• რეკლამა
  • კონტაქტი
23:57, კვირა, 18 იანვარი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“იმ წამს მინდოდა სასტუმროდან გამოზიდული შოკოლადების გამო დასაკითხად გავეყვანე ვინმეს” – რას წერს ლევან ლორთქიფანიძე

ალია ავტორი - ალია
17:53 08-09-2024
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
411

პოლიტოლოგი, ლევან ლორთქიფანიძე, სპორტსმენ გენო პეტრიაშვილზე წერს: “დღეს ის ასპარეზობს! ღმერთო, მიეცი ძალა და იღბალი!” და იხსენებს 2022 წლის ისტორიას:

გამთენიისას ვარსკვლავური რეისით შემოვედი თბილისში. ვის არ აღმოაჩენდით თანამგზავრთა შორის … ელიტარული ინტელექტუალების, სახელგანთქმული სუპერმოდელების, ბერლინელი პროფესორებისა და დედაქალაქის მერის გარემოცვაში მომიწია საქართველოს საზღვრის გადმოლახვა. განსაკუთრებით გამაღიზიანა არასამთავრობო სექტორის ერთმა, თითქმის დავიწყებას მიცემულმა წარმომადგენელმა, რომელიც სკამში ვერ ეტეოდა და ბორტგამცილებელს ორსულებისთვის განკუთვნილ ზონარს თხოვდა ქამრის შემოსაჭდობად. შეიძლება მე მომეჩვენა, მაგრამ ყავარზე გადებული უამრავი კუდი წარმომიდგა თვალწინ.
ამ დროს სკამებს შორის შემოაბიჯა დიდმა კაცმა, სახეზე უდიდესი მოკრძალება, თავმდაბლობა, რიდი ჰქონდა აღბეჭდილი. მშვიდად, წყნარად ელოდებოდა ადგილის დაკავებას, შეძლებისდაგვარად ხელს უმართავდა ყველა მგზავრს, ცდილობდა, რომ არავის შეემჩნია და არავინ შეეწუხებინა. შემდეგ მოულოდნელად თავის მეგობარს გადააწყდა, რომელიც, რაც ხელში მოხვდა, იმ საჩუქრებით გულუხვად დააჯილდოვა. მალევე მივხვდი, რომ ლეგენდარული გენო პეტრიაშვილი იყო – ევროპის ჩემპიონი, მსოფლიოს ჩემპიონი, ევროპული თამაშების პრიზიორი, ოლიმპიური ბრინჯაოსა და ოლიმპიური ვერცხლის მფლობელი …
ჰოდა, გავბედე, შევაწუხე, ხელი ჩამოვართვი, ვუთხარი, რომ ჩვენ ყველას ძალიან გვიყვარს ის, ვამაყობთ მისით… და აქ უკვე ჩემმა ჭარტალმა დამღუპა. მოვუყევი, როგორ ვიდექით ქუჩაში მე, ავტობუსის კონტროლიორი, “ჟუაჩკების”, მზესუმზირისა და “ვეჩერნი ტიფლისის” გამყიდველი, ბებიაჩემის კურსელი, უფლისწული და მათხოვარი პეკინისა და პავლოვის კუთხეში და როგორ ვუყურებდით ჩემს დანჯღრეულ ტელეფონში დენ სტივენსონთან მის ჭიდაობას … ერთი მოკლე წინადადებით დამადუმა: ” და ქუჩაში შეგარცხვინეთ …”
იმ წამს მინდოდა სასტუმროდან გამოზიდული შოკოლადების გამო დასაკითხად გავეყვანე ვინმეს, არადა, მხოლოდ იმის თქმის განზრახვა მქონდა, რომ ღირსეული დამარცხების მაგალითი საზოგადოებას გაცილებით მეტს ასწავლის, გაცილებით უფრო დიდ სამსახურს უწევს, ვიდრე გამარჯვების ეიფორია. მოკლედ, კაცს ვერ ვაგრძნობინე, რომ ხალხს მისი ბრძოლის, საერთო ეროვნული სიხარულის მოტანაში ჩადებული არაადამიანური ძალისხმევის, მისი პროფესიონალიზმის გამო უყვარს და არა მედალთა სინჯების გამო.

გენო პეტრიაშვილი ოლიმპიადის ნახევარფინალშია

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

იოსელიანი მიიჩნევს, რომ შსს–მ კანონი არასწორად გაიგო
ახალი ამბები

იოსელიანი მიიჩნევს, რომ შსს–მ კანონი არასწორად გაიგო

20:43 12-17-2025
“ევროპაში პირველ ადგილზე ვართ ავარიებით”; “შემოსავლისთვის სჭირდებათ” – გაზრდილი ჯარიმები და ამნისტია
ახალი ამბები

“ევროპაში პირველ ადგილზე ვართ ავარიებით”; “შემოსავლისთვის სჭირდებათ” – გაზრდილი ჯარიმები და ამნისტია

17:13 12-16-2025
“72-დან 75 წლამდე გაიზარდა სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა, 155,000-ით გაიზარდა პენსიონერთა რაოდენობა, 3-ჯერ გავზარდეთ პენსიები” – პრემიერი
ახალი ამბები

“ერთი განკარგულებაც და გავდივართ?” – რატომ აღარ ქვეყნდება “ოცნების” მთავრობის განკარგულებები?

21:07 12-11-2025
“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა
ახალი ამბები

“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა

19:38 12-05-2025

ბიზნესი

ქართული ენის გუშაგი – მზექალა შანიძე 100 წლისაა – თიბისი
ახალი ამბები

ქართული ენის გუშაგი – მზექალა შანიძე 100 წლისაა – თიბისი

13:50 01-16-2026
სილქფესტი სასაუბრო და ინტერნეტ პაკეტებს ექსკლუზიური პირობით სთავაზობს!
ახალი ამბები

სილქფესტი სასაუბრო და ინტერნეტ პაკეტებს ექსკლუზიური პირობით სთავაზობს!

13:16 01-16-2026
ვალუტის გაცვლის დროს დაშვებული ხშირი შეცდომები და მათი არიდების გზები
ახალი ამბები

ვალუტის გაცვლის დროს დაშვებული ხშირი შეცდომები და მათი არიდების გზები

22:21 01-15-2026
საქართველოს თასის გათამაშება მესტიის ეტაპით დაიწყება
ახალი ამბები

საქართველოს თასის გათამაშება მესტიის ეტაპით დაიწყება

13:24 01-15-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved