• რეკლამა
  • კონტაქტი
10:41, შაბათი, 10 მაისი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

ინტერვიუ ჩეხ ტურისტთან, რომლიც გუდაურში იყო, როცა კორონავირუსის სიმპტომები გამოუვლინდა

ალია ავტორი - ალია
03:31 04-02-2020
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
20

ინტერვიუ ჩეხეთის მოქალაქესთან, რომელმაც დაამარცხა კორონავირუსი, ნახევარი საქართველო კარანტინში მოაქცია და გაკოტრდა.

უცხოური მედია ჩეხეთის მოქალაქის რომან კოზელკას ვრცელ ინტერვიუს აქვეყნებს, რომელშიც ალპინისტი კოზელკა დეტალურად საუბრობს თუ როგორ აღმოაჩნდა მას კორონავირუსი საქართველოს მთებში ყოფნის დროს. ჯერ კიდევ ერთვი თვის წინ, ალპინისტების გიდი რომან კოზელკა საქართველოს მთებში იმყოფებოდა. ქართველებმა ჩეხეთის ინფიცირებული მოქალაქის გამო მთელი დაბლობი გადაკეტეს. ალპინისტი და ბიზნესმენი რომან კოზელკა გამოჯანმრთელდა, 12 კილოგრამი დაიკლო კორონავირუსთან ბრძოლის დროს, გაკოტრდა და კარანტინის დასასრულს მიღებული ნეგატიური ტესტის შემდეგ, ოჯახს დაუბრუნდა.

როდესაც ჩეხეთში ტურისტული სააგენტოს მფლობელმა, რომან კოზელკამ კორონავირუსის დიაგნოზის შესახებ შეიტყო, ქართველებს დაუყოვნებლივ მოუწიათ გუდაურში რესტორნების დახურვა და 160 ადამიანის კარანტინში მოქცევა. დღეს, კოზელკა უკვე განიკურნა. ორშაბათს, მან მიიღო მეორე, საკონტროლო ტესტის პასუხი: ნეგატიური. დატოვა ბინა, რომელშიც იზოლაციის პირობებში სამი კვირა დაჰყო და დაიწყო იმაზე ფიქრი, თუ როგორ განაგრძოს ცხოვრება. კორონავირუსის შემდეგ ცხოვრება იცვლება.

რომან კოზელკას ვირუსის სიმპტომები საქაერთველოში გამოუვლინდა (დაინფიცირების ქვეყანა უცნობია), მაგრამ ოდესმე ჩაიყვანს თუ არა იქ ალპინისტებს და ჩაატარებს თუ არა თავისუფალ ტურებს უცნობია, რადგან მისი ბიზნესი გაკოტრდა.

– როდესაც თქვენს კლიენტებთან ერთად საქართველოში მიემგზავრებოდით, იცოდით კორონავირუსის გავრცელების შესახებ?

– დიახ, ჩვენ ვიცოდით თუ რა ვითარება იყო ჩინეთსა და აზიაში. ევროპაში კორონავირუსი ფეხს იკიდებდა. საქართველოში, დაახლოებით სამი შემთხვევა იყო დაფიქსირებული, მაგრამ საინფორმაციო გამოშვებებში საქართველოზე საერთოდ არ საუბრობდნენ. ყოველი მოგზაურობისას, ჩვენ ვხელმძღანელობდით ჩეხეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს რეკომენდაციებით. რისკის ქვეშ ადამიანებს არასდროს ვაყენებდი. გუდაურში, პირველად 25 თებერვალს გავემგზავრეთ და 29-ში უკან დავბრუნდით. მეორე ჯგუფთან ერთად საქართველოში, 3 მარტს დავბრუნდი და 10 მარტამდე დავრჩი.

– მეორე ტური საბედისწერო აღმოჩნდა. იგრძენით, რომ რაღაც არ იყო რიგზე?

– თავიდან, ჩვეულებრივ რეჟიმში, სკაი-ალპინისტების ტურებს ვატარებდით, თხილამურზე ვსრიალებდით, რესტორნებში დავდიოდით. ზვავ-საშიშროება გაჩნდა და ამიტომ, უფრო მარტივ ტრასებს ვირჩევდით. 7 მარტს, ავად გავხდი, სიცხე მქონდა და ამცივნებდა. პანადოლი და იბალგინი დავლიე და ორი დღე სახლიდან არ გავსულვარ. ჩემს თავს ვარწმუნებდი, რომ ეს ჩვეულებრივი გრიპი იყო. სასტუმროში კორონავირუსის შესახებ რაღაც წავიკითხე. თავში გამიელვა, რომ ბევრი ვიმოგზაურე და ბევრ აეროპორტში ვიყავი… პრევენციის სახით, ანტიბიოტიკი სუმამედი მივიღე, რომლესაც თან დავატარებ, რადგან სუნთქვა მეკვროდა და პნევმონიის შემეშინდა –  სიმაღლის სიმპტომები დამემართა. მეორე დღეს, თავი უკეთ ვიგრძენი. სამწუხაროდ, მეორე დღისთვის ვერ მოვძებნე ლიცენზირებული, ადგილობრივი ალპინისტების გამცილებელი. არ მინდოდა, დასვენება კლიენტებისათვის გამეფუჭებინა და მათთან ერთად, სკაი-ალპინისტების ტურზე წავედი. მალე სუნთქვა შემეკვრა, ძალიან ცუდად გავხდი.

– ქართველ ექიმებს დაუკავშირდით?

– საქართველოში ჩამოსვლის დროს, სიცხე გაგვიზომეს, თუმცა არცერთს არ აღმოგვაჩნდა. გამიკვირდა, რომ საქართველო ამ ხრივ ჩეხეთს უსწრებდა. როდესაც გამოვფრინდით ჩეხეთიდან, ჩვენთვის სიცხე არავის გაუზომია. იმ დღეს, სიცხე არ მქონია, მთელი დღე ვიზომავდი და საერთოდ, თავს კარგად ვგრძნობდი. საქართველოში, პირველი შემთხვევა დაუფიქსირდა მამაკაცს 26 თებერვალს, როდესაც ის ირან – აზერბაიჯანის გავლით, საქართველოში შემოვიდა. დღემდე, საქართველოში 117 დაინფიცირებული გამოვლინდა, აქედან 23 გამოჯანმრთელდა და არავინ გარდაცვლილა. 30 მარტიდან, საქართველოში გამოცხადდა საყოველთაო კარანტინი და კომენდანტის საათი. საღამოს 9 საათიდან, დილის 6 საათამდე, არავის აქვს გარეთ გასვლის უფლება.  70 წელზე მეტი ასაკის ადამიანებს საერთოდ აეკრძალათ გარეთ გასვლა და მათი პროდუქტებით მომარაგება სახელმწიფოსა და თვითმმართველობებს დაევალათ.

– რა ზომები მიიღეთ ჩეხეთში დაბრუნების შემდეგ?

– ჩეხეთში ჩამოფრენისთანავე ჯგუფის წევრებს ვთხოვე კარანტინში დარჩენილიყვნენ სანამ ჩემს მდგომარეობას დავაზუსტებდი. ჩემს გარდა, ყველა კარგად გრძნობდა თავს. აეროპორტში საინფორმაციო სამსახურს დავუკავშირდი და სასწრაფო დახმარების მანქანა გამომიგზავნეს. რადგან საქართველოს რისკი-ჯგუფში არ შედიოდა ტესტი არ გამიკეთეს და სახლში გავემგზავრე. 10 მარტს გავიარე კონსულტაცია მთავარ ეპიდემიოლოგთან და გადაწყდა, რომ ტესტს კვლავ არ ჩამიტარბდნენ. თუ უარესად გავხდებოდი, უნდა დავკავშირებოდი. თუმცა, უფრო უარესად არც ვიცი როგორ უნდა ვყოფილიყავი. გადავწყვიტე დამეწერა წერილი ეპიდემიოლოგის სახელზე, სადაც ავხსენი, რომ ვიყავი ავსტრიაში, საქართველოსა და ისრაელში და დაინფიცირების ბევრი წყარო გამოვიარე. საბოლოოდ გამიკეთდა ტესტი და 24 საათში შემატყობინეს რომ პასუხი პოზიტიური იყო. ავადმყოფობის მთელი პერიოდი სახლში მარტო ვიყავი. ექიმს ელექტრონული ფოსტით ვატყობინებდი ჩემი მდგომარეობის შესახებ. მისგან მაქვს ინფორმაცია, თუ რამდენი ხანი ვიყო კარანტინში, როგორ დავალაგო სახლი, მანქანა და ასე შემდეგ. როგორც კი გავიგე, რომ კორონავირუსი მქონდა, მაშინვე დავურეკე ყველას, ვისთანაც ბოლო პერიოდში კონტაქტში ვიყავი. ერთ სლოვაკსაც აღმოაჩნდა დაავადება, მაგრამ ტესტის გაკეთება დამოუკიდებლად მოუწია, ისევე როგორც მე. მიუხედავად წინააღმდეგობებისა, მაინცმიმაჩნია, რომ ჩეხური მედიცინა ერთ-ერთი საუკეთესოა მსოფლიოში.

– საქართველოში, ჩეხეთის რესპუბლიკის ელჩის პეტრ მიკისკას განცხადებით, საქართველოს მთავრობამ რომან კოზელკას შემთხვევასთან დაკავშირებით, პროფესიონალურად იმოქმედა.

– პირადად მე, საქართველოს საგარეო უწყებამ მთხოვა დამედასტურებინა კორონავირუსზე ტესტირების შედეგი, რაც არ იყო მარტივი. ჩეხეთის რესპუბლიკაში არ არსებობს დაინფიცირებულთა საერთო რეესტრი და შაბათ-კვირას, ინფორმაციის მოპოვება, პრაქტიკულად, შეუძლებელია. ჯანდაცვის მუშაკებთან პირადი კონტაქტების გარეშე, ორშაბათამდე არაფერი გამოვიდოდა, მაგრამ ვიცოდით, რომ ამაზე იყო დამოკიდებული მომდევნო ნაბიჯები და შესაძლოა, დაავადების გავრცელებაც. საქართველოს უწყებები, ინფორმაციის მიღების შემდეგ, დაუკავშირდნენ ყველას, ვისთანაც კი ჩეხ ტურისტს ჰქონდა შეხება და პრაქტიკულად, ერთ დღეში, მიიღეს ეკონომიკური თვალსაზრისით მტკივნეული, მაგრამ ერთადერთი სწორი გადაწყვეტილება. მიუხედავად იმისა, რომ გუდაურში უამრავი უცხოელი დამსვენებელი იყო, მათ დაასრულეს სათხილამურო სეზონი. შემიძლია თავს მივცე უფლება და აღვნიშნო, რომ პრინციპული ნაბიჯები მიმართული იყო იმისკენ, რომ ქვეყანაში ჯერ-ჯერობით დაავადების დაბალი მონაცემი შენარჩუნებულიყო და ქვეყანას ჰქონოდა დიდი შანსი ეპიდემიასთან ბრძოლაში.

საქართველოს ჯანდაცვა სწრაფად მოქმედებს და წინასწარ იჭერს თადარიგს. საქართველოს ჯანდაცვა, მიუხედავად პროგრესისა, რომელიც ბოლო წლებში შეინიშნება, საზღვარგარეთიდან და მათ შორის ჩეხეთის რესპუბლიკიდან გაწეული დახმარების გარეშე, რთულად გაართმევდა თავს კორონავირუსთან ბრძოლას. საქართველოში, ისევე როგორც ბევრ სხვა ქვეყანაში არის პირბადეებისა და ფილტვების ვენტილატორების ნაკლებობა. ტარდება მკაცრი ღონისძიებები და როგორც ჩანს, სწორი მოდელი იქნა არჩეული. მთავრობა ცდილობს, რომ არ მოხდეს სრული ეკონომიკური ვარდნა, მიუხედავად იმისა, რომ დანაკარგი და ხარჯები იქნება უდიდესი. ჩეხეთის რესპუბლიკის საელჩოს ფუნქციონირება საქართველოში შეზღუდულია. ყველაფერი მუშაობს ჩეხი მოქალაქეების დასახმარებლად,ასევე ხდება ვითარების მონიტორინგი და კოორდინირებული მუშაობა. ყველას გვჯერა, რომ პანდემიას ჩეხეთის რესპუბლიკაში და ასევე საქართველოში, დავამარცხებთ.

– როდესაც დაგიდგინდათ დაავადება, ვის შეატყობინეთ საქართველოში?

– მივხვდი, რომ ქართველებს ჩემზე გაბრაზების საბაბი ნამდვილად ჰქონდათ, ვინაიდან ჩემს გამო პრობლემები შეექმნათ, მაგრამ გონებამ გაიმარჯვა გრძნობებზე, მე ხომ არაფერი არ დამიშავებია და ვიგრძენი, რომ მქონდა ვალდებულება მათთვის ამის შესახებ მეცნობებინა. დავუკავშირდი სასტუმროს და ტაქსის მძღოლს. ძალიან სწაფად დამიკავშირდნენ ქართული უწყებები. საქართელოს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის წარმომადგენელმა დეტალურად გამომკითხა ინფორმაცია. გავაგზავნე ყველა კონტაქტი, რომლებიც საქართველოში მქონდა, ტაქსების ჩათვლით, ასევე რესტორნებში გადაღებული ფოტოები. ბერიც კი გაგვახსენდა, რომელსაც მონასტერში ვეწვიეთ. ქართველები, ჩემი ინფორმაციით, ძალზედ გულდასმით ატარებდნენ ტესტირებას. 150 ადამიანი კარანტინში გადაიყვანეს იმ რესტორნების თანამშრომელთა ჩათვლით, სადაც ჩვენ ვიყავით. ასევე ის ბერიც, რომელმაც მომწერა, რომ თვითიზოლაციაში იმყოფებოდა.

– დღეს, როდესაც „თავისუფლებაზე გამოხვედით”, რას გეგმავთ?

– მყავს ორი პარატა შვილი. ერთი სული მაქვს როდის ვნახავ შვილებს და მეუღლეს. ფეხები, ხელები მაქვს და რაღაცნაირად თავს გავიტან. თავდაპირველად, რთული იქნება ეს ყოველივე.  

2020ნიუსი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“არ მსურდა ამ ფოტოების გამოქვეყნება, მაგრამ იძულებული გავხდი!” – ალექსი თირქია
ახალი ამბები

“არ მსურდა ამ ფოტოების გამოქვეყნება, მაგრამ იძულებული გავხდი!” – ალექსი თირქია

22:11 05-08-2025
„ვითხოვთ ახალ არჩევნებს?  უნდა ვთქვათ, რა ვადაში… თუ არჩევნებს არ დანიშნავს დე ფაქტო ხელისუფლება, მაშინ რას ვაპირებთ?“ – გედევან ფოფხაძე
ახალი ამბები

„ვითხოვთ ახალ არჩევნებს? უნდა ვთქვათ, რა ვადაში… თუ არჩევნებს არ დანიშნავს დე ფაქტო ხელისუფლება, მაშინ რას ვაპირებთ?“ – გედევან ფოფხაძე

18:40 04-24-2025
ახალი ამბები

„ამ კომპრომატს ფლობდა ლილუაშვილი კალაძეზე და სწორედ ამის გამო მოაშორა კალაძემ იგი, კობახიძის ხელით…ეს ტანდემი თავის ხელში იღებს იმას, რაც ადრე ღარიბაშვილსა და ლილუაშვილს ქონდათ ჩაგდებული“ – ბაბუნაშვილი

18:11 04-08-2025
„ნაფურთხი“ „ნაცი“„ქოცია“… ბოდიში ამ შედარებისთვის, მაგრამ ასე გამოდის“ – ლაშა ჩხარტიშვილი
ახალი ამბები

„ნაფურთხი“ „ნაცი“„ქოცია“… ბოდიში ამ შედარებისთვის, მაგრამ ასე გამოდის“ – ლაშა ჩხარტიშვილი

15:59 04-06-2025

ბიზნესი

„მთავარია გჯეროდეს“   თიბისის ახალი გზავნილი 
ახალი ამბები

„მთავარია გჯეროდეს“   თიბისის ახალი გზავნილი 

13:24 05-09-2025
როგორ მივხვდეთ, არის თუ არა ნახევარფაბრიკატი ჯანსაღი ხორცით დამზადებული? – რამდენიმე წესი
ახალი ამბები

როგორ მივხვდეთ, არის თუ არა ნახევარფაბრიკატი ჯანსაღი ხორცით დამზადებული? – რამდენიმე წესი

08:03 05-09-2025
თიბისის ბიზნესგანათლების პროგრამის ფარგლებში, მაისის თვის ტრენინგებზე რეგისტრაცია დაიწყო
ახალი ამბები

თიბისის ბიზნესგანათლების პროგრამის ფარგლებში, მაისის თვის ტრენინგებზე რეგისტრაცია დაიწყო

11:12 05-08-2025
თიბისის გადახდების მართვის ციფრულ სივრცეს მომხმარებლის ანალიტიკის ფუნქციონალი დაემატა
ახალი ამბები

თიბისის გადახდების მართვის ციფრულ სივრცეს მომხმარებლის ანალიტიკის ფუნქციონალი დაემატა

15:54 05-07-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved