გენო პეტრიაშვილი ოლიმპიადის ნახევარფინალშია

420ქართველი თავისუფალი სტილით მოჭიდავე გენო პეტრიაშვილი პარიზის ოლიმპიადის ნახევარფინალშია. მან მეოთხედფინალში პოლონელი რობერტ ბარანი 9:2 დაამარცხა და ნახევარფინალში გავიდა. ფინალის საგზურისთვის გენო პეტრიაშვილი აზერბაიჯანის სახელით მოასპარეზე, გიორგი მეშვილდიშვილს დაუპირისპირდება. ნახევარფინალური შეხვედრები დღეს 20:15 საათიდან დაიწყება.