• რეკლამა
  • კონტაქტი
19:29, კვირა, 21 ივნისი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი მთავარი

“ინფიცირებულთა 1 პროცენტის გარდაიცვალებაა მოსალოდნელი, ამის აცილება შეუძლებელია” – თამარ გაბუნია

ალია ავტორი - ალია
14:31 08-19-2021
- მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
46

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ თამარ გაბუნიამ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა:

“გარდაცვალების მატების ყველაზე პირველი მიზეზი არის მაღალი შემთხვევები და ამ შემთხვევების მაღალ რაოდენობაში სულ მცირე 1% ვერ იმართება იმგვარად, რომ ლეტალური გამოსავალი თავიდან იქნეს აცილებული.

ჩვენი პრაქტიკიდან გამომდინარე სამწუხაროდ, გარდაცვალება არის შემთხვევების 1%-ში მაინც, რაც ნიშნავს იმას, რომ ყოველდღიურად თუ 5000 ადამიანი ინფიცირდება, აქედან მოსალოდნელი გარდაცვალება არის 50 შემთხვევა.

სამწუხაროდ, ამის აცილება უკვე დამდგარ შემთხვევებში შეუძლებელია. მოსალოდნელი მატება გარდაცვალების კუთხით შესაძლოა კიდევ იყოს მომდევნო დღეებში, რადგან როგორც იცით მოგვიანებით ხდება სიკვდილობის მატება. დამძიმებული შემთხვევები არის რეანიმაციულ განყოფილებაში, ყველაფერი კეთდება თუმცა, სამწუხაროდ, ეს გამოსავალი შესაძლებელია მაინც დადგეს.


შემთხვევების უდიდესი ნაწილი არის “დელტა“ შტამით გამოწვეული. ზოგადად მსოფლიოში არის არაერთგვაროვანი პოზიცია იმასთან დაკავშირებით რამდენად რეალურად იწვევს “დელტა“ შტამი სიკვდილიანობის მომატებას და არის გარკვეული მოსაზრებები იმაზე, რომ შესაძლოა, „დელტა“ შტამი უკავშირდებოდეს გაზრდილ სიკვდილიანობას. განსაკუთრებით გამომდინარე იქიდან, რომ ხანდაზმულებში, სადაც ძალიან სწრაფად ვრცელდება “დელტა“ ვირუსი მძიმე ფონური დაავადებების ფონზე უბრალოდ ვეღარ ხერხდება მზარდი რაოდენობით ინფიცირებული პირების გადარჩენა.


ჩაღრმავებული ანალიზი ტარდება მიმდინარე პერიოდში, მთელი რიგი საკითხებია გასათვალისწინებელი, ჩვენ გუშინაც გვქონდა კლინიკურ ჯგუფთან შეხვედრა და ეს ანალიზი მიმდინარეობს. ინფრასტრუქტურული გამართულობა და გამოცდილება დღეს სისტემას უფრო მეტი აქვს, ვიდრე ჰქონდა ნოემბერი-დეკემბრის პერიოდში.


პროპორციულად გარდაცვალების რაოდენობა არ იმატებს, მაინც ვრჩებით 1,3-1,4%-ის ფარგლებში, თუმცა აბსოლუტურ ციფრებში ეს, რა თქმა უნდა, ძალიან მაღალია, ძალიან საგანგაშოა და მიმდინარე პერიოდში ჩვენ კიდევ გვექნება ჩაღრმავებული ანალიზი ამასთან დაკავშირებით. გარდაცვალების მატების პირველი მიზეზი არის მაღალი შემთხვევები და ამ შემთხვევების მაღალ რაოდენობაში სულ მცირე 1% ვერ იმართება იმგვარად, რომ ლეტალური გამოსავალი თავიდან იქნეს აცილებული.


დაავადების ბუნებრივი მიმდინარეობა და ის, რომ ეტიოტროპული მკურნალობა ჯერჯერობით არ არსებობს კორონავირუსის წინააღმდეგ, იწვევს იმას, რომ პაციენტების გარკვეულ ჯგუფში ლეტალური გამოსავლის თავიდან აცილება ვერ ხერხდება.
შემთხვევების მართვის პრაქტიკა დღეს საქართველოში არის შესაბამისი ყველა იმ ცნობილ რეკომენდაციასთან, რომელიც მედიცინისთვის და მეცნიერებისთვის ნებისმიერ სხვა ქვეყანაში არის ცნობილი”


ცნობისთვის, ბოლო 24 საათში 57 კოვიდ ინფიცირებული გარდაიცვალა. 

თეგები: თამარ გაბუნია

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“გეგმის მთავარი სენსაცია – თურქეთი ახალქალაქს მთავარ ტექნოლოგიურ კოზირს ართმევს” – დათო გოჩავა
ახალი ამბები

“გეგმის მთავარი სენსაცია – თურქეთი ახალქალაქს მთავარ ტექნოლოგიურ კოზირს ართმევს” – დათო გოჩავა

16:42 06-02-2026
მოიტყუა თუ არა შსს–მ და რისთვის ითხოვს კლინიკაში მყოფი პოლიციელი პატიებას?
ახალი ამბები

მოიტყუა თუ არა შსს–მ და რისთვის ითხოვს კლინიკაში მყოფი პოლიციელი პატიებას?

16:09 05-29-2026
სეს: “ნიკორა ტრეიდი”  “ლიბრეში“ ვადაგასულ პროდუქციას ჰყიდდა
ახალი ამბები

სეს: “ნიკორა ტრეიდი” “ლიბრეში“ ვადაგასულ პროდუქციას ჰყიდდა

14:45 05-15-2026
„არანორმალურები კი არიან, მაგრამ ეგეთი სულელები არ არიან, ეგ გააკეთონ“ – რას გვიყვება გიორგი გუგავა?
ახალი ამბები

„არანორმალურები კი არიან, მაგრამ ეგეთი სულელები არ არიან, ეგ გააკეთონ“ – რას გვიყვება გიორგი გუგავა?

01:10 05-04-2026

ბიზნესი

PSP-ს კამპანია Cannes Lions-ის ორ ყველაზე პრესტიჟულ კატეგორიაში მოხვდა
ახალი ამბები

PSP-ს კამპანია Cannes Lions-ის ორ ყველაზე პრესტიჟულ კატეგორიაში მოხვდა

13:38 06-18-2026
თიბისიმ გენდერული თანასწორობისა და ლიდერობის სტრატეგიისთვის საერთაშორისო აღიარება მოიპოვა
ახალი ამბები

თიბისიმ გენდერული თანასწორობისა და ლიდერობის სტრატეგიისთვის საერთაშორისო აღიარება მოიპოვა

13:22 06-18-2026
ტირტირი - K-Beauty
ახალი ამბები

რატომ არის ტირტირი K-Beauty-ის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ბრენდი?

20:01 06-17-2026
ბინები ქობულეთში
ახალი ამბები

ბინები ქობულეთში – რატომ იზრდება მოთხოვნა და ღირს თუ არა ინვესტირება?

14:57 06-17-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved