რუსეთში ინსტაგრამის ანალოგის “როსგრამის” ჩაშვება დააანონსდა, ამის შესახებ ინტერნეტ-მარკეტოლოგმა ალექსანდრ ზობოვმა განახადა, – ინფორმაციას გამოცემა ტასს–ი ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, ინსტაგრამის რუსული ანალოგი ინტერნეტში 28 მარტს ჩაეშვება და პირველ რიგში, საიტზე წვდომა ექნებათ მხოლოდ TOP ბლოგერებს, სპონსორებსა და ინვესტორებს.
შეგახსენებთ, რომ 8 მარტს, რუსეთში “როსკომნადზორმა” კომპანია Meta-ს პლატფორმების, Facebook-ისა და instagram-ის დაბლოკვის შესახებ განაცხადა. რუსეთში instagram-ი 14 მარტს დაიბლოკა.
ამის შესახებ გავრცელებულ განცხადებაში წერია: “2022 წლის 28 მარტს ინსტაგრამის რუსული ანალოგი ამოქმედდება Android-ისა და iOS-ის ჩვეულებრივი ფუნქციებითა და მობილური აპლიკაციებით. მომხმარებლებს საიტზე წვდომა ექნებათ 2022 წლის აპრილში”.
კომენტარები