• რეკლამა
  • კონტაქტი
00:26, შაბათი, 7 ნოემბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“იყო მცდელობა თბილისი-ისრაელის რეისის გატაცების” – კახა ჯანაშვილი

ალია ავტორი - ალია
23:46 11-06-2026
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
54

მოქალაქე კახა ჯანაშვილი სოციალურ ქსელში გავრცელებულ ვიდეოში, ამბობს:

“მინდა ერთი ამბავი მოგიყვეთ, ძალიან სასწრაფო და ძალიან ცუდი ამბავი მოხდა. დღეს გავაცილე ბიძაჩემი, ბიცოლა და ბიძაშვილები, რომლებიც გაფრინდნენ ისრაელში 2 საათზე.

და მოხდა ეგეთი ამბავი, რომ რაც Fly Dubai-ზე მოხდა, ზუსტად ანალოგიური სიტუაცია განვითარდა თბილისი-თელავივის თვითმფრინავში. მოხდა ის, რომ ცადეს თვითმფრინავის გატაცება. ყოველ შემთხვევაში მცდელობა იყო თბილისი-თელავივის თვითმფრინავის გაეტაცებინათ არაბებს. ეს ხდებოდა ერთი საათით ადრე, ვიდრე თელ-ავივში დაფრინდებოდა თვითმფრინავი — ეს იყო „Arkia“-ს თვითმფრინავი, ისრაელის კომპანიის. ძალიან ცუდი სიტუაცია განვითარდა, თითქმის ანალოგიური რაც ხდებოდა ფლაი დუბაის რეისზე, ოღონდ სისხლის გარეშე.

ახლა რატომ ვწერ ამ ამბავს: თბილისიდან მიფრინავდნენ ეს არაბებიც. არ ვიცი ახლა ისრაელის მოქალაქეები იყვნენ, რომლებიც ისრაელში ცხოვრობენ ეს არაბები, უბრალოდ მიდიოდნენ, ვინ იყვნენ და რა იყვნენ მე ეს ინფორმაცია არ მაქვს, მაგრამ ფაქტია, რომ საქართველოში არიან არაბები შემოსული, რომლებიც არიან ტერორისტები, პირდაპირ ვიტყვი ტერორისტები. ეს ადამიანები ძალიან დიდ საშიშროებას წარმოადგენენ არა მარტო თვითმფრინავებისთვის, არამედ ჩვენი მოქალაქეებისთვის, საქართველოს მოქალაქეებისთვის. ….აი, ეს არაბი დარბოდა ამ თვითმფრინავში და ახტებოდა თავზე ამ ხალხს და იწევდა პილოტების კაბინისკენ. ამ დროს მოხდა გადაკეტვა და სამწუხაროდ, ეს ბიძაჩემი და ბიცოლაჩემი მოხვდნენ ზუსტად იმ ადგილას სადაც ეს არანორმალური, არაადეკვატური პიროვნება გიჟივით ღრიალებდა და დახტოდა აქეთ-იქით. რომ არა ებრაელების და ქართველების ერთად ჩარევა, არ ვიცი რას მოახდენდა და რას იზამდა.

ფაქტია, რომ ეს პიროვნება მოაცილეს იქაურობას, მაგრამ მაინც ხტუნაობდა სანამ თვითმფრინავი არ დაჯდა. რა თქმა უნდა ისრაელის სპეცსამსახურები იქვე დახვდნენ და დააკავეს. ოჯახთან ერთად იყვნენ, მინდა ხაზი გავუსვა: ცოლთან, მამასთან, დედასთან და ოჯახთან ერთად იყო ეს პიროვნება, სულ ყველა აიყვანეს ბენ-გურიონის, ისრაელის აეროპორტში. ეხლა თქვენ თვითონ განსაჯეთ, რამხელა საშიშროებას წარმოადგენს მათი შემოშვება ასე ‘უპრაგონოდ” ამ ქვეყანაში..

დღეს 2 საათზე თბილისიდან გაფრინდა ეს რეისი თელავივის მიმართულებით და სანამ დაფრინდებოდა ისრაელში ერთი საათით ადრე დაიწყო ამ პიროვნებამ აი ეს ქმედებები, იწევდა პილოტების კაბინისკენ. იყო მთელი ამბავი, მერე იქ ალბათ პილოტები და ის ხალხი უკვე მობილიზებულები იყვნენ, პილოტებმა ჩაკეტეს კაბინა და მოკლედ Fly Dubai-ში რაც ხდებოდა დაახლოებით ის სცენარი ვლინდებოდა.

ამიტომ ვწერ ეხლა მე ამ ვიდეოს, რომ ხალხო გამოფხიზლდით რა. მთავრობასაც მივმართავ, ამ ჩვენს მთავრობას: აკრძალეთ იმ არაბული ქვეყნებიდან გაურკვეველი ხალხის, შემოშვება საქართველოს ტერიტორიაზე. აკრძალეთ იმიტომ, რომ რაღაცა უბედურებას მოახდენენ ეს ხალხი. არა მარტო ისრაელის თვითმფრინავში არამედ საქართველოშიც, ბათუმში, თბილისში, სადღაც ტყეში …

… გამოფხიზლდებით? გეუბნებით რომ კიდე ერთხელ ვიმეორებ, რომ იყო მცდელობა თბილისი ისრაელის რეისის გატაცების და ალბათ რაც მოხდა 11 სექტემბერს ამერიკაში იგივე სცენარის განვითარებას ჰქონდა ადგილი.

გამოფხიზლდით ხალხო, გამოფხიზლდით. მივმართავ ხალხსაც, მივმართავ ჟურნალისტებსაც, მივმართავ ამ ხელისუფლებასაც, რომ სანამ უბედურება არ დატრიალდება მანამდე გონს მოვეგოთ….

…არ შემოუშვათ ესეთი ადამიანები, რომლებიც საშიშროებას წარმოადგენს ამ ქვეყნისთვის და ამ ქვეყანაში ჩამოსული ნებისმიერი ტურისტისთვის, მოქალაქისთვის და რავი ყველასთვის.

მეტი რა გითხრათ. მშვიდობა მოგცეთ ღმერთმა, დედა ღვთისამ დაიფაროს ჩვენი სამშობლო. ამინ.”

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026

ბიზნესი

რა აღმოჩნდა მარილში? – “პარტიას სრულად ვხსნით რეალიზაციიდან”
ახალი ამბები

რა აღმოჩნდა მარილში? – “პარტიას სრულად ვხსნით რეალიზაციიდან”

20:53 11-06-2026
მოამზადე ავტომობილი ზამთრისთვის „თეგეტა მოტორსის“ ნოემბრის შეთავაზებებით და გაიარე მეტი
ახალი ამბები

მოამზადე ავტომობილი ზამთრისთვის „თეგეტა მოტორსის“ ნოემბრის შეთავაზებებით და გაიარე მეტი

15:45 11-06-2026
ახალი ამბები

თიბისის ბიზნესმობაილბანკში ანაბრის გახსნა უკვე ციფრულადაა შესაძლებელი

15:40 11-06-2026
პერსონალურ საბანკო მომსახურებაში ინოვაციებისთვის თიბისიმ The Banker-ის საერთაშორისო ჯილდო მოიპოვა
ახალი ამბები

პერსონალურ საბანკო მომსახურებაში ინოვაციებისთვის თიბისიმ The Banker-ის საერთაშორისო ჯილდო მოიპოვა

13:54 11-06-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved