19 წლის ფეხბურთელის გიორგი შაქარაშვილის საქმეზე, ზ.ხ-ს მამა თამაზ ხომასურიძე „თეთრ ისარზე“ საუბრობს და აცხადებს, რომ ამირხანაშვილს და ფოტოგრაფმა იაკრობ ბრეგაძემ სიმართლე უნდა თქვან, წინააღმდეგ შემთხვევაში კი ინვალიდის ეტლების ყიდვა მოუწევთ, ამის შესახებ „პრაიმტაიმი“ წერს.
„მე არავის არ მოვკლავ, იმიტომ რომ ხალხი არის, რომელიც ამას გააკეთებს, „თეთრი ისარი“. მოკლავენ თუ არა არვიცი, მაგრამ ამირხანაშვილზე ვთხოვე, რომ პატარა ბიჭია თავი დაანებეთმეთქი და მითხრეს ეგ შენი გადასაწყვეტი არ არისო.
ვურჩევ ამირხანაშვილს და ფოტოგრაფს ან სიმართლე თქვან, ან კიდევ ინვალიდის ეტლები იყიდონ. ტყუილს მოკლე ფეხები აქვს, ხანდახან უფეხებოდ რჩებიან,“- განაცხადა ხომასურიძემ.
კომენტარები