• რეკლამა
  • კონტაქტი
14:40, პარასკევი, 13 მარტი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

იმამყულიევის წერილის შემდეგ, შსს-მ მარნეულში ერთი პირი დააკავა – “ინტიმური ვიდეო გადაიღო თანამშრომელთან და გაავრცელა”

ალია ავტორი - ალია
15:06 06-10-2021
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
24

გუშინ, 9 ივნისს, 14 საათისთვის, “ევროპული საქართველოს” წევრმა ახმედ იმამყულევმა სოციალურ ქსელში გაავრცელა ინფორმაცია, სადაც სკოლის დირექტორს ინტიმური კადრების გავრცელებასა და შანტაჟში ადანაშაულებდა.

ახმედ იმამყულიევი:

“მივმართავ შინაგან საქმეთა სამინისტრო / Ministry of Internal Affairs of Georgia და საქართველოს პროკურატურა / The Prosecution Service of Georgia დაუყოვნებლივ დაიწყონ გამოძიება მარნეულის მუნიციპალიტეტის რესურს ცენტრის მ/შ ზ. გ.ს შესახებ. ვრცელდება ინფორმაცია მას ზე რომ მან დირექტორად მუშაობის პერიოდში ამავე სკოლის მასწავლებელთან ინტიმური ურთიერთობა ფარულად გადაიღო ვიდეო და მერე ეს ვიდეო გაასაჯაროვა. ამის შესახებ ღიად წერს ერთ ერთმა პიროვნებამ თავის ფბ გვერდზე (აზერბაიჯანულად) და ჯორის დონეზე საუბრობს საზოგადოება რომ მან ამ ვიდეოთი აშანტაჟებდა ქალბატონს (მასწავლებელს)”

დღეს, 10 ივნისს, შსს-მ განცხადება გაავრცელა:

შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის მარნეულის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1971 წელს დაბადებული ზ.გ. პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფის ბრალდებით დააკავეს.

დანაშაული 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა უკანონოდ, ფარულად გადაიღო ნაცნობ ქალთან ინტიმური ურთიერთობის ამსახველი ვიდეო და ფოტომასალა, რის შემდეგაც აღნიშნული მასალა უკანონოდ გავრცელდა.

პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 157-ე პრიმა მუხლით მიმდინარეობს.

ამ ისტორიის შემდეგ, იმედი გაგვიჩნდა, ოდესმე ჩვენ თუ ვიპოვნით ესებუას, შსს მეორე დღესვე დააკავებს.

“ალიამ” სკოლის და დირექტორის ვინაობა ამოიღო წერილიდან, (უნახავს უკვე შსს-ს), რათა მსხვერპლის ვინაობის გამჟღავნებაც არ მოხდეს,

თეგები: ახმედ იმამყულიევი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026
პროკურატურამ პოლიციელთა მიერ ბავშვის ცემის ფაქტზე გამოძიება დაიწყო
ახალი ამბები

“შენი მამის დედა მოვტ@ან, @ლებავშვო, კაპეზეზე წახვალ, ჩემი დედას შევე@ი” – პოლიციის მაღალჩინოსანი 16 წლის მოზარდზე ძალადობისთვის დააკავეს

22:27 02-13-2026
“ბიძინას პრობლემური ვალების ამოღების კამპანია ახალ სტადიაზე გადავიდა” – ნიკა სიმონიშვილი
ახალი ამბები

რატომ დააყადაღეს ანგარიშები და როგორ უნდა შეაჩეროთ აღსრულება?

16:27 02-05-2026

ბიზნესი

დაპორტირდი საიუბილეო დღეებში სილქნეტის ქსელში ექსკლუზიური პირობით!
ახალი ამბები

დაპორტირდი საიუბილეო დღეებში სილქნეტის ქსელში ექსკლუზიური პირობით!

13:55 03-13-2026
თიბისი- ბრენდი, რომელიც მუდმივად ზრუნავს მომხმარებელზე
ახალი ამბები

თიბისი- ბრენდი, რომელიც მუდმივად ზრუნავს მომხმარებელზე

13:49 03-13-2026
ჩაირთე სილქფესტის მრავალფეროვანი პაკეტები სპეციალურ ფასად!
ახალი ამბები

ჩაირთე სილქფესტის მრავალფეროვანი პაკეტები სპეციალურ ფასად!

12:50 03-13-2026
თავბრუსხვევა – რა დაავადებები იწვევს მას და როგორ ხდება დიაგნოსტირება? – ინგა გოგია
ახალი ამბები

თავბრუსხვევა – რა დაავადებები იწვევს მას და როგორ ხდება დიაგნოსტირება? – ინგა გოგია

16:57 03-12-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved