ჟურნალისტი ეკა მიშველაძე „ტვ პირველში“ იწყებს მუშაობას. ამის შესახებ არხის დირექტორი, ინგა გრიგოლია წერს:
„ჩემი მეგობარი და კოლეგა,საკუთარი საქმის პროფესიონალი, სამსახურიდან პოლიტიკური ეჭვიანობით გამოშვებული. უმაგრესი გოგო, დღეიდან უკვე ტვ პირველის თანამშრომელია.
კეთილი იყოს შენი ფეხი ჩვენს გუნდში. ისე მიხარიხარ, ისე, ისე, რომ გული მიჩუყდება.
ერთად რომ ბევრ საინტერესო რამეებს გავაკეთებთ, ეგ კიდევ უფრო მაბედნიერებს.
ხვალიდან გამოცხადდი სამსახურში – პატივისცემით უკვე შენი დირექტორი ი.გ“
ინგა გრიგოლიას ფეისბუქითვე გამოეხმაურა ეკა მიშველაძე:
„კარგი ამბების დრო დადგა, როგორც იქნა! ვისაც ეს გამოუცდია იცის, რა ძნელია საყვარელი საქმის გარეშე დარჩენა. ახალი და ძალიან მაგარი ამბები გველის უმაგრეს გუნდთან ერთად #ტვპირველზე ჩემს საამაყო მეგობრებთან და კოლეგებთან! ინგა გრიგოლია ამ სიხარულს ვერანაირი სიტყვებით გამოვხატავ! უბრალოდ გეტყვი- ადამიანების რწმენა დამიბრუნე p.s. ხვალ გამოვცხადდები სამუშაოზე დროულად “
კომენტარები