• რეკლამა
  • კონტაქტი
03:51, ოთხშაბათი, 15 ივლისი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“იმ ხალხისთვის ვწერ, ვისაც სააკაშვილი სძულს…” – თამარ ჩერგოლეიშვილი

ალია ავტორი - ალია
15:37 10-29-2021
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
72

პრემიერ-მინისტრ ღარიბაშვილის განცხადებას იმის შესახებ, რომ ნებისმიერ ადამიანს თვითმკვლელობის უფლება აქვს, სოციალურ ქსელში გამოეხმაურა “ტაბულას” დამფუძნებელი თამარ ჩერგოლეიშვილი. 
ჩერგოლეიშვილის თქმით, პრემიერის ეს განცხადება, ყველაზე მეტად დაუცველს აზიანებს.

“ლუკა სირაძის თვითმკვლელობამდე მიმყვანი გამომძიებლებიც ამიტომ არ დაისაჯნენ ადეკვატურად – საქართველოს პრემიერი ფიქრობს რომ მას ჰქონდა თვითმკვლელობის უფლება. გამომძიებლებმა ეს უფლება უზრუნველყვეს. ძალიან შავბნელია საქართველოს მთავრობა. პ.ს. იმ ხალხისთვის ვწერ, ვისაც სააკაშვილი სძულს და ფიქრობს, რომ მხოლოდ სააკაშვილზე აისახება ივანიშვილის რეჟიმის შავბნელი აზროვნება. პირიქით! ყველაზე მეტად დაუცველს აზიანებს!” – წერს თამარ ჩერგოლეიშვილი. 
ცნობისათვის, 15 წლის ლუკა სირაძე, რომელმაც თვითმკვლელობა სავარაუდოდ პოლიციაში მასზე განხორციელებული ფსიქოლოგიური ძალადობის გამო სცადა, იაშვილის კლინიკაში გარდაიცვალა. 
მოზარდი 2019 წლის 11 დეკემბერს საცხოვრებელი კორპუსის მე-9 სართულიდან გადმოხტა და მრავლობითი დაზიანებები მიიღო. ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ინფორმაციით, თვითმკვლელობის მცდელობას წინ უსწრებდა დიდუბე-ჩუღურეთის პოლიციის პირველ განყოფილებაში, 2019 წლის 10 და 11 დეკემბერს არასრულწლოვნის გამოკითხვა, რა დროსაც იგი პოლიციელთა მხრიდან ფსიქოლოგიური ძალადობის მსხვერპლი გახდა. 
15 წლის ლუკა სირაძეს პოლიცია „მწვანე სკოლის“ შენობაში შეპარვასა და კედელზე წარწერის „ამ ცხოვრების დედაც“ გაკეთებას ედავებოდა.
მოგვიანებით,ბსახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმა  ლუკა სირაძის თვითმკვლელობის საქმეზე გამომძიებელი მარიანა ჩოლოიანი დააკავა. გამომძიებელი სისხლის სამართლის კოდექსის 335-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ბრალდებით იყო დაკავებული, რაც ჩვენების მიცემის იძულებას გულისხმობს.

აქვე შეგახსენებთ, რომ პრემიერ ღარიბაშვილის მიერ გუშინ, ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში გაკეთებულ განცხადებას დიდი გამოხმაურება მოჰყვა.
“ფინალი არ ვიცი რა შეიძლება იყოს, ადამიანი თუ თავის ჯანმრთელობას იზიანებს, უფრო მეტი, კანონში წერია, რომ ადამიანს აქვს თვითმკვლელობის უფლება. ადამიანი თუ გადაწყვეტს, რომ თავი მოიკლას, შეუძლია მოიკლას, ამაზე სახელმწიფო ვერ აიღებს პასუხისმგებლობას,”- განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“არ სცნოთ არჩევენები, რომლებიც დემოკრატიულ სტანდარტებს არ აკმაოფილებენ” – რა წერია ეუთო-ს დეკლარაციაში?
ახალი ამბები

“არ სცნოთ არჩევენები, რომლებიც დემოკრატიულ სტანდარტებს არ აკმაოფილებენ” – რა წერია ეუთო-ს დეკლარაციაში?

15:14 07-08-2026
ახალი ამბები

12–შვილიანი დედის დახმარებას მოქალაქეები მერს სთხოვენ

01:04 07-08-2026
კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

,, სხვა საშველი ჩვენ არ გაგვაჩნია” – კახა მიქაია

23:22 06-24-2026
„ნაცებმა მორგში მკვდრებზე ბორკილებით მიაბეს, ქოცებმა ჩამოკიდეს“ – რას უყვება „ალიას“ გიორგი ლილუაშვილი ლაზარე (ზურაბ) ჯორბენაძის ბურუსით მოცულ გარდაცვალებაზე?
ახალი ამბები

„ნაცებმა მორგში მკვდრებზე ბორკილებით მიაბეს, ქოცებმა ჩამოკიდეს“ – რას უყვება „ალიას“ გიორგი ლილუაშვილი ლაზარე (ზურაბ) ჯორბენაძის ბურუსით მოცულ გარდაცვალებაზე?

20:18 06-21-2026

ბიზნესი

მანქანის კონდეციონერი
ახალი ამბები

“ფრეონი აკლია, ძმაო” – დიდი საზაფხულო აფერა – როგორ ამოიცნო მანქანის კონდიციონერის პროფესიონალი ხელოსანი

19:27 07-14-2026
N1 ქსელი სამოგზაუროდ – “სელფის” როუმინგის კამპანია
ახალი ამბები

N1 ქსელი სამოგზაუროდ – “სელფის” როუმინგის კამპანია

16:39 07-14-2026
თიბისი ტექსკოლა – ონლაინ ტექგანათლება, რომელიც საქართველოს ყველა რეგიონს აერთიანებს
ახალი ამბები

თიბისი ტექსკოლა – ონლაინ ტექგანათლება, რომელიც საქართველოს ყველა რეგიონს აერთიანებს

13:46 07-14-2026
ლომბარდი
ახალი ამბები

ექსპრეს ლომბარდი „ჰკითხე ექსპერტს“ კამპანიის ფარგლებში გადახდის მოქნილ პირობებს განმარტავს

19:38 07-13-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved