ვინ იყო ადრესატი მიხეილ სააკაშვილის წერილის, სადაც ეწერა, რომ ვინც გიგა ბოკერიას გზას დაადგება, განულდება?, – ამ კითხვას, გიული ალასანია პასუხობს მედიასთან და ამბობს:
ჩემი შთაბეჭილებაა, რომ ყველა იგულისხმა საერთოდ, იმიტომ, რომ ზოგადად არის მისი სურვილი, რომ ყველა იყოს ერთად და უფრო ძლიერები იქნებიან ამ შემთხვევაში. იქ ნიკა დასახელებული არ იყო, მე არ მახსოვს რომ იქ სახელი ყოფილიყო ნახსენები. ეს ეხება ყველას, ვინც მოინდომებს, რომ რაღაცა განხეთქილება შეიტანოს და სხვაგან გადაუხვიოს, ამაზეა ლაპარაკი.
„ვინც დაადგება ბოკერიას გზას, განულდება და დაამთავრებს როგორც ბოკერია“ – სააკაშვილი
კომენტარები