• რეკლამა
  • კონტაქტი
14:44, ოთხშაბათი, 23 სექტემბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“იმავე ღამეს სადიგოვი აზერბაიჯანში გადაიყვანეს” – „სოციალური სამართლიანობის ცენტრმა“ აფგან სადიგოვის საქმეზე სტრასბურგის სასამართლოში კიდევ ერთი საჩივარი წარადგინა

ალია ავტორი - ალია
13:56 09-23-2026
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
სადიგოვი
Facebook-ზე გაზიარება
29

სოციალური სამართლიანობის ცენტრმა აფგან სადიგოვის საქმეზე ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში კიდევ ერთი საჩივარი წარადგინა. საჩივარი ეხება 2026 წლის 5 აპრილს ფეისბუქის პოსტის გამო მის სამართალდამრღვევად ცნობასა და საქართველოდან აზერბაიჯანში გაძევებას. – ამის სესახებ ინფორმაციას სოციალური სამართლიანობის ცენტრი ავრცელებს.

მათივე თქმით, საჩივარი დამოუკიდებელია იმ საქმისგან (განაცხადი №36296/24), რომელიც ამჟამად ევროპულ სასამართლოში განიხილება და რომელიც საექსტრადიციო პროცედურებს, ჟურნალისტის პატიმრობასა და კონვენციის 34-ე მუხლის შესაძლო დარღვევას შეეხება.

როგორც „სოციალური სამართლიანობის ცენტრი“ განმარტავს, სტრასბურგის სასამართლოში წარდგენილ საჩივარში მიუთითეს, რომ „ფეისბუქის“ პოსტის გამო სადიგოვის დასჯამ და გაძევებამ მისი გამოხატვის თავისუფლება დაარღვია, ხოლო სასამართლო პროცესზე მისი სამართლიანი სასამართლოს უფლებაც შეიზღუდა.

„3 აპრილს სასამართლომ სადიგოვისთვის საქართველოში მოქმედი შეზღუდვები გააუქმა, მას შემდეგ, რაც აზერბაიჯანის მხარემ განაცხადა, რომ მის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა შეწყდა. თუმცა, 4 აპრილს ის საკუთარ სახლში დააკავეს. რამდენიმე საათში სასამართლომ მას 2 000 ლარის ჯარიმა, საქართველოდან გაძევება და ქვეყანაში შემოსვლის 3-წლიანი აკრძალვა შეუფარდა. იმავე ღამეს სადიგოვი აზერბაიჯანში გადაიყვანეს.

სტრასბურგის სასამართლოში წარდგენილ საჩივარში მივუთითეთ კონვენციის მე-6, მე-10 და მე-18 მუხლების დარღვევაზე. ჩვენი პოზიციით, ფეისბუქის პოსტის გამო სადიგოვის დასჯამ და გაძევებამ მისი გამოხატვის თავისუფლება დაარღვია, ხოლო სასამართლო პროცესზე მისი სამართლიანი სასამართლოს უფლებაც შეიზღუდა.

განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ აზერბაიჯანში დაბრუნების შემდეგ სადიგოვის მიმართ სისხლისსამართლებრივი საქმე კვლავ განახლდა და მას წინასწარი პატიმრობა შეეფარდა იმავე ბრალდებებზე, რომლებზეც ადრე მისი ექსტრადიცია მოითხოვებოდა.

„სოციალური სამართლიანობის ცენტრი“ აგრძელებს აფგან სადიგოვის ინტერესების დაცვას სტრასბურგის სასამართლოში და მოუწოდებს აზერბაიჯანის ხელისუფლებას, დაუყოვნებლივ გაათავისუფლოს ჟურნალისტი“, – ნათქვამია ინფორმაციაში.

რაც შეეხება უშუალოდ „ფეისბუქზე“ აფგან სადიგოვის მიერ დაწერილ პოსტს და რომელიც შემდგომ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის თაობაზე წარმოების საფუძველი გახდა, სადიგოვის პოსტი ეხებოდა პოლიციის ქმედებებს მშვიდობიან აქციებზე. “სადაც დიქტატურაა, პოლიციელები მზად არიან გაყიდონ და გათელონ ყველაფერი ხელფასისა და პოლიციის ფორმის სანაცვლოდ და ამას სიყვარულით, თავდადებითა და სიამაყით აკეთებენ“, – დაწერა სადიგოვმა „ფეისბუქში“.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“მაქსიმალურად ბევრ მშობელთან უნდა მოხდეს დაკავშირება და დეტალური გამოკითხვა” – რა პირველადი სამუშაობი უნდა ჩატარდეს საბავშვო ბაღებში ბავშვების ღებინება/დიარეის შემთხვევებზე? – მაია ბუწაშვილი
ახალი ამბები

“მაქსიმალურად ბევრ მშობელთან უნდა მოხდეს დაკავშირება და დეტალური გამოკითხვა” – რა პირველადი სამუშაობი უნდა ჩატარდეს საბავშვო ბაღებში ბავშვების ღებინება/დიარეის შემთხვევებზე? – მაია ბუწაშვილი

15:12 09-18-2026
“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026

ბიზნესი

თიბისი კონცეპტის მხარდაჭერით თბილისის არქიტექტურის ბიენალე გაიმართება
ახალი ამბები

თიბისი კონცეპტის მხარდაჭერით თბილისის არქიტექტურის ბიენალე გაიმართება

14:30 09-23-2026
კომპანიის რეგისტრაცია
ახალი ამბები

კომპანიის რეგისტრაცია საქართველოში – რა უნდა იცოდეთ იურიდიული მისამართის შესახებ

14:22 09-23-2026
პირველკლასელების სასკოლო ფორმებზე თიბისის მოსწავლის ბარათის შეთავაზებები  გრძელდება
ახალი ამბები

პირველკლასელების სასკოლო ფორმებზე თიბისის მოსწავლის ბარათის შეთავაზებები გრძელდება

13:51 09-23-2026
თიბისი ტექსკოლაში ახალი ნაკადის მიღება დაიწყო – სწორი ადგილი განათლებისთვის
ახალი ამბები

თიბისი ტექსკოლაში ახალი ნაკადის მიღება დაიწყო – სწორი ადგილი განათლებისთვის

14:12 09-22-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved