• რეკლამა
  • კონტაქტი
21:46, სამშაბათი, 15 სექტემბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

ირაკლი ღარიბაშვილი – ჩვენი ქვეყანა გამოირჩევა უნიკალურობით, ვართ მრავალეთნიკური, მრავალკონფესიური, ტოლერანტული ქვეყანა და ჩვენ ყველას ერთად გვაქვს მთავარი იდეა და მიზანი – გვქონდეს ძლიერი სახელმწიფო, ჩვენი ოჯახები, სწორედ ოჯახზე დგას ჩვენი ქვეყნის ძლიერება

ალია ავტორი - ალია
15:17 09-12-2021
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
25

ჩვენი ხელისუფლებაში მოსვლიდან 9 წელი გადის და ამ პერიოდის განმავლობაში ძალიან ბევრი პროექტი განვახორციელეთ მთელს ქვეყანაში, ამ რეგიონში, ახალქალაქში, იქნება ეს გზები, წყალმომარაგებისა და გაზიფიცირების პროექტები, სკოლებისა და ბაღების მშენებლობა-რეაბილიტაცია-აღდგენა, საავადმყოფოებისა და ამბულატორიების მშენებლობა და აღჭურვა, სოფლის მეურნეობის პროგრამები, პროგრამა „აწარმოე საქართველოში“, „დანერგე მომავალი“ და ა.შ. – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა „ქართული ოცნების“ ახალქალაქის მერობის კანდიდატის, მელქონ მაკარიანის წარდგენისას განაცხადა.

მთავრობის მეთაურის თქმით, აღსანიშნავია ადგილობრივი წარმოების მიმართულებით გადადგმული ნაბიჯები, რომელმაც ბევრი სამუშაო ადგილი შექმნა მთელი ქვეყნის მასშტაბით.

„ჩვენ ვაპირებთ, კიდევ უფრო მეტი გავაკეთოთ თქვენთვის, ხალხისთვის. ვიცი, რომ ჯერ კიდევ დიდი გამოწვევაა ჩვენს ქვეყანაში უმუშევრობა და სიღარიბე და ამ მიზნით ჩვენ კიდევ უფრო მეტ პროექტს განვახორციელებთ. 2,5 მილიარდი ჩაიდება ადგილობრივი წარმოების მიმართულებით, სოფლის მეურნეობაში 7 მილიარდი ლარის ინვესტიციას ვგეგმავთ მომდევნო წლების განმავლობაში. ვიცი, როგორი მშრომელი ხალხი ცხოვრობს ახალქალაქში, ერთგული, პატრიოტი ხალხი, რომლებიც საკუთარი შრომით ქმნიან დოვლათს, აძლიერებენ საკუთარ ოჯახებს და აძლიერებენ ჩვენს სამშობლოს. ჩვენი ქვეყანა გამოირჩევა სწორედ ჩვენი უნიკალურობით, ვართ მრავალეთნიკური, მრავალკონფესიური, ტოლერანტული ქვეყანა და ჩვენ ყველას ერთად გვაქვს მთავარი იდეა და მიზანი – გვქონდეს ძლიერი სახელმწიფო, ფეხზე დადგეს ჩვენი სოფელი, ჩვენი რეგიონი, ჩვენი ოჯახები. ჩვენ ვართ ტრადიციული ხალხი, ტრადიციული საზოგადოება და ვიცით, რაზე დგას ჩვენი ქვეყანა. მთავარი ღირებულება ეს არის ოჯახი, ოჯახზე დგას სწორედ ჩვენი ქვეყნის ძლიერება. ვიცი, რომ ყველანი, აქ მცხოვრები ხალხი, ეთნიკური სომხები, ქართველები, ყველანი ერთად ვაძლიერებთ ჩვენს ოჯახებს და ჩვენს დიდ ოჯახს – საქართველოს. ჩვენ ყველამ ერთად ძალიან ბევრი განსაცდელი გამოვიარეთ, იყო შეცდომებიც, ტკივილიც, განსაცდელიც, ომებიც და უამრავი სხვა ტრაგედია გამოიარა ჩვენმა ხალხმა და ქვეყანამ, მაგრამ ჩვენ გმირულად გავუძელით, გამოვიარეთ ეს პერიოდი და ახლა უნდა გადავიდეთ სწრაფი განვითარების ეტაპზე. საჭიროა მეტი განვითარება ქალაქებში, სოფლებში, რეგიონებში, ყველგან, ყველა მიმართულებით, რომ ოჯახები გავაძლიეროთ, ჩვენი ქვეყანა გავაძლიეროთ, რომ მეტი სამუშაო ადგილი შეიქმნას“, – განაცხადა პრემიერმა.

ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, ძალიან მასშტაბური პროექტები იგეგმება ინფრასტრუქტურის მიმართულებით, რომ ყველა გზა იყოს მოწესრიგებული.

„ვიცი, რომ მუნიციპალიტეტში სოფლებიდან მომავალი თითქმის ყველა გზა, შეიძლება ითქვას, რომ მოწესრიგებულია. ჩვენ ჯამში 10 ათასი კილომეტრი გზის რეაბილიტაცია შევძელით ამ მოკლე პერიოდში და ეს პროცესი გრძელდება. დავაფინანსეთ უამრავი საწარმო, ახლების შექმნა თუ არსებულების გადაიარაღება“, – აღნიშნა პრემიერმა.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026

ბიზნესი

საქართველომ GMAP ბაზრის განვითარების ფორუმს უმასპინძლა
ახალი ამბები

საქართველომ GMAP ბაზრის განვითარების ფორუმს უმასპინძლა

20:01 09-15-2026
თიბისის მხარდაჭერით, თბილისში, GMAP ბაზრის განვითარების ფორუმი გაიმართა
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით, თბილისში, GMAP ბაზრის განვითარების ფორუმი გაიმართა

16:07 09-15-2026
“ფინანსური განათლების ეროვნული ჯილდოს” 2026 წლის გამარჯვებული გამოვლინდა, პროექტის მთავარი მხარდამჭერია ბაზისბანკი
ახალი ამბები

“ფინანსური განათლების ეროვნული ჯილდოს” 2026 წლის გამარჯვებული გამოვლინდა, პროექტის მთავარი მხარდამჭერია ბაზისბანკი

15:38 09-15-2026
თიბისი და AD BLACK SEA – 10 წელი ახალი იდეებისა და შემოქმედებითი ინდუსტრიის მხარდასაჭერად
ახალი ამბები

თიბისი და AD BLACK SEA – 10 წელი ახალი იდეებისა და შემოქმედებითი ინდუსტრიის მხარდასაჭერად

14:06 09-15-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved