• რეკლამა
  • კონტაქტი
00:01, შაბათი, 29 აგვისტო, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ბიზნესი

“იმპექსში” ყოველკვირეული, უპრეცედენტო შეთავაზებები იწყება

ალია ავტორი - ალია
09:00 07-01-2022
- ბიზნესი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
853

“იმპექსის” სააფთიაქო ქსელში მომხმარებლებისთვის ყოველკვირეული, განსხვავებული და ჯერ არნახული აქციების და ფასდაკლებების შეთავაზებები დაიწყო თავის მოვლის საშუალებებზე, ბავშვთა კვებისა და აქსესუარების კატეგორიის სრულ ასორტიმენტზე.

განსაკუთრებული ფასდაკლებებით სარგებლობა შესაძლებელია მთელი თვის განმავლობაში ყოველკვირეულად განსხვავებული კატეგორიის პროდუქციაზე, „იმპექსის“ 100-ზე მეტ აფთიაქში მთელი საქართველოს მასშტაბით ყველა რეგიონში:

  • ყოველი თვის I კვირა (1 – 7 რიცხვი): უპრეცედენტო ფასდაკლება ბავშვთა მოვლის, კვების და აქსესუარების ბრენდებზე;
  • ყოველი თვის II კვირა (8 – 14 რიცხვი): თმის მოვლის პროდუქციის კვირეული;
  • ყოველი თვის III კვირა (15 – 21 რიცხვი): ტანის მოვლის ბრენდებზე საუკეთესო ფასები;
  • ყოველი თვის IV კვირა (22 – 31 რიცხვი): პირის ღრუს მოვლის პროდუქციის კვირეული.

შეთავაზებებით სარგებლობა „იმპექსის“ ლოიალობის – ფასდაკლებისა და დაგროვების – ელექტრონული „ზე ბარათის“ გამოყენებით არის შესაძლებელი. ბარათის მომხმარებელს საშუალება აქვს შეიძინოს მისთვის სასურველი პროდუქცია ფასდაკლებით და პარალელურად დააგროვოს სხივები/ქულები – რომელთა გადაცვლა შესაძლებელია ქსელში წარმოდგენილ ნებისმიერ პროდუქციაზე. ბარათზე ზოგად სქემასთან ერთად დამატებით მოქმედებს: მშობელთა, პენსიონერთა, დევნილთა და ტურისტთა სქემები. თითოეული სქემის ბენეფიციარისთვის კი შექმნილია მომხმარებლის ინდივიდუალურ საჭიროებებზე მორგებული შეთავაზებები.

 

„იმპექსის“ სააფთიაქო ქსელი დაარსების დღიდან ერთ-ერთ მოწინავე პოზიციას იკავებს ფარმაცევტულ სექტორში მომხმარებლისათვის მედიკამენტების ფართო ასორტიმენტის შეღავათიან ფასად შეთავაზების მიმართულებით. „იმპექსი“ ერთ-ერთი პირველია ფარმაცევტულ სექტორში, რომელმაც დაიწყო თურქეთიდან მედიკამენტების იმპორტი საქართველოში და 80%-მდე ფასდაკლებული ღირებულებით შესთავაზა ქართველ მომხმარებლებს. „იმპექსში“ თურქეთიდან იმპორტირებული 100-მდე დასახელების მედიკამენტის შეძენაა შესაძლებელი მთელი საქართველოს მასშტაბით ყველა რეგიონში.

„იმპექსის“ სააფთიაქო ქსელში წარმოდგენილია საერთაშორისოდ აღიარებული სერთიფიკატების მქონე, ნატურალური და ორგანული კოსმეტიკური ბრენდები ევროპის წამყვანი ქვეყნებიდან – საფრანგეთიდან, გერმანიიდან, იტალიიდან და ა.შ. აღნიშნული ბრენდები დიდი პოპულარობით სარგებლობს ევროპაში და სწორედ „იმპექსმა“ შეძლო მათი ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა ქართველი მომხმარებლებისთვის.

დღესდღეობით „იმპექსფარმი“ახორციელებს ექსკლუზიური მედიკამენტების, სამედიცინო ტექნიკის, კოსმეტიკის, კანისა და თმის მოვლის საშუალებების იმპორტს მსოფლიოს 40-ზე მეტი ქვეყნიდან. „იმპექსფარმი“ თანამშრომლობს მსოფლიოს წამყვან მედიკამენტების მწარმოებელ კომპანიებთან, რომლებიც საერთაშორისო ფარმაცევტული სტანდარტით(GMP) აწარმოებენ მედიკამენტებს. კომპანია ფლობს საერთაშორისო ხარისხის სერტიფიკატს – ISO 9001:2015 და სანდო რეპუტაციით სარგებლობს პარტნიორ კომპანიებში.

„იმპექსის“ სააფთიაქო ქსელი მუდმივად ცდილობს შეასრულოს ბრენდის დაპირება და ექსკლუზიური შეთავაზებებით, კომფორტული გარემოს შექმნით, მომხმარებელზე მორგებული სერვისების განვითარებით და მაღალხარისხიანი მომსახურებით განაწყოს მომხმარებლები სიცოცხლისთვის, ჯანმრთელობისთვის და სილამაზისთვის.

დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ „იმპექსის“ Facebook გვერდს: https://www.facebook.com/ImpexPharmacy

ცხელი ხაზი: 032 2 31 31 00

#განეწყვესიცოცხლისთვის

#განეწყვეჯანმრთელობისთვის

თეგები: იმპექსი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026

ბიზნესი

გაიაქტიურე 28 აგვისტოს სილქფესტის სასურველი პაკეტი სპეციალურ ფასად!
ახალი ამბები

გაიაქტიურე 28 აგვისტოს სილქფესტის სასურველი პაკეტი სპეციალურ ფასად!

09:00 08-28-2026
სელფიმ საუკეთესო ციფრული გამოცდილებისთვის ჯილდო მიიღო 
ახალი ამბები

სელფიმ საუკეთესო ციფრული გამოცდილებისთვის ჯილდო მიიღო 

17:19 08-26-2026
თიბისის მხარდაჭერით, „ამბარი“ მაღაზიათა ქსელს აფართოებს
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით, „ამბარი“ მაღაზიათა ქსელს აფართოებს

16:37 08-26-2026
თიბისის მორიგი ჯილდო Global Finance-ისგან
ახალი ამბები

თიბისის მორიგი ჯილდო Global Finance-ისგან

14:52 08-26-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved