• რეკლამა
  • კონტაქტი
16:43, ორშაბათი, 31 აგვისტო, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“იქნება მეტი ამერიკა საქართველოში” – სალომე ზურაბიშვილი

ალია ავტორი - ალია
13:43 11-18-2020
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
53

აშშ-ის დღევანდელი გადაწყვეტილება, რომ სახელმწიფო მდივანი ჩამოსულიყო საქართველოში, მას შემდეგ, რაც იყო საფრანგეთში და ისრაელში გამგზავრებამდე, იმის ნიშანია, რომ ამერიკა ჩვენს გვერდით დგას, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა აშშ-ის სახელმწიფო მდივან მაიკ პომპეოსთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

„ეს იყო შეხვედრა, რომელიც კიდევ ერთხელ ადასტურებს, თუ რამდენად ახლოს ვართ ამერიკა და საქართველო, რამდენად მყარი არის ამერიკის მხარდაჭერა საქართველოსთვის, ამ რეგიონისთვის. მით უმეტეს დღეს, როცა ამ რეგიონში ცვლილებები მიმდინარეობს. ამერიკის დღევანდელი გადაწყვეტილება, რომ სახელმწიფო მდივანი ჩამოსულიყო საქართველოში, მას შემდეგ, რაც იყო საფრანგეთში და ისრაელამდე, მისი ერთ-ერთი მთავარი პარტნიორი და მეორე – ევროპაში ძალიან სერიოზული მოკავშირე, ამ რიგში რომ ჩასვა საქართველო, იმის ნიშანია, რომ ამერიკა ჩვენს გვერდით დგას. მე ამისთვის მადლობა გადავუხადე. ასევე, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ „კოვიდის“ კრიზისის ფონზე, ამერიკამ კიდევ ერთხელ განაახლა მისი მხარდაჭერა ეკონომიკურად და სამომავლოდ იმისთვის, რომ შევძლოთ და მივიღოთ ის ვაქცინები, რომლებიც დაგვჭირდება, როგორც კი გამოვა და ამის საშუალება მოგვეცემა.

ძალიან მნიშვნელოვანი არის ის, რომ სტრატეგიულად ამერიკა ამ რეგიონში არის ჩვენი მხარდამჭერი და იცის, რომ საჭიროა უფრო აქტიურად იყოს ჩართული ამ რეგიონში. მისი განცხადებები, რაც მოვისმინეთ დღეს ყარაბაღის შესახებ და ჰუმანიტარული დახმარება არის ნიშანი, რომ ამ სამშვიდობო პროცესში იქნება ჩართული ამერიკა. ეს გაიმეორა სახელმწიფო მდივანმა და ჩვენი ყველაზე მნიშვნელოვანი და ყველაზე მტკივნეული საკითხი, რაც არის ოკუპირებული ტერიტორიები, ამის მიმართ კიდევ ერთხელ გაამყარა ამერიკამ თავისი პოზიცია, თავისი მხარდაჭერა ჩვენი სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისთვის და მზადყოფნა, რომ სამშვიდობო პროცესი, მოლაპარაკებები აქაც იყოს განახლებული და გაძლიერებული, რაც ჩვენთვის არის უაღრესად მნიშვნელოვანი. ეს ყველაფერი ნიშნავს, რომ იქნება მეტი ამერიკა საქართველოში, რეგიონში, საქართველო რჩება ამერიკის პოლიტიკის ერთ-ერთი მთავარი და მყარი საყრდენი ამ რეგიონში. ამ ვიზიტისა და ამ შინაარსისთვის ძალიან მადლობელნი ვართ“

თეგები: მაიკ პომპეოსალომე ზურაბიშვილი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026

ბიზნესი

წინანდლის ფესტივალი
ახალი ამბები

ქართველი არტისტები წინანდლის ფესტივალზე

15:28 08-31-2026
ქობულეთი, ბათუმი თუ ურეკი: სად ჯობია ბინის ყიდვა?
ახალი ამბები

ქობულეთი, ბათუმი თუ ურეკი: სად ჯობია ბინის ყიდვა?

13:28 08-31-2026
YouTube პოდკასტის „არის ერთი ნიუანსის“ ახალი ეპიზოდი გულშემატკივრობის ფენომენს ეთმობა – თიბისი
ახალი ამბები

YouTube პოდკასტის „არის ერთი ნიუანსის“ ახალი ეპიზოდი გულშემატკივრობის ფენომენს ეთმობა – თიბისი

13:24 08-31-2026
სილქფესტის ულიმიტო და სხვა პირობებს სპეციალურ ფასად ჩაირთავს მომხმარებელი
ახალი ამბები

სილქფესტის ულიმიტო და სხვა პირობებს სპეციალურ ფასად ჩაირთავს მომხმარებელი

13:14 08-31-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved