• რეკლამა
  • კონტაქტი
16:18, ორშაბათი, 13 ივლისი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“იმედია, ახლა არ დაიწყებთ ქოცი ან ნაცი ხარო – არ მაინტერესებს ვის წისქვილზე დაასხამს წყალს”

ალია ავტორი - ალია
05:47 10-24-2020
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
31

ქართველი სოპრანო თამარ ივერი სოციალურ ქსელში წერს: 

“რა განცხადებებია არ მესმის, არიქა!! რადგან უკვე ქვეყანაში იმ დონეზე მივედით რომ ბანკში ტერორისტი შევარდა და მძევლები აიყვანა….ეს უკვე ქვეყნის დასასრულია, სახელმწიფო ჩამოიშალა!! ჩამოინგრა!! განადგურდა!! . მოკლედ, ფრაზა: სახელმწიფო ჩამოიშალა! ჩვენი სახელმწიფოებრიობა ჩამოინგრა!!! დღეს მთელი დღეა ტრიალებს ეთერში.

გასაგებია რომ მოხდა ძალიან ამაზრზენი რამ, მაგრამ ჩემთვის სახელმწიფოს ჩამოშლა ცოტა სხვა რამეა, ცოტა სხვა ინსტიტუტების, ღირებულებების, ტრადიციების, სულიერი და მორალური დაცემა. რა ვიცი, რაც მე ავსტრიაში ვცხოვრობ ერთი მინიმუმ ათჯერ მაინც მახსოვს ასეთი მსხვილი საქმეები: ბანკში მძარცველების შევარდნები და მძევლების აყვანა.

ბოლოს “ბავაგის”ბანკში 3დღე ჰყავდა გამოკეტილი ტერორისტს ხალხი. გერმანიაში კიდევ რამდენჯერ…. ასევე პარიზშიც 2 ჯერ შევსწრებივარ ასეთ ტერორისტულ აქტს. მთელი ცენტრი გადაკეტილი იყო, მაგრამ არც ერთი პოლიტიკოსის ან მოქალაქის მიერ ტელევიზიით არ გაჟღერებულა რომ არიქა, ავსტრიის სახელმწიფო, გერმანია ან საფრანგეთი ჩამოიშალა და გაპარტახების პირასაა ამ ფაქტით და ამ მთავრობის შემხედვარე. პირიქით, ხელს უწყობდნენ ძალოვანებს დანაშაულის აღმოფხვრაში, თვლიდნენ რომ ასეთი გიჟი და ტერორისტი ყველა ქვეყანაში შეიძლება აღმოჩნდეს და აზრად არ მოსდიოდათ პოლიტიკოსებს ან მოქალაქეებს ტელევიზიით ქვეყნის მთავრობა დაედანაშაულებინათ ასეთ აქტებში და ქვეყნის “ამ დონემდე” მიყვანაში.

არ მოსწონთ მათი მთავრობა? კი ბატონო…. წყნარად, არჩევნებზე არ მისცემენ ხმას, მაგრამ გამონათქვამებს: ჩვენი სახელმწიფო ჩამოიშალა! განადგურდა! გაპარტახდა! ჩამოინგრა!! ძალიან ერიდებიან და არ აკადრებენ მათ ქვეყანას!! რატომ? რატომ და იმიტომ რომ, მათ საუბრის რაღაც სხვა, მაღალზნეობრივი და ღირსეული თამასა აქვთ.

ასევე, მიტინგის ჩვეულებრივ დარბევასაც (ლაპარაკი არ არის სისხლიან დარბევაზე) ისე განვიცდით და ისე ერის ტრაგედიად ვიღებთ რომ ვთვლით რომ უკვე: ერი დაემხო, აპოკალიფსის ჟამი მოგვადგა კარს,მთელი მთავრობა გადასაყენებელია ამის გამო… და ა.შ არადა, ასევე ევროპის ქვეყნებშიც წამდაუწუმ იგივე ხდება და მერწმუნეთ, ბევრად მეტად და ბევრად სასტიკად. (პარიზში მეც მოვყევი ერთხელ შემთხვევით) მაგრამ, ამის გამო მათი ქვეყნის და მთავრობის დასასრულს არ აანონსებენ. პირიქით,ცდილობენ რომ არ დანებდნენ, კვლავ შეიკრიბონ, შემოიკრიბონ საერთაშორისო მედია და ხალხი და ამით მიაღწიონ მათი მოთხოვნების შესრულებას. ასე რომ, ერთი კი არა, ვერც ათი და ვერც ოცი ტერორისტი სახელმწიფოს და მის სტრატეგიას ვერ ჩამოშლის!!!!!

ნუ ვაზვიადებთ და ვამძაფრებთ გამონათქვამებს!! ნუ ვთესავთ ისედაც დასტრესილ ხალხში კიდევ უფრო დიდ პანიკას ისეთი შემთხვევების გამო,როგორებიც ევროპის წამყვან ქვეყნებშიც კი დღისით მზისით მზესუმირასავით ხშირად ხდება!!!!

(იმედია, ახლა ამ პოსტით არ დაიწყებთ ქოცი ან ნაცი ხარო…რაც ფაქტია და რაც საკუთარი თვალით მინახავს და მომისმენია….მხოლოდ იმას აღვნიშნავ და არ მაინტერესებს ვის წისქვილზე დაასხამს ის წყალს)”

თეგები: თამარ ივერი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“არ სცნოთ არჩევენები, რომლებიც დემოკრატიულ სტანდარტებს არ აკმაოფილებენ” – რა წერია ეუთო-ს დეკლარაციაში?
ახალი ამბები

“არ სცნოთ არჩევენები, რომლებიც დემოკრატიულ სტანდარტებს არ აკმაოფილებენ” – რა წერია ეუთო-ს დეკლარაციაში?

15:14 07-08-2026
ახალი ამბები

12–შვილიანი დედის დახმარებას მოქალაქეები მერს სთხოვენ

01:04 07-08-2026
კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

,, სხვა საშველი ჩვენ არ გაგვაჩნია” – კახა მიქაია

23:22 06-24-2026
„ნაცებმა მორგში მკვდრებზე ბორკილებით მიაბეს, ქოცებმა ჩამოკიდეს“ – რას უყვება „ალიას“ გიორგი ლილუაშვილი ლაზარე (ზურაბ) ჯორბენაძის ბურუსით მოცულ გარდაცვალებაზე?
ახალი ამბები

„ნაცებმა მორგში მკვდრებზე ბორკილებით მიაბეს, ქოცებმა ჩამოკიდეს“ – რას უყვება „ალიას“ გიორგი ლილუაშვილი ლაზარე (ზურაბ) ჯორბენაძის ბურუსით მოცულ გარდაცვალებაზე?

20:18 06-21-2026

ბიზნესი

ივნისის განახლებები თიბისის მობაილბანკში – გამოსცადე ახალი შესაძლებლობები და მიიღე ფულადი პრიზების მოგების შანსი
ბიზნესი

ივნისის განახლებები თიბისის მობაილბანკში – გამოსცადე ახალი შესაძლებლობები და მიიღე ფულადი პრიზების მოგების შანსი

18:05 07-11-2026
ქართული ბენტონიტი მსოფლიო ბაზარზე – „ასკანგელ ალიანსი“ ინდუსტრიას თიბისისთან ერთად ავითარებს
ახალი ამბები

ქართული ბენტონიტი მსოფლიო ბაზარზე – „ასკანგელ ალიანსი“ ინდუსტრიას თიბისისთან ერთად ავითარებს

13:36 07-10-2026
სრული სვლით საგანძურისკენ – 200 000 მოთამაშე, 40 გამარჯვებული და ბევრი თავგადასავალი თიბისის მობაილბანკში
ახალი ამბები

სრული სვლით საგანძურისკენ – 200 000 მოთამაშე, 40 გამარჯვებული და ბევრი თავგადასავალი თიბისის მობაილბანკში

12:42 07-10-2026
ლიტერატურული პრემია “საბას” 2026 წლის ფინალისტები ცნობილია – თიბისი
ახალი ამბები

ლიტერატურული პრემია “საბას” 2026 წლის ფინალისტები ცნობილია – თიბისი

14:27 07-09-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved