• რეკლამა
  • კონტაქტი
07:46, კვირა, 15 ნოემბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“იქნებ, კარგად მაშინ ვართ, როცა „არასწორად“ ვართ?” – ალეკო შუღლაძე

ალია ავტორი - ალია
20:15 11-23-2023
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
239

მწერალი, ალეკო შუღლაძე:

ასე მასწავლიდნენ, რომ რაც უფრო იზრდება სულიერი პრაქტიკის ხარისხი (წმინდა წერილების კითხვა, ლექციების მოსმენა, მედიტაცია, მანტრას გამეორება, ტაძრების შემოვლა, მსახურება და ა.შ.), მით უფრო კლებულობს მიწიერი მოთხოვნილებები და სიამოვნებები…
აი, ჩემს შემთხვევაში, სულიერ პრაქტიკის ზრდასთან ერთად, მიწიერი გრძნობები უფრო გამიმძაფრდა და გონებაში წარსულის სიტკბოებებმა იწყეს ამოყვინთვა. ჩემს ამჟამინდელ მდგომარეობაში (ბევრი მიზეზის გამო) მატერიალური სურვილების დაკმაყოფილების შანსი ნულის ტოლია და ამ გრძნობებმა მხოლოდ ცნობიერებაში იწყეს ცხოვრება. ანუ ძველი სიყვარულები და დროსტარება უძლიერეს წინააღმდეგობას უწევს ღვთისმოსაობას, და თან ორივე პარალელურად არსებობს ჩემს ცნობიერებაში. ანუ ვინც მყვარებიხართ, ვისთან დრო მიტარებია, მიცინია, მიხუმრია, მიმოგზაურია და ა.შ. ყველანი ისევ ჩემს გონებაში ხართ, სიზმრებშიც კი გნახულობთ, ხანდახან უცნაურ მდგომარეობებშიც… ახლა ვეჭვობ, რომ თქვენი თავიდან მოცილება საერთოდ შესაძლებელია. ერთს შუაღამისას დავურეკე, 3 წელი არ მინახავს და ამ წამს დავამთავრე შენთან ერთად სიზმარში ყოფნა-მეთქი და ალეკო, შენ ხარო და ჰო, მე ვარ-მეთქი და სხვაგან მოხვდითო.
აქ ორი ვარიანტია: ეს ან გამოცდაა (რით ვერ დამთავრდა ეს ჩემი გამოცდა, ხომ ხედავენ, ვერ ვაბარებ), ან კრიშნა დამცინის (არაფერი დამიშავებია, ერთხელ პირობა დავდე: ამას და ამას გავაკეთებ-მეთქი და დამავიწყდა… პირობა დამავიწყდა, ერთი თვის მერე გამახსენდა).
ვიცი ასე არ უნდა იყოს, ეს არასწორია, მაგრამ კარგად ვარ. არასწორად კარგად ვარ, ეს ორი პოლუსი თავში საოცარია. თან მგონი სირცხვილის გრძნობაც მიქრება. თუ ასე გაგრძელდა, ეს ორმაგი ტრანსცენდენტური ექსპოზიცია მომავალი რომანის ფაბულა იქნება, თუ გინდათ მომპარეთ, მაგრამ თუ ვერ განიცდით, ვერ დაწერთ.
იქნებ, კარგად მაშინ ვართ, როცა „არასწორად“ ვართ?
თეგები: ალეკო შუღლაძე

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

4 წლის გიორგის, რომელიც შარშან ,,ჰუალინგ პლაზას” მესამე სართულის მოაჯირიდან გადმოვარდა, სასწრაფოდ დახმარება სჭირდება
ახალი ამბები

4 წლის გიორგის, რომელიც შარშან ,,ჰუალინგ პლაზას” მესამე სართულის მოაჯირიდან გადმოვარდა, სასწრაფოდ დახმარება სჭირდება

14:41 11-13-2026
“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026

ბიზნესი

თიბისის მხარდაჭერით, ქართველი სტუდენტები ლისაბონის Web Summit-ზე გაემგზავრნენ
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით, ქართველი სტუდენტები ლისაბონის Web Summit-ზე გაემგზავრნენ

18:11 11-13-2026
ავერსის 32 წლიანი ზრუნვის და ერთგულების ისტორია!
ახალი ამბები

ავერსის 32 წლიანი ზრუნვის და ერთგულების ისტორია!

14:51 11-13-2026
საცობის საწინააღმდეგო აბი არსებობს? – ანტოსაცობური, 3 მომსახურების ფულის დამზოგველი – “ვულკანიზაცია გამოძახებით”
ახალი ამბები

საცობის საწინააღმდეგო აბი არსებობს? – ანტოსაცობური, 3 მომსახურების ფულის დამზოგველი – “ვულკანიზაცია გამოძახებით”

18:20 11-12-2026
თიბისი ბიზნესის 5 სიახლე, რომლებიც ბიზნესების ყოველდღიურობას მნიშვნელოვნად ამარტივებს
ახალი ამბები

თიბისი ბიზნესის 5 სიახლე, რომლებიც ბიზნესების ყოველდღიურობას მნიშვნელოვნად ამარტივებს

14:21 11-12-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved