• რეკლამა
  • კონტაქტი
22:50, ოთხშაბათი, 14 იანვარი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

ირაკლი ღარიბაშვილი გახარიაზე – კი ვიცით რაღაც-რაღაცეები, მაგრამ ძალიან გვაინტერესებს, ასეთი რა ვალი აქვს სააკაშვილის და რა კომპრომატებით მართავს

ალია ავტორი - ალია
01:46 09-29-2021
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
27

უზარმაზარი ფასი გადაიხადა „ქართულმა ოცნებამ“ გიორგი გახარიას მინისტრობის დროს, პრემიერ-მინისტრობის დროს და ბოლოს, როგორც დაასრულა, კი ნახეთ, კრიზისის დროს პირდაპირ ლახვარი ჩაარტყა მთელს გუნდს და მის ამ ქმედებას, პარტიის დამფუძნებელმა უწოდა ღალატი, იმიტომ, რომ ამას სხვა რა უნდა უწოდო, თუ არა ღალატი, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა.

ჟურნალისტის მიერ დასმულ კითხვაზე, რატომ გაიყოლა „ქართული ოცნების“ ამომრჩევლის ნაწილი გიორგი გახარიამ, მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ ბოლო კვლევებით, საუბარია „ქართული ოცნების“ ამომრჩევლების მხოლოდ 2-3%-ზე.

„ყველაფერს თავი დავანებოთ, რეიტინგებს, არჩევნებს. მერამდენედ შეიძლება გავაკეთო შეფასება, რომ მეცოდება, მაგრამ კაცი, რომელიც იყო ჯერ არავინ, მოიყვანეს რეკომენდაციით, ხუხაშვილის რეკომენდაციით მოვიდა გუნდში, ნაბრძოლ და გამარჯვებულ მოედანზე, დაასაქმეს, შემდეგ ხელი შეუწყვეს, დააწინაურეს, გაზარდეს, ჩამოაყალიბეს, კაცად აქციეს, ყველაზე მაღალი თანამდებობები მისცეს მას დაუმსახურებლად, რა თქმა უნდა, აჩუქეს, არგუნეს უბრალოდ. გუნდს ასე უნდოდა, ლიდერების გაზრდა ხომ ჩვენი ამოცანაა და ზოგადად, ჩვეულებრივი წესია, გვინდა, რომ ბევრი ლიდერი იყოს გუნდში. ერთ-ერთ გამოკვეთილ ლიდერად ჩამოყალიბდა და ხელი შეუწყვეს აბსოლუტურად ყველანაირად. უზარმაზარი ფასი გადაიხადა „ქართულმა ოცნებამ“ გიორგი გახარიას მინისტრობის დროს, პრემიერ-მინისტრობის დროს და ბოლოს, როგორც დაასრულა, კი ნახეთ, კრიზისის დროს პირდაპირ ლახვარი ჩაარტყა მთელს გუნდს და მის ამ ქმედებას, პარტიის დამფუძნებელმა უწოდა ღალატი, იმიტომ, რომ ამას სხვა რა უნდა უწოდო, თუ არა ღალატი. ნებისმიერი ქართველი კაცისთვის შეუფერებელი ქმედება ჩაიდინა გიორგი გახარიამ, იმიტომ, რომ ასეთი ღალატის შემდეგ, ჯერ საერთოდ როგორ უნდა ენდოს ამ ადამიანს, იგივეა, რომ სააკაშვილს ვიღაც ენდოს, აბსოლუტურად იგივე. კი ვიცით რაღაც-რაღაცეები, მაგრამ ძალიან გვაინტერესებს, ასეთი რა ვალი აქვს სააკაშვილის და რა კომპრომატებით მართავს სააკაშვილი. როგორ შეიძლება პრემიერ-მინისტრი კაცი იყოს და გახდეს სააკაშვილის მარიონეტი“ , – აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.

თეგები: ირაკლი ღარიბაშვილი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

იოსელიანი მიიჩნევს, რომ შსს–მ კანონი არასწორად გაიგო
ახალი ამბები

იოსელიანი მიიჩნევს, რომ შსს–მ კანონი არასწორად გაიგო

20:43 12-17-2025
“ევროპაში პირველ ადგილზე ვართ ავარიებით”; “შემოსავლისთვის სჭირდებათ” – გაზრდილი ჯარიმები და ამნისტია
ახალი ამბები

“ევროპაში პირველ ადგილზე ვართ ავარიებით”; “შემოსავლისთვის სჭირდებათ” – გაზრდილი ჯარიმები და ამნისტია

17:13 12-16-2025
“72-დან 75 წლამდე გაიზარდა სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა, 155,000-ით გაიზარდა პენსიონერთა რაოდენობა, 3-ჯერ გავზარდეთ პენსიები” – პრემიერი
ახალი ამბები

“ერთი განკარგულებაც და გავდივართ?” – რატომ აღარ ქვეყნდება “ოცნების” მთავრობის განკარგულებები?

21:07 12-11-2025
“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა
ახალი ამბები

“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა

19:38 12-05-2025

ბიზნესი

კრიპტოს გამოყენება ყოველდღიურ ცხოვრებაში: გადახდები, გადარიცხვები და ციფრული აქტივები
ახალი ამბები

კრიპტოს გამოყენება ყოველდღიურ ცხოვრებაში: გადახდები, გადარიცხვები და ციფრული აქტივები

14:32 01-14-2026
ახალი პორტალი საზღვაო კურორტების უძრავი ქონების ძებნისთვის
ახალი ამბები

ახალი პორტალი საზღვაო კურორტების უძრავი ქონების ძებნისთვის

13:49 01-14-2026
შეძლებ საახალწლო მიზნების შესრულებას? – „არის ერთი ნიუანსის“ ახალი ეპიზოდი – თიბისი
ახალი ამბები

შეძლებ საახალწლო მიზნების შესრულებას? – „არის ერთი ნიუანსის“ ახალი ეპიზოდი – თიბისი

14:33 01-09-2026
რა უნდა ვიცოდეთ მანამ, სანამ მინივენს ვიქირავებთ? – 8 წესი
ახალი ამბები

რა უნდა ვიცოდეთ მანამ, სანამ მინივენს ვიქირავებთ? – 8 წესი

13:44 01-09-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved