• რეკლამა
  • კონტაქტი
02:15, შაბათი, 3 ოქტომბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

„იქონიეთ ადამიანობა, ნუ კლავთ ხალხს შიმშილში და დეპრესიაში….“.

ალია ავტორი - ალია
14:01 01-23-2021
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
54

მსახიობი იუნა შაფათავა, რომელიც ამჟამად ამერიკაში ცხოვრობს, სოციალურ ქსელში წერს:

„მაშამ დამირეკა დღეს, 8 წლის დისშვილმა და მისი პირველი კითხვა იყო: შენთან ტრანსპორტი დადის? ვერ მივხვდი, რა ხდება მეთქი? – ჩვენთან ტრანსპორტი არ დადის და კომენდანტის საათი გვაქვსო. ბავშვი, რომელსაც დედა მანქანით ატარებს. და ვისაც მანქანა არ ყავს?

ნიუ-იორკის მეტრო მთელი 2020 წლის განმავლობაში წაგებაზე მუშაობდა; ყველაზე სერიოზული კრიზისის დროსაც კი; ღამის 1-დან 5-მდე არ მუშაობს, უსაფრთხოების გამო; მაგრამ ტრანსპორტის გაჩერება? სრულ ჭკუაზე ხართ? და ეს კომენტანტის საათი რა უბედურებაა? რა პარიზს ბაძავთ? აქ მთელი ომი გადავიტანეთ და კომენდანტის საათი ძალიან ცოტა ხანს გვქონდა, ვერც ვიგრძენით? ან ეს ნიღბებზე კატასტროფული ჯარიმები რაა? რა იყო, დახმარებას უხდით ხალხს, რომ ცხოვრება აუკრძალეთ?

რად გინდა ასეთი სიცოცხლე, თუ ფული არ გაქვს; ვერ მუშაობ; ვერ გადიხარ გარეთ და ვერ სუნთქავ?

მე გარეთ ვარჯიში ერთი დღე არ შემიწყვეტია!

ვის აქვს უფლება, მოგისაჯოს თავისუფლების აღკვეთა ვირუსის გამო?

იტალიამ ნაკლები კუბოები გაიტანა კარანტინში თუ ეშველა რამეს? ეს ვირუსი ერთი გეგმის ნაწილია; და ადამიანების თვითშეგნებაზეა გათვლილი.

თუ გგონიათ მე არ მენატრება ფეხსაცმელი, ივენთი, გაპრანჭვა? გიჟივით სახლში დაზმანული დავდივარ და თან მეზარება…არც სამსახურია… უმუშევრობის კომპენსაციაზე ვარსებობ და ხმას არ ვიღებ, მადლობელი ვარ; არც კანონს ვარღვევ და ვითმენ; მაგრამ რა დააშავა ქართველმა ხალხმა, გადასახადებს მოუმატეთ, ტრანსპორტი გააჩერეთ; სუნთქვა აკრძალეთ; გარეთ გასვლა აკრძალეთ… რა მნიშვნელობაა, კორონათი მოკვდება ადამიანი თუ შიმშილით და სრული დეპრესიით? თუ დეპრესია ცარიელი სიტყვა გგონიათ? ასეთი ნევროზი, თბილისიდან რომ მოდის ჩემ ინბოქსში, არ მახსოვს. 20 ლარი არ აქვს ხალხს და ვერ ვხვდები, რატომ ამძიმებთ უარესად სურათს?

ტრანსპორტი რა შუაშია? ან კომენტანტის საათი? შეუგნებელი როა ხალხი, ქორწილ დოლ ფანდურებით – ვიცი, მაგრამ ვინც ნორმალურია, იმათ, რა დააშავეს?

მეც ერთი წელი ხდება, გაუსვლელად ვზივარ ნიუ-იორკში- რომ გავძვრე, სხვა შტატში, მერე კარანტინი მომიწევს და შემოწმება და არც სამსახურში გამიშვებენ, თუ რამე გამოჩნდა, მაგრამ ვითმენ, რადგან მინახავს მთავრობა და მეც შეგნებას ვიჩენ.

უბრალოდ ვწუხვარ, სახლში ისეთი დეპრესიაა – თბილისში – და როგორც ყოველთვის, ყველაზე შეგნებულების და ღარიბების კისერზე ტყდება ჯოხი…. და ღარიბი კი სახლში, 85%_ია…….. იქონიეთ ადამიანობა, ნუ კლავთ ხალხს შიმშილში და დეპრესიაში….“.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“მაქსიმალურად ბევრ მშობელთან უნდა მოხდეს დაკავშირება და დეტალური გამოკითხვა” – რა პირველადი სამუშაობი უნდა ჩატარდეს საბავშვო ბაღებში ბავშვების ღებინება/დიარეის შემთხვევებზე? – მაია ბუწაშვილი
ახალი ამბები

“მაქსიმალურად ბევრ მშობელთან უნდა მოხდეს დაკავშირება და დეტალური გამოკითხვა” – რა პირველადი სამუშაობი უნდა ჩატარდეს საბავშვო ბაღებში ბავშვების ღებინება/დიარეის შემთხვევებზე? – მაია ბუწაშვილი

15:12 09-18-2026
“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026

ბიზნესი

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა

18:13 10-02-2026
თიბისი ბიზნესის მხარდაჭერით, YouTube ბიზნესშოუ – Punchline Profit
ახალი ამბები

თიბისი ბიზნესის მხარდაჭერით, YouTube ბიზნესშოუ – Punchline Profit

15:31 10-02-2026
ჩაირთე მრავალფეროვანი პაკეტები სილქფესტის აქციით!
ახალი ამბები

ჩაირთე მრავალფეროვანი პაკეტები სილქფესტის აქციით!

12:09 10-02-2026
ფილტვის დაავადებების ადრეული დიაგნოსტიკა – რას მოიცავს სრული პულმონოლოგიური კვლევა „ნიუ ჰოსპიტალსში“
ახალი ამბები

ფილტვის დაავადებების ადრეული დიაგნოსტიკა – რას მოიცავს სრული პულმონოლოგიური კვლევა „ნიუ ჰოსპიტალსში“

19:44 10-01-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved