• რეკლამა
  • კონტაქტი
09:17, სამშაბათი, 10 ნოემბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

„იქნებ დიდი დეკოლტე და მოტკეცილი ქვედაბოლო ეცვა? იქნებ ღამის კლუბში ცეკვავდა? იქნებ ქმრის ნებას არ დაჰყვა?“ – რას წერს ნანა გეგეჭკორი

ალია ავტორი - ალია
15:45 03-28-2023
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
276
ექიმი ნანა გეგეჭკორი:
„ათეულობით წლებია საქართველოში ყოველდღიურობად ქცეული ძალადობის და ჩაგვრის ფონზე გვიწევს ცხოვრება. თბილისის ქუჩებსა და აფხაზეთში რუსული აგრესია მხედრიონის ტერორის ფონზე, სამეგრელოში გაგრძელდა წესიერი, მშრომელი ადამიანების ყოველდღიური ჩაგვრით, მკვლელობებით და ძარცვით (მხედრიონის მიერ).
პარალელურად სატელევიზიო ეთერებიდან მაღალი იერარქებისგან საკუთარი მოსახლეობის ჩაგვრის, ძარცვის და ფსიქოლოგიური ტერორის ნაკადი არასდროს შემწყდარა.
ამასობაში რამდენიმე მთავრობა შევიცვალეთ, პოლიტელიტა ძირითადად ერთი და იგივე სახეებით რჩება წარმოდგენილი, იცვლება მხოლოდ მათი პარტიული კუთვნილება, ამაში მაინც არის დინამიზმი…
ნაწილობრივ მაინც დინამიური ცხოვრების ფონზე თვალშისაცემია ერთადერთი კონსტანტა – საზოგადოების დიდი ნაწილის დუმილი აშკარა უსამართლობაზე. ყოველ შემთხვევაში, ის ნაწილი ვისაც უშუალოდ ეხება ადამიანების ფსიქო-სოციალურ თუ მატერიალურ პრობლემებზე ზრუნვა, ყოველთვის დუმს ან მეტიც, ახალისებს ან ორგანიზებას უწევს ჩაგვრას.
ეკლესია, მთავრობა, სახალხო დამცველი (უიშვიათესი გამონაკლლისის გარდა), ინტელექტუალური ელიტა (უდიდესი ნაწილი) ვერასდროს, ვერასდროს გახდა ადამიანის მფარველი. მეტიც, მათი უდიდესი ნაწილისთვის ადამიანი ღირებულება არც არასდროს ყოფილა. პეტრეს როლში არიან ყოველთვის, როცა სახელმწიფო მანქანა და გავეშებული ბრბო მორიგ მსხვერპლს აცლიან თავს გილიოტინაზე.
პრაქტიკულად შეუძლებელი გახდა საქართველოში პატიოსან, პასუხისმგებლიან მოქალაქედ გადარჩენა. ყველა ინსტიტუცია, თავის საზოგადოებრივი ციციკორეებით შენს წინააღმდეგ იქნება, მეორე დიდი ნაწილი კი პეტრესავით სეირს მიჩერებული იხვნეშებს – მე რა შუაში ვარ? – და მშვიდად გააგრძელებს სეირის ცქერას.
მე რომ მეკითხებოდეს, ილიას „სარჩობელაზედ -ს“ ყველა კლასის ყოველწლიური პროგრამის სავალდებულო ნაწილს გავხდიდი, რომ ბავშვობის ასაკიდან შევისისხლხორცოთ, ჩაგვრას, უსამართლობას, ძალადობას, სიყალბეს, ფარისევლობას (და კიდევ ათას უბედურებას) თითოელი ჩვენგანის დუმილი და უმოქმედობა ხდის შესაძლებელს.
ყოველი ხმა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, რათა ბოლოს და ბოლოს შევდგეთ საზოგადოებად სადაც ადამიანზე ძალადობისას არ გაჩნდება კითხვები; იქნებ დედა შეაგინა? იქნებ დიდი დეკოლტე და მოტკეცილი ქვედაბოლო ეცვა? იქნებ ღამის კლუბში ცეკვავდა? იქნებ ქმრის ნებას არ დაჰყვა?
იქნებ, იქნებ, იქნებ…“
თეგები: ნანა გეგეჭკორი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026

ბიზნესი

თბილისში ვაჭრობის დაფინანსებისა და საერთაშორისო გადახდების შესახებ რეგიონული კონფერენცია გაიმართა – თიბისი
ახალი ამბები

თბილისში ვაჭრობის დაფინანსებისა და საერთაშორისო გადახდების შესახებ რეგიონული კონფერენცია გაიმართა – თიბისი

17:07 11-09-2026
მხოლოდ თიბისის ბიზნეს ინტერნეტ და მობაილბანკში, მოითხოვეთ თქვენზე მორგებული ვალუტის კურსი
ახალი ამბები

მხოლოდ თიბისის ბიზნეს ინტერნეტ და მობაილბანკში, მოითხოვეთ თქვენზე მორგებული ვალუტის კურსი

15:24 11-09-2026
გინეკოლოგთან ვიზიტი – რამდენად ხშირად არის საჭირო პროფილაქტიკური შემოწმება?
ახალი ამბები

გინეკოლოგთან ვიზიტი – რამდენად ხშირად არის საჭირო პროფილაქტიკური შემოწმება?

15:21 11-09-2026
ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი კრწანისის რაიონში წინანაურის ქუჩაზე წყალმომარაგების ინფრასტრუქტურას სრულად აახლებს
ახალი ამბები

ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი კრწანისის რაიონში წინანაურის ქუჩაზე წყალმომარაგების ინფრასტრუქტურას სრულად აახლებს

15:16 11-09-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved