• რეკლამა
  • კონტაქტი
04:18, შაბათი, 8 აგვისტო, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“იმედი L” ყველაზე დედააფეთქებული კომპანია ხარ, სად მიძვრები, თუ ვერ აფინანსებ?”

ალია ავტორი - ალია
20:03 05-19-2020
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
385

ჟურნალისტი, ლაურა აბრამია, სოციალურ ქსელში, წერს:

“ცოტა შორიდან დავიწყებ, ნუ საიდანაც ვართ დაზღვეულები ყოველ 10 თვეში დაგვაპორწიალებენ ერთი სადაზღვევო კომპანიიდან მეორეში, ერთი ნაკლებად წყალწაღებულიდან უფრო წყალწაღებულში, იმიტომ რომ უჭირს სახელმწიფოს, იმიტომ რომ უკანალში ვართ…. სანამ სადაზღვევო შეგვეცვლება კიდევ საუკეთესო შემთხვევაში სულ ცოტა ერთი თვე ჰაერში ვართ, ესაა დეკემბერ-იანვარი, ხოდა ძლივს რომ მივეჩვიეთ ვთქვათ სადაზღვევო “ალფას” ცოტა გავიგეთ რომელი ოჯახის ექიმია მეტად აზრზე მოსული რომ ზუსტად დაგიწეროს რა გჭირდება, (ექიმთან გიჟის მეტი არავინ მიდის აბა ზედმეტ წამლებზე) ხოდა იგებ რომ ახლა “იმედი ლ”ში ხარ დაზღვეული და ახლა აქ უნდა მოშინაურდე და აუხსნა ყველაფერი თავიდან, რატომ რისთვის გინდა ეს გეგმიური პრეპარატები.

ამ პროცესში ვიყავი გუშინ “ევექსში” რომ მაყურყუტეს არარსებული სიცხის გამო, ძლივს ოჯახის ექიმს შევხვდი, ძალიან გულისხმიერს ვერაფერს ვიტყვი, შემდეგ ჩემს ბედზე ჩემი მკურნალი ექიმი ამ შენობაში აღმოჩნდა და გამომიწერა ეს ჩემი წამლები, მითხრეს რომ სადაზღვეოს გადაეგზავნება და ელექტრონულად მომივა შეტყობინება რაც აფთიაქში უნდა წარვადგინო და ეს აწ უკვე იმედი-ლ-ისგან ნაწილობრივ დაფინანსებული წამლები შევიძინო.

იმდენი ხანი რომ მომიწია კლინიკაში მცდარი თერმოსკრინინგის გამო და რომ მშიოდა და მწყუროდა და დედა მინდოდა ამაზე ვწერდი გუშინ, ნახევრადხუმრობით, ხოდა გაგრძელება, ახლა გარს ვუვლი ბატონო დელისთან აფთიაქებს სმს რეცეპტების მომლოდინე, მაგრამ ბოდიში და ვირისთავფეხი ესემესი მომივიდა, მხოლოდ 2 ნუ არც ისე ძვირადღირებულ პრეპარატზე მივიღე, ვიყიდე და წამოვედი, აგვიანებს და მომივათქო, მაგრამ დღეს დილასაც ვირისთავფეხი რეცეპრები დამხვდა ჩემს ტელეფონში ….

და ვიცი ეს რომ იმედი-L – ის ხრიკებია, რაც ცოტა ძვირადღირებულია არ ფინანსდება, ვესაუბრე კიდეც და წავუკითხე მორალური შინაარსის ლექცია, ეს მაგათთვის იავნანა და ამაოდ საუბარია მართალია, რასაც აქაც გავიმეორებ
იმედი-ლ, შენ მე არაფერს არ მჩუქნი, ჩემი ოჯახის ბიუჯეტი, მოთმინება და ნერვებია ჩადებული ამ ყველაფერში, დაუღალავი შრომა, ნორნალურ სახელმწიფოში რომ ვცხოვრობდე, აი ეს არაფრისმომცემი ჩემთვის საუბარი არ უნდა მიწევდეს თქვენთან და მაინც, აქაც გეტყვით, თუკი ჩემი ძირითადი და მნიშვნელოვანი წამლები არ დამიფინანსდება, (რასაც სხვათაშორის “ალფა” მიფინანსებდა ჩვეულებრივ და “მედალფა” ყველაზე მობილიზებულია ამ საკითხში, მინდა აღვნიშნო)
თუკი ასე უნდა ვარკვიოთ ყოველი წამლის დაფინანსების საკითხი, იმიტომ რომ სახელმწიფო, წამლის კომპანიები და თქვენ ვერ რიგდებით ერთმანეთში, რას გვაწვალებთ ? ადამიანები დღე და ღამე მუშაობენ ამისთვის და კიდევ ყელგამოწეულებმა გეხვეწოთ? არიქა ცუდად ვარ და წამალი დამიფინანსე !…. სად მიძვრები თუ ვერ აფინანსებ მკურნალობის ხარჯებს, თქვი უარი, ააა, ვიცი, ძალით გატენიან ჩვენს თავებს, იმიტომ რომ ჩვენ ქვეყანა არ ვართ ! .. და ბოლოს ყველაზე დედააფეთქებული სადაზღვევო კომპანია ხართ თქვენ და რა ვიცი კიდევ ერთხელ გითხარით ახლა ეს, თორემ ისედაც გეცოდინებათ და ბევრი გეუბნებათ ესეც ვიცი მადლობა, ნახვამდის”

ლაურა აბრამია

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“მძიმედაა საქმე საპატრიარქოსთან მიმართებაში – აგრერიგ პატივაყრილი სამღვდელოება ჯერ არ მინახავს” – იოსებ ბაჩიაშვილი
ახალი ამბები

“მძიმედაა საქმე საპატრიარქოსთან მიმართებაში – აგრერიგ პატივაყრილი სამღვდელოება ჯერ არ მინახავს” – იოსებ ბაჩიაშვილი

14:48 08-05-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026
ახალი ამბები

12–შვილიანი დედის დახმარებას მოქალაქეები მერს სთხოვენ

01:04 07-08-2026
კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

,, სხვა საშველი ჩვენ არ გაგვაჩნია” – კახა მიქაია

23:22 06-24-2026

ბიზნესი

„საგანძურის მარათონში“ ახალი თვე დაიწყო – ახალი შანსები, ახალი გამარჯვებულები და 250 000-ლარიანი საპრიზო ფონდი
ახალი ამბები

„საგანძურის მარათონში“ ახალი თვე დაიწყო – ახალი შანსები, ახალი გამარჯვებულები და 250 000-ლარიანი საპრიზო ფონდი

13:05 08-06-2026
თიბისის მობილბანკიდან ლონდონის საფონდო ბირჟაზე ინვესტირება უკვე ელემენტარულია
ახალი ამბები

თიბისის მობილბანკიდან ლონდონის საფონდო ბირჟაზე ინვესტირება უკვე ელემენტარულია

14:49 08-05-2026
თიბისიმ Global Finance-ისგან კიდევ ერთი საერთაშორისო ჯილდო მიიღო
ახალი ამბები

თიბისიმ Global Finance-ისგან კიდევ ერთი საერთაშორისო ჯილდო მიიღო

13:02 08-05-2026
მზეს ვერ დაემალები – PSP-ს საზაფხულო კამპანია მზისგან დაცვის აუცილებლობას გვახსენებს
ახალი ამბები

მზეს ვერ დაემალები – PSP-ს საზაფხულო კამპანია მზისგან დაცვის აუცილებლობას გვახსენებს

12:55 08-05-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved