• რეკლამა
  • კონტაქტი
20:22, ორშაბათი, 14 სექტემბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

იოსებ ხახალეიშვილი: „ქუთაისი უნდა იყოს სინერგიული განათლების ცენტრი, ეკო ქალაქი, ჩვენი ქვეყნის კარიბჭე ევროპაში“

ალია ავტორი - ალია
10:58 09-17-2021
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
26

პარტია „ ქართული ოცნება- დემოკრატიული საქართველოს“ ქუთაისის მერობის კანდიდატი იოსებ ხახალეიშვილი საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატთან, მაგდა კოსტავასთან დს პარტიის სხვა წევრებთან ერთად კახიანოურის ადმინისტრაციული ერთეულის მოსახლეობას შეხვდა. შეხვედრას  ეუთოს სადამკვირებლო მისიის  გრძელვადიანი დამკვირვებლები ესწრებოდნენ.

იოსებ ხახალეიშვილმა  ქალაქის მერის პოზიციაზე ყოფნის  9 თვის განმაბვლობაში განხორციელებულ პროექტებსა და პროგრამებზე ისაუბრა.
„ჩვენ შევძელით, რომ  წელს უპრეცედენტოდ დიდი ბიუჯეტი აქვს ქალაქს – 91 მლნ.ლარი.
25 მლნ ლარი ქალაქის ინფრასტრუქტურულ პროექტებზე იხარჯება. ამის შემდეგ უკვე შეგვიძლია ჩვენს თანაქალაქელებს გრძელვადიანი პერსპექტივები შევთავაზოთ“,- განაცხადა იოსებ ხახალეიშვილმა.
მისი თქმით, ამ მოკლე პერიოდში  ძალიან ბევრი სკვერი და პარკი გაკეთდა, მწვანე სივრცეები შეიქმნა, ეროვნული გმირის, მერაბ კოსტავას სახელობის სკვერი მოწესრიგდა, სადაც  მისი პორტრეტი და ლექსია მისივე კალიგრაფიით შესრულებული.  

„ვფიქრობ, ღირსების თემაა ჩემი ინიციატივით მოსკოვის ქუჩისთვის შინდისის გმირების სახელის მინიჭება და მეამაყება.  ჩვენ ასე გამოვხატეთ სიმბოლური პროტესტიც ოკუპაციის წინააღმდეგ და სამშობლოსათვის თავდადებული ახალგაზრდების  მიმართ ღრმა  პატივისცემა“, -აღნიშნა იოსებ ხახალეიშვილმა.

მისი თქმით, ამ პერიოდში დაიწყო სოციალურად დაუცველი მოსწავლეების სააბიტურიენტო პროგრამის დაფინანსება, რამაც ბევრი ოჯახი და ახალგაზრდა გააბედნიერა. ქუთაისში დაარსდა მოკლემეტრაჟიანი ფილმების საერთაშორისო ფესტივალი, რომელიც ყოველწლიურ ტრადიციად იქცევა და ქუთაისი –  ვასილ ამაშუკელის ქალაქი იქნება მისი მასპინძელი.
„ ჩემი მერის პოზიციაზე საქმიანობის  პერიოდში  ფუნქციონირება დაიწყო ახალმა მუნიციპალურმა ტრანსპორტმა. ასევე, მნიშვნელოვანია პრემიერის მიერ ინიცირებული, რეგიონების რეაბილიტაციის 500-მილიონიანი პროექტი, რომლის ფარგლებში ქუთაისში, ფალიაშვილის ქუჩის რეაბილიტაცია მიმდინარეობს.  გვექნება განახლებული ცენტრალური ბულვარი, რომლის რეაბილიტაციაც დაგეგმილია და კიდევ ბევრი სხვა რამ, რაც ქუთაისის ისტორიულ მნიშვნელობას კიდევ უფრო მკაფიოს გახდის და მომავლის პერსპექტივებს განავითარებს, ტრადიციების პატივისცემასთან ერთად, ბევრ ინოვაციას გაუხსნის გზას“, განაცხადა მერობის კანდიდატმა.

მისი თქმით, წელს ქუთაისი მასპინძლობს „ევროპული საბჭოს კულტურული მარშრუტების ფორუმს“, რაც ქუთაისის ცნობადობის ზრდისა და სამომავლო აქტივობების დაგეგმვისთვის ძალიან მნიშვნელოვანი ღონისძიებაა.

 როგორც იოსებ ხახალეიშვილმა აღნიშნა, პანდემიასთან დაკავშირებით  დაარსდა კოვიდის წინააღმდეგ ბრძოლის საინფორმაციო ცენტრი, რომლითაც,  არაერთი ჩვენი თანამოქალაქის სიცოცხლის გადარჩენა გახდა შესაძლებელი.
მერობის კანდიდატმა  ყურადღება გაამახვილა   სამოქმედო გეგმაზე – თუ რა პროექტებსა და ღონისძიებებს განახორციუელებს  მისი მერად არჩევის შემთხვევაში.  მისი თქმით,  უკვე დასრულდა ქალაქის გენერალური განვითარების გეგმის ხედვის ეტაპი. ჩამოყალიბდა 4 მნიშვნელოვანი მიმართულება.
„ქუთაისი უნდა იყოს სინერგიული განათლების ცენტრი, ეკო ქალაქი, ჩვენი ქვეყნის კარიბჭე ევროპაში. ამის საფუძველს ქუთაისს ტექნოლოგიური უნივერსიტეტი აძლევს. ეს უნივერსიტეტი ხელშემწყობი ფაქტორია არა მხოლოდ ქალაქის, არამედ მთლიანად დასავლეთ საქართველოს და, ზოგადად, ქვეყნის განვითარებისთვის. ასევე, ქუთაისი უკვე გახდა ტურისტულად მნიშვნელოვანი ლოკაცია, რაც აეროპორტისა და ახალი ტერმინალის დამსახურებაცაა. ჩვენი ქალაქი უფრო მეტად მიმზიდველი ხდება ვიზიტორებისთვის და სერიოზულად პოზიციონირებს ტურისტულ რუკაზე. ტურიზმის და ბიზნესის ხელშეწყობა ჩვენი პრიორიტეტია.“, -აღნიშნა იოსებ ხახალეიშვილმა.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026

ბიზნესი

თბილისი მოლის განცხადება
ახალი ამბები

“თბილისი მოლი”, “დეზერტირების ბაზრობის” ტერიტორიაზე გადაუდებელ, მასშტაბურ სამუშაოებთან დაკავშირებით, განცხადებას ავრცელებს

15:04 09-14-2026
განახლებული ინტეგრაციის სერვისი თიბისის ბიზნესმომხმარებლებისთვის
ახალი ამბები

განახლებული ინტეგრაციის სერვისი თიბისის ბიზნესმომხმარებლებისთვის

14:29 09-14-2026
AD Black Sea 2026-ის გრან პრის მფლობელი კვლავ PSP გახდა
ახალი ამბები

AD Black Sea 2026-ის გრან პრის მფლობელი კვლავ PSP გახდა

13:34 09-14-2026
მოემზადე ახალი სასაწავლო წლისთვის და ჩაერთე სილქნეტის შეთავაზებაში
ახალი ამბები

მოემზადე ახალი სასაწავლო წლისთვის და ჩაერთე სილქნეტის შეთავაზებაში

13:23 09-14-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved