები და სრული ფიასკო განიცადა მისმა პროექტმა. ამის შემდეგ ეს კაცი ქვეყანას მილიარდ ხუთას მილიონ დოლარს ედავება. კაცი, რომელიც ჯერ ჩვენს მოსახლეობას ძარცვავდა, ათასობით ადამიანს ბინა წაართვა და ბიზნესის რეკეტში იყო ჩართული სააკაშვილის მმართველობის დროს, დღეს მილიარდ ხუთას მილიონ დოლარს ედავება ჩვენს სახელმწიფოს“, – განაცხადა „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ.

კითხვაზე – ჩინეთთან ურთიერთობა დასავლეთთან არ გვაშორებს? – ღარიბაშვილი ასე პასუხობს:

„ჩინეთთან ეკონომიკური ვაჭრობა აქვს ამერიკას, ევროპას. ჩვენ ვხედავთ ბევრი ევროპის წამყვანი ლიდერების ვიზიტებს ჩინეთში და პირიქით. ამიტომ ეს ნორმალურია. ნუ იქნებით დაკომპლექსებულები, დაღდასმული აზროვნებით. ყველა სიტუაცია ჩვენის ქვეყნისთვის უნდა გამოვიყენოთ. თუ რაიმე კონტრაქტი თუ თანამშრომლობა იქნება ჩინეთთან, ამერიკასთან ევროპასთან თუ სამხრეთთან და თუ ეს ურთიერთობა მოიტანს სარგებელს, ყველაფერი მისასალმებელია“, – აცხადებს ირაკლი ღარიბაშვილი.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

პირადი: რამდენი წლის უნდა იყოს საქართველოს პრეზიდენტი? – წერილი „ალიას“
ახალი ამბები

„ღამის კეთილშობილი განგსტერი“ – დასასრული

21:09 07-01-2025
ახალი ამბები

„ძალიან ეფექტური თამაში ითამაშა ტრამპმა – საუკეთესო პარტნიორები მტრებად და კონკურენტებად აქცია“ – რა უყვება „ალიას“ კოტე კემულარია?

17:02 07-01-2025
„ეს ჩანაწერები ივანიშვილთან მიაქვთ და უყურებს და ბედნიერია“ – გიორგი გახარია
ახალი ამბები

,,ბიძინა თვლის, რომ სწორედ გახარიამ დააკარგვინა 25 მილიარდი და ამას არ აპატიებს…” – კონრად ბაბუნაშვილი

22:50 06-25-2025
„გაპი@დეთ“ – 11 მითი 20 ივნისის სისხლიან ღამეზე და „ალიას“ შეგროვებული რეალური ფაქტები!
ახალი ამბები

„გაპი@დეთ“ – 11 მითი 20 ივნისის სისხლიან ღამეზე და „ალიას“ შეგროვებული რეალური ფაქტები!

17:24 06-20-2025

ბიზნესი

27 ოქტომბრის 00:00 საათიდან, თავისუფლების მოედანზე ტრანსპორტის მოძრაობა დროებით შეიზღუდება
ახალი ამბები

თბილისის მერიამ საქართველოსა და ქვეყნის გარეთ კლინიკებში ოპერაციებისა და კვლევების ჩატარების 100 000-ზე მეტი შემთხვევა დააფინანსა

18:13 07-01-2025
გაანაღდე ფულადი გზავნილი თიბისის ინტერნეტ ან მობაილბანკში და მიიღე შანსი, რომ დასაჩუქრდე
ახალი ამბები

გაანაღდე ფულადი გზავნილი თიბისის ინტერნეტ ან მობაილბანკში და მიიღე შანსი, რომ დასაჩუქრდე

16:32 07-01-2025
თიბისი კაპიტალმა ყოველთვიური მაკროეკონომიკური მიმოხილვა გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა ყოველთვიური მაკროეკონომიკური მიმოხილვა გამოაქვეყნა

14:08 07-01-2025
თიბისის მხარდაჭერით ახალი თაობის ფეხბურთელები გიორგი მამარდაშვილს შეხვდნენ
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით ახალი თაობის ფეხბურთელები გიორგი მამარდაშვილს შეხვდნენ

13:34 07-01-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved