ტელეკომპანია “იმედის” ჟურნალისტს კორონავირუსი დაუდასტურდა. ინფიცრებულია გადაცემა “იმედის დილის” წამყვანი, ზურაბ ბალანჩივაძე. ინფორმაციას ამის შესახებ ტელეკომპანია ავრცელებს.
ცნობილია, რომ იდენტიფიცირებულია პაციენტის ყველა კონტაქტი და ამჟამად ისინი თვითიზოლაციაში იმყოფებიან.
ტელეკომპანიას უკვე ჩაუტარდა ადეზინფექციო სამუშაოები და არხი მუშაობას ჩვეულ რეჟიმში განაგრძობს.
კომენტარები