შსს-ს ყოფილი მაღალჩინოსნის, იოსებ სიგუას ადვოკატი სამართლებრივ ბრძოლას აანონსებს – როგორც თეონა გვაზავა სოციალურ ქსელში გავრცელებულ პოსტში წერს, სოფია სიგუას ბრალდებებს, რომელიც ქმარს ძალადობაში ადანაშაულებდა, სამართლებრივი გზით გაეცემა პასუხი.
უფლებადამცველი სოფია სიგუას ქმრის მიმართ ბრალდებებს პირადი მოტივით განპირობებულს უწოდებს.
იოსებ სიგუას მიმართ გამოცემული შემაკავებელი ორდერი თბილისის სააპელაციო სასამართლოს მიერ გაუქმდა.
ორი ინსტაციის სასამართლოს მიერ დადგინდა, რომ იოსებ სიგუას არ განუხორციელებელია სოფია სიგუას მიმართ ფიზიკური და ფსიქოლოგიური ძალადობა.
ყველა დაუსაბუთებელ, პირადი მოტივით განპირობებულ, ბრალდებას სამართლებრივი გზით გაეცემა პასუხი”, – წერს თეონა გვაზავა.











კომენტარები