• რეკლამა
  • კონტაქტი
03:37, ხუთშაბათი, 15 იანვარი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

ირაკლი ღარიბაშვილი – ჩვენი მთავარი გამოწვევა არის სიღარიბე და უმუშევრობა და სწორედ ამ მთავარი პრობლემის დაძლევაზე არის მორგებული ყველა ის პროგრამა და გეგმა, რომელიც შევიმუშავეთ

ალია ავტორი - ალია
18:24 09-14-2021
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
29

მშვიდობა და სტაბილურობა არის მთავარი მონაპოვარი და თავისუფლება ზოგადად ჩვენი მოქალაქეების,  რაც პირველმა ოქტომბერმა მოიტანა და განვითარება ყველა მიმართულებით, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა „ქართული ოცნების“ ქარელის მერობის კანდიდატის, ზაზა გულიაშვილის წარდგენისას განაცხადა.

მთავრობის მეთაურის შეფასებით, მნიშვნელოვანი პროგრესია მიღწეული არაერთი მიმართულებით, მათ შორისაა ინფრასტრუქტურა, გზების, ხიდების მშენებლობა, წყალგაყვანილობის პროექტები, ირიგაციის, სამელიორაციო სისტემების აღდგენის პროექტები, სოფლის მეურნეობის პროგრამები და პროექტები, რომელიც წარმატებულად მუშაობს.

„ძალიან ბევრმა ადამიანმა ისარგებლა სახელმწიფო პროგრამებით, ათასობით ჰექტრობით მიწები გაშენდა, გავაშენეთ მრავალწლოვანი კულტურები, ხეხილი, ბაღები და  უამრავი საწარმო  და მათ შორის გადამამუშავებელი საწარმოები დაფინანსდა მთელი ქვეყნის მასშტაბით და ქარელი ამ მხრივ გამორჩეულია. 2 მილიარდზე მეტია დახარჯული ბოლო წლების განმავლობაში სოფლის მეურნეობის მიმართულებით. რაც შეეხება ზოგადად ადგილობრივი წარმოების მიმართულებას,  პროგრამით, როგორიც არის “აწარმოე საქართველოში”, ასობით პროექტი  დაფინანსდა  და კიდევ უფრო მეტს დავაფინანსებთ. ახლა ჩვენ ვიწყებთ მასშტაბურ პროექტებს. ჩვენი მთავარი გამოწვევა არის სიღარიბე და უმუშევრობა  და სწორედ ამ მთავარი მიზნის, მთავარი პრობლემის დაძლევაზე არის მორგებული ყველა ის პროგრამა და გეგმა, რომელიც ჩვენ შევიმუშავეთ. 2 მილიარდ 500 მილიონი ლარის ინვესტიციას ვგეგმავთ მთავრობა და ბიზნესი  იმისთვის, რომ ადგილობრივი წარმოება განვავითაროთ. ადგილობრივი წარმოების და სოფლის მეურნეობის განვითარება არის გამოსავალი ამ სიტუაციაში“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

პრემიერის თქმით, შესწავლილია თითოეული რეგიონის და მუნიციპალიტეტის პოტენციალი და რესურსი და პროგრამები რეგიონების მიხედვით თანაბრად გადანაწილდება.

„მინიმუმ 100 ათასი ახალი სამუშაო ადგილი შეიქმნება ამ მასშტაბური პროგრამის დაფინანსების შედეგად. 1 300-მდე ახალი საწარმოს დაფინანსებას ვგეგმავთ. გვაქვს განსაზღვრული, იდენტიფიცირებული 350-მდე მიმართულება, რომელიც უნდა დაფინანსდეს. ჩვენ ეტაპობრივად უნდა ჩავანაცვლოთ იმპორტირებული საქონელი და დავიწყოთ ყველაფრის წარმოება ადგილზე. ეს რა თქმა უნდა, ჩვენს ხალხს დაეხმარება, მეტ სამუშაო ადგილს შექმნის და ოჯახები მოძლიერდება. სოფლის მეურნეობის მიმართულებით, ბატონ ლევან დავითაშვილს აქვს ძალიან კარგად ჩამოყალიბებული ხედვა. ჩვენ შევიმუშავეთ გრძელვადიანი განვითარების ხედვა. მომდევნო წლების განმავლობაში, 7 მილიარდი ლარი დაიხარჯება მხოლოდ სოფლის მეურნეობის მიმართულებით, იმისთვის რომ, ფეხზე დავაყენოთ სოფელი, რომ არც ერთი გოჯი მიწა არ დარჩეს დაუმუშავებელი, რომ ჩვენს გლეხებს, ფერმერებს , მშრომელ ხალხს ვასწავლოთ მიწის დამუშავება უფრო უკეთესად, ახალი ტექნოლოგიებით, ახალი კულტურების გაშენებაში დავეხმაროთ. ამისთვის გვაქვს სპეციალური პროგრამები, როგორიც არის „დანერგე მომავალი“, რომლითაც, პრაქტიკულად, უფასოდ შეუძლიათ მათ გააშენონ ახალი ბაღები, ხეხილის ბაღები, გრძელვადიანი, მრავალწლოვანი კულტურები და ა.შ. ეს ყველაფერი, რა თქმა უნდა, საჭიროებს მშვიდობას და სტაბილურობას. ქვეყანა ვერ გაუძლებს ამდენ რყევებს. ჩვენ გვჭირდება მშვიდობა და, რა თქმა უნდა, განვითარების ხედვა, რომელზეც ახლა ვსაუბრობთ“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

თეგები: ირაკლი ღარიბაშვილი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

იოსელიანი მიიჩნევს, რომ შსს–მ კანონი არასწორად გაიგო
ახალი ამბები

იოსელიანი მიიჩნევს, რომ შსს–მ კანონი არასწორად გაიგო

20:43 12-17-2025
“ევროპაში პირველ ადგილზე ვართ ავარიებით”; “შემოსავლისთვის სჭირდებათ” – გაზრდილი ჯარიმები და ამნისტია
ახალი ამბები

“ევროპაში პირველ ადგილზე ვართ ავარიებით”; “შემოსავლისთვის სჭირდებათ” – გაზრდილი ჯარიმები და ამნისტია

17:13 12-16-2025
“72-დან 75 წლამდე გაიზარდა სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა, 155,000-ით გაიზარდა პენსიონერთა რაოდენობა, 3-ჯერ გავზარდეთ პენსიები” – პრემიერი
ახალი ამბები

“ერთი განკარგულებაც და გავდივართ?” – რატომ აღარ ქვეყნდება “ოცნების” მთავრობის განკარგულებები?

21:07 12-11-2025
“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა
ახალი ამბები

“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა

19:38 12-05-2025

ბიზნესი

კრიპტოს გამოყენება ყოველდღიურ ცხოვრებაში: გადახდები, გადარიცხვები და ციფრული აქტივები
ახალი ამბები

კრიპტოს გამოყენება ყოველდღიურ ცხოვრებაში: გადახდები, გადარიცხვები და ციფრული აქტივები

14:32 01-14-2026
ახალი პორტალი საზღვაო კურორტების უძრავი ქონების ძებნისთვის
ახალი ამბები

ახალი პორტალი საზღვაო კურორტების უძრავი ქონების ძებნისთვის

13:49 01-14-2026
შეძლებ საახალწლო მიზნების შესრულებას? – „არის ერთი ნიუანსის“ ახალი ეპიზოდი – თიბისი
ახალი ამბები

შეძლებ საახალწლო მიზნების შესრულებას? – „არის ერთი ნიუანსის“ ახალი ეპიზოდი – თიბისი

14:33 01-09-2026
რა უნდა ვიცოდეთ მანამ, სანამ მინივენს ვიქირავებთ? – 8 წესი
ახალი ამბები

რა უნდა ვიცოდეთ მანამ, სანამ მინივენს ვიქირავებთ? – 8 წესი

13:44 01-09-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved