• რეკლამა
  • კონტაქტი
09:31, ხუთშაბათი, 8 ივნისი, 2023
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“იმათ კატა არ ელევათ, და თქვენ მახათი” – გუჯა ბიძია

ალია ავტორი - ალია
14:24 02-24-2023
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
557
რეჟისორი, გუჯა ბიძია:
“ანუ, რა გამოდის,
მაშინ, როცა დოლარი 3.5 ღირდა, ლარით უფრო მეტ რამეს ყიდულობდი, ვიდრე ახლა, როცა დოლარი 2.6 ღირს.
და რომ ვერ მივხვდეთ რა ხდება, ქოცი აგენტის შესახებ კანონით გვართობს, ნაცი ქუჩაში სვისტოკით სირბილით, დანარჩენებიც გამოხოხდებიან საარჩევნოდ მზის გულზე და ყველაფერს გააკეთებენ რომ არ გვახსოვდეს, მაცივარი რო ცარიელი გვაქვს.
რადგან ცარიელი მაცივარი არის ის ერთადერთი რამ, რასაც მართლაც შეუძლია სხვადასხვა ჭკუის და გაგების ხალხის გაერთიანება.
ამიტომაც აკეთებენ ყველაფერს, რომ დაგავიწყონ, რომ გშია.
გამოხოხებაზე გამახსენდა, ბარემ კომბლესაც დამიძახეთ, სრული ბუკეტისთვის.
თუ სეირია, სეირი იყოს.
აბა, როდის უნდა მივხვდეთ, რომ არ არის ეს ჩვენი ბრალი, რომ გვშია, და არც სირცხვილი არაა იმის თქმა, რომ გვშია.
როდის უნდა მიხვდეთ, რომ სოციალურ თემებზე უნდა გამოხვიდეთ გარეთ და არა მიშას და ბიძინას დასაცავად?
საკუთარი უფლებების დასაცავად, რომ უნდა გამოხვიდეთ, როდის უნდა მიხვდეთ ამას?
ამ მიხვედრამ შექმნა ევროპაში პროფკავშირები, და საერთოდ დემოკრატია, და აბა, დღეს , იმოდენა ხელფასები კი აქვთ, მაგრამ აბა, გაუბედე და გაუძვირე პარიჟებში და ლონდონებში ხალხს რაიმე ერთი ცენტითაც კი, დაგამხობენ თავზე ყველაფერს.
იქ არ რცხვენიან ევროპაში და ამერიკაში თქმა, რომ შიათ, და აქ?
აჰ, აქ, როგორ შეიძლება, ამის თქმა,
გიჭირს? ესე იგი ზარმაცი ხარ, უმარიფათო, ქაჯი, და გოიმი, იმას არ იცნობ, ამას არ იცნობ, და არ იცი ცხოვრების ქიცი და ქიცმაცური, და შენი ადგილი ცარიელ მაცივართანაა.
ჩამოგიკიდებენ მერე ჭერზე კატას, და მიაჩერდებით ცხვარივით.
იმათ კატა არ ელევათ, და თქვენ მახათი.
მეტი არაა ჩემი მტერი ან ზემოთ, ან ქვემოთ ვინმეს რაიმეს შეცვლა გინდოდეთ.”
თეგები: გუჯა ბიძია

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

მოსკოვმა აშშ-დან ელჩი გამოიძახა და ამერიკულ სოციალურ ქსელს დაბლოკვით დაემუქრა
ახალი ამბები

,, რუსეთში სამხედრო გადატრიალება მზადდებაო… ამ ყველაფერს, დიდი შანსია, შეეწიროს პუტინი“ – ვახტანგ მაისაია

19:48 06-07-2023
„ეს დაახლოებით იმ მასშტაბის დივერსიული აქტი იყო, მეორე მსოფლიო ომის დროს „დრენპრო ჰესი“ რომ ააფეთქა  საბჭოთა  მხარემ,  გერმანელთა წინსვლა რომ შეეჩერებინათ“ – ვახტანგ მაისაია
ახალი ამბები

„ეს დაახლოებით იმ მასშტაბის დივერსიული აქტი იყო, მეორე მსოფლიო ომის დროს „დრენპრო ჰესი“ რომ ააფეთქა საბჭოთა მხარემ, გერმანელთა წინსვლა რომ შეეჩერებინათ“ – ვახტანგ მაისაია

15:41 06-07-2023
ახალი ამბები

„ივანიშვილი ვაჭრობს დასავლეთთან – არ შემიქმნათ საფრთხე, არ ჩაერიოთ არჩევნებში, ჩემი ფული დამიბრუნეთ შვეიცარიის ბანკიდან, თორემ ბოლომდე მივეყიდები რუსეთსო“ – ვალერი გელბახიანი

18:38 06-05-2023
„ვფიქრობ, სალომე ზურაბიშვილს ჩამოართმევენ შეწყალების უფლებას“ – სოსო ცინცაძე
ახალი ამბები

„ვფიქრობ, სალომე ზურაბიშვილს ჩამოართმევენ შეწყალების უფლებას“ – სოსო ცინცაძე

16:30 06-05-2023

ბიზნესი

სპეციალური დეველოპერული შეთავაზება თიბისი კონცეპტის მომხმარებლებისათვის
ახალი ამბები

სპეციალური დეველოპერული შეთავაზება თიბისი კონცეპტის მომხმარებლებისათვის

13:28 06-07-2023
თიბისის ტექ გუნდი API Days გლობალურ კონფერენციაზე წარსდგა
ახალი ამბები

თიბისის ტექ გუნდი API Days გლობალურ კონფერენციაზე წარსდგა

12:29 06-07-2023
თიბისი ლიზინგის მხარდაჭერით ბათუმში „გრემო 2023“ გაიმართა
ახალი ამბები

თიბისი ლიზინგის მხარდაჭერით ბათუმში „გრემო 2023“ გაიმართა

15:24 06-06-2023
სელფი საქართველოში პირველი საერთაშორისო მარტექ ფესტივალის, Touch.point-ის პარტნიორია
ახალი ამბები

სელფი საქართველოში პირველი საერთაშორისო მარტექ ფესტივალის, Touch.point-ის პარტნიორია

13:28 06-06-2023
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || My Software || © 2022 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || My Software || © 2022 Alia.ge - All rights reserved