• რეკლამა
  • კონტაქტი
07:09, ოთხშაბათი, 2 ივლისი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

იმპიჩმენტის პროცესი ქვეყნის ევროინტეგრაციის საბოტაჟს ახდენს – TI

ალია ავტორი - ალია
14:46 10-18-2023
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
104

არასამთავრობო ორგანიზაცია “საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს” შეფასებით, სალომე ზურაბიშვილის მიმართ დაწყებული იმპიჩმენტის პროცესი ქვეყნის ევროინტეგრაციის საბოტაჟს ახდენს და პარლამენტარებს მოუწოდებს, იმოქმედონ ქვეყნისა და ხალხის ეროვნული ინტერესების შესაბამისად.

საქართველოს პარლამენტი განიხილავს პრეზიდენტის იმპიჩმენტის საკითხს. იმპიჩმენტის „სადამსჯელო” პროცედურა მმართველმა პარტიამ იმ მოტივით წამოიწყო, რომ სალომე ზურაბიშვილი მთავრობის თანხმობის გარეშე გაემგზავრა ევროპული სახელმწიფოების და ევროკავშირის უმაღლეს თანამდებობის პირებთან შეხვედრებზე. საზოგადოებისათვის, მათ შორის, ევროპელი პარტნიორებისთვის ცნობილია, რომ სალომე ზურაბიშვილის ვიზიტები ქვეყნის ევროინტეგრაციის მიზანს ემსახურებოდა. შესაბამისად, მიგვაჩნია, რომ მმართველი გუნდის გადაწყვეტილება ამ საფუძვლით საქართველოს პრეზიდენტის იმპიჩმენტის პროცედურის წამოწყებასთან დაკავშირებით პირდაპირ აზიანებს საქართველოს ევროპული ინტეგრაციის უმნიშვნელოვანეს პროცესს, მით უფრო, იმ პირობებში, როდესაც ქვეყანა ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მიღებაზე ევროკომისიის ანგარიშის მოლოდინშია.

იმპიჩმენტის პროცედურა შესაძლოა ამ პროცესის საბოტაჟის მცდელობად იქნას აღქმული, მითუმეტეს იმ პირობებში, როდესაც მმართველ ძალას მიტაცებული აქვს თითქმის ყველა სახელმწიფო ინსტიტუტი და მათზე სრულ კონტროლს ახორციელებს.

მოვუწოდებთ, პარლამენტის წევრებს იმოქმედონ ქვეყნის და ხალხის ეროვნული ინტერესების შესაბამისად, მხარი არ დაუჭირონ პრეზიდენტის იმპიჩმენტის გადაწყვეტილებას და საფრთხე არ შეუქმნან ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მიღების წინააღმდეგ მიმდინარე პროცესს – აღნიშნულია განცხადებაში.

თეგები: საერთაშორისო გამჭვირვალობა

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

პირადი: რამდენი წლის უნდა იყოს საქართველოს პრეზიდენტი? – წერილი „ალიას“
ახალი ამბები

„ღამის კეთილშობილი განგსტერი“ – დასასრული

21:09 07-01-2025
ახალი ამბები

„ძალიან ეფექტური თამაში ითამაშა ტრამპმა – საუკეთესო პარტნიორები მტრებად და კონკურენტებად აქცია“ – რა უყვება „ალიას“ კოტე კემულარია?

17:02 07-01-2025
„ეს ჩანაწერები ივანიშვილთან მიაქვთ და უყურებს და ბედნიერია“ – გიორგი გახარია
ახალი ამბები

,,ბიძინა თვლის, რომ სწორედ გახარიამ დააკარგვინა 25 მილიარდი და ამას არ აპატიებს…” – კონრად ბაბუნაშვილი

22:50 06-25-2025
„გაპი@დეთ“ – 11 მითი 20 ივნისის სისხლიან ღამეზე და „ალიას“ შეგროვებული რეალური ფაქტები!
ახალი ამბები

„გაპი@დეთ“ – 11 მითი 20 ივნისის სისხლიან ღამეზე და „ალიას“ შეგროვებული რეალური ფაქტები!

17:24 06-20-2025

ბიზნესი

27 ოქტომბრის 00:00 საათიდან, თავისუფლების მოედანზე ტრანსპორტის მოძრაობა დროებით შეიზღუდება
ახალი ამბები

თბილისის მერიამ საქართველოსა და ქვეყნის გარეთ კლინიკებში ოპერაციებისა და კვლევების ჩატარების 100 000-ზე მეტი შემთხვევა დააფინანსა

18:13 07-01-2025
გაანაღდე ფულადი გზავნილი თიბისის ინტერნეტ ან მობაილბანკში და მიიღე შანსი, რომ დასაჩუქრდე
ახალი ამბები

გაანაღდე ფულადი გზავნილი თიბისის ინტერნეტ ან მობაილბანკში და მიიღე შანსი, რომ დასაჩუქრდე

16:32 07-01-2025
თიბისი კაპიტალმა ყოველთვიური მაკროეკონომიკური მიმოხილვა გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა ყოველთვიური მაკროეკონომიკური მიმოხილვა გამოაქვეყნა

14:08 07-01-2025
თიბისის მხარდაჭერით ახალი თაობის ფეხბურთელები გიორგი მამარდაშვილს შეხვდნენ
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით ახალი თაობის ფეხბურთელები გიორგი მამარდაშვილს შეხვდნენ

13:34 07-01-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved