• რეკლამა
  • კონტაქტი
02:01, სამშაბათი, 15 სექტემბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

ინფექციური საავადმყოფოს თანამშრომლები სიცოცხლის რისკის ფასად ემსახურებიან პაციენტებს – თენგიზ ცერცვაძე

ალია ავტორი - ალია
18:44 02-29-2020
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
36

„არსებობს ზნეობრივი კოდექსი და ჩვენ ჩავთვალეთ რომ გუშინ „მთავარმა არხმა“ არამარტო დაარღვია ზნეობრივი კოდექსი, არამედ გადალახა წითელი ხაზი“, – ეს განცხადება მედიასთან ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა თენგიზ ცერცვაძემ გააკეთა.

მისი თქმით, „მთავარმა არხმა“ გაავრცელა დეზინფორმაცია. „ცილისმწამებლური დეზინფორმაცია, რომელიც შეიცავდა ერთი – ფაქტობრივ ტყუილს, მეორე – დაუმსახურებელ შეურაცხჰყოფას ინფექციური პათოლოგიისა და შიდსის ცენტრის კოლექტივის მიმართ. რომელიც ყველამ იცის რომ მთელი თვეა საკუთარი სიცოცხლის, ჯანმრთელობის რისკის ფასად ემსახურებიან პაციენტებს 24 საათიან რეჟიმში.

ეს კოლექტივი გამოირჩევა განსაკუთრებული გულისხმიერებით და პაციენტების მოვლის განსაკუთრებული თვისებებით და თვითშეგნებით, მაღალი პროფესიონალიზმით. ამ კოლექტივზე თქმა რომ უყურადღებოდ მიატოვეს პაციენტები, რომ 10 საათიდან არავინ შესულა პაციენტებთან, რაც არის აბსოლუტური სიცრუე, სულ იქ ტრიალებენ ექიმები.

რაც შეეხება თერმომეტრებს – მათი საჭიროზე მეტი რაოდენობაა და თითოეული მათგანი დევს სადეზინფექციო სითხეში. ან როგორ შეიძლება პაციენტმა,რომელიც ბოქსში წევს და არ აქვს ბოქსის დატოვების უფლება, სცოდნოდა სხვა სითხებში ჩდებული ვისი თერმომეტრებით უზომავენ პაციენტებს სიცხეს. ყველაფერი ამით „მთავარმა არხმა“ არამარტო შეურაცხყოფა მიაყენა ცენტრის კოლექტივს, არამედ – საფრთხე შეუქმნა საქართველოს მოსახლეობას და განსაკუთრებით მოსახლეობის იმ ნაწილს, ვისაც დღეს აღენიშნება ან შეიძლება აღენიშნებოდეს რესპირაციული ვირუსის სიმპტომები და არ მოვიდნენ გამოსაკვლევად ცენტრში. „მთავარი არხი“ თუ გააკეთებს ამის დეზაუირებას, გავაგრძელებთ თანამშრომლობას“, – აღნიშნა თენგიზ ცერცვაძემ.

ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა მარინა ეზუგბაიამ ტელეკომპანია „მთავარი არხი“ კორონავირუსზე შეკვეთილი სიუჟეტის მომზადებაში დაადანაშაულა და ჟურნალისტებთან კომენტარის გაკეთებაზე უარი განაცხადა. მისი თქმით, ის ჟურნალისტებს არაფერს ეტყვის მანამ, სანამ ინფექციური საავადმყოფოს ტერიტორიას „მთავარი არხის“ გადამღები ჯგუფი არ დატოვებს.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026

ბიზნესი

თბილისი მოლის განცხადება
ახალი ამბები

“თბილისი მოლი”, “დეზერტირების ბაზრობის” ტერიტორიაზე გადაუდებელ, მასშტაბურ სამუშაოებთან დაკავშირებით, განცხადებას ავრცელებს

15:04 09-14-2026
განახლებული ინტეგრაციის სერვისი თიბისის ბიზნესმომხმარებლებისთვის
ახალი ამბები

განახლებული ინტეგრაციის სერვისი თიბისის ბიზნესმომხმარებლებისთვის

14:29 09-14-2026
AD Black Sea 2026-ის გრან პრის მფლობელი კვლავ PSP გახდა
ახალი ამბები

AD Black Sea 2026-ის გრან პრის მფლობელი კვლავ PSP გახდა

13:34 09-14-2026
მოემზადე ახალი სასაწავლო წლისთვის და ჩაერთე სილქნეტის შეთავაზებაში
ახალი ამბები

მოემზადე ახალი სასაწავლო წლისთვის და ჩაერთე სილქნეტის შეთავაზებაში

13:23 09-14-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved