ინდოეთის ჩრდილოეთით, ქალაქ ჩენაიში პოლიციელებმა კოვიდ-19-ის მსგავსი მუზარადების ტარება დაიწყეს, რათა ამით ადამიანები დაარწმუნონ იმაში, რომ სახლში დარჩნენ.
როგორც გამოცემა ANI წერს, მუზარადები ადგილობრივმა მხატვარმა გაუტამამ შექმნა. ის ამბობს, რომ საზოგადოება ეპიდემიას სერიოზულად არ აღიქვამს და პოლიციელებს 24 საათის განმავლობაში უწევთ საზოგადოებას აუხსნან არსებული პირობები. პოლიციელები ამბობენ, რომ კორონავირუსის მუზარადები მუშაობს განსაკუთრებით ბავშვებზე, რომლებიც სთხოვენ მშობლებს, რომ სახლში წავიდნენ, რადგან ვირუსის მოლეკულური ფორმა მათ აშინებთ.
„პრაიმტაიმი“
კომენტარები