აქციის მონაწილეებმა გამოხატეს სოლიდარობა და უპირობო მხარდაჭერა გმირი უკრაინელი ხალხის მიმართ და მკაცრად დაგმეს რუსეთის აგრესია. მისასალმებელია, რომ მთელი ცივილიზებული სამყარო გაერთიანდა აგრესორის წინააღმდეგ, რაც იმის საწინდარია, რომ უკრაინელი ხალხი გაიმარჯვებს და შესძლებს დაიკავოს ღირსეული ადგილი დემოკრატიულ სამყაროში.
დიდება უკრაინას და გმირ უკრაინელ ხალხს! დიდება საქართველოს!
ამასთან, ჩვენი ცენტრი საქართველოში მყოფ უკრაინის მოქალაქეებს სთავაზობს უფასო ტესტირებას COVID-19-ზე და/ან ნებისმიერი სახის პროფილურ სამედიცინო მომსახურებას – აცხადებს კლინიკა.
კომენტარები