• რეკლამა
  • კონტაქტი
04:58, ოთხშაბათი, 18 მარტი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“ინვესტიციები 10 წლის მინიმუმზეა და გაუგებარია, რა უხარია ხელისუფლებას”- გიგლა მიქაუტაძე

ალია ავტორი - ალია
13:41 09-09-2020
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
50

“ლელოს” გლდანის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი გიგლა მიქაუტაძე ქვეყანაში ბოლო წლების განმავლობაში ინვესტიციების კლებას აფასებს და მისი ზრდის ერთადერთ გამოსავლად “ლელოს” “მარშალის გეგმა” მიაჩნია, რომელიც ქვეყანაში შესაბამის ბიზნეს გარემოს შექმნის.

მისი თქმით, ხელისუფლება, რომელიც ამაყობს მეორე კვარტალში ინვესტიციების 0.5%-იან ზრდით, ვერ წაიყვანს ქვეყანას წინ და განწირულია არჩევნებში დამარცხებისთვის.

“ბოლო 10 წლის განმავლობაში მინიმუმზეა პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობა, ხოლო ვარდნა ჯერ კიდევ პანდემიამდე დაიწყო. ამის მიზეზი არის ბოლო წლებში ბიზნეს-გარემოს ეტაპობრივი გაუარესება, რომლის კულმინაცია, რა თქმა უნდა, იყო ანაკლიის პროექტის შეჩერება. ლელოს “მარშალის გეგმის” ერთ-ერთ მთავარ ქვაკუთხედს ქვეყნის საინვესტიციო გარემოსა და იმიჯის სწრაფი გაუმჯობესება წარმოადგენს. ჩვენ კარგად ვიცით, რა სჭირდებათ ინვესტორებს და როგორ მივიპყროთ მათი ყურადღება,” – განაცხადა გიგლა მიქაუტაძემ და ლელოს “მარშალის გეგმის” მიხედვით დაანონსებულ პროექტებზე ისაუბრა, რომელიც მიმდინარე კლებას ზრდის მაჩვენებლისკენ შეცვლის.

“ახალი საერთაშორისო საფონდო ბირჟა, საერთაშორისო არბიტრაჟი, ახალი სასამართლო სისტემა, მეგა-პროექტები და გეგმით გათვალისწინებული სხვა ნაბიჯები შედეგად მოგვცემს 10 მილიარდი დოლარის პირდაპირ უცხოურ ინვესტიციას და ორნიშნა ეკონომიკურ ზრდას შემდეგი 4 წლის განმავლობაში, რასაც ასევე მოჰყვება 200.000 ახალი სამუშაო ადგილი. ასე შეიქმნება ძლიერი საშუალო ფენა ქვეყანაში, რომელიც დღეს, ფაქტობრივად, არ გვაქვს,”- აცხადებს მიქაუტაძე.

თეგები: გიგლა მიქაუტაძელელო საქართველოსთვის

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026
პროკურატურამ პოლიციელთა მიერ ბავშვის ცემის ფაქტზე გამოძიება დაიწყო
ახალი ამბები

“შენი მამის დედა მოვტ@ან, @ლებავშვო, კაპეზეზე წახვალ, ჩემი დედას შევე@ი” – პოლიციის მაღალჩინოსანი 16 წლის მოზარდზე ძალადობისთვის დააკავეს

22:27 02-13-2026
“ბიძინას პრობლემური ვალების ამოღების კამპანია ახალ სტადიაზე გადავიდა” – ნიკა სიმონიშვილი
ახალი ამბები

რატომ დააყადაღეს ანგარიშები და როგორ უნდა შეაჩეროთ აღსრულება?

16:27 02-05-2026

ბიზნესი

როცა ანბანი სუნთქვას იწყებს – მხატვარ თამთა ელბაქიძის სამყარო, სადაც ქართული ასობგერები ადამიანებად გარდაისახნენ
ახალი ამბები

როცა ანბანი სუნთქვას იწყებს – მხატვარ თამთა ელბაქიძის სამყარო, სადაც ქართული ასობგერები ადამიანებად გარდაისახნენ

21:00 03-17-2026
ქართველი მოსწავლე, რომელმაც საკუთარი თავის რწმენით საერთაშორისო ოლიმპიადებზე წარმატებას მიაღწია – თიბისი
ახალი ამბები

ქართველი მოსწავლე, რომელმაც საკუთარი თავის რწმენით საერთაშორისო ოლიმპიადებზე წარმატებას მიაღწია – თიბისი

13:38 03-17-2026
Young Lions Georgia 2026 – შესაძლებლობა ახალი თაობის შემოქმედებისთვის
ახალი ამბები

Young Lions Georgia 2026 – შესაძლებლობა ახალი თაობის შემოქმედებისთვის

12:19 03-17-2026
ჩაირთე სილქფესტის მრავალფეროვანი პაკეტები ექსკლუზიური პირობით!
ახალი ამბები

ჩაირთე სილქფესტის მრავალფეროვანი პაკეტები ექსკლუზიური პირობით!

11:59 03-17-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved