• რეკლამა
  • კონტაქტი
03:23, სამშაბათი, 24 თებერვალი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“იმ ხალხის მობილიზება საჭირო, ვისაც არ ჰკიდია ფეხებზე, მოკვდება სააკაშვილი თუ რა დაემართება” – იაგო ფრანგიშვილი

ალია ავტორი - ალია
18:40 10-07-2021
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
62

გერმანიაში მცხოვრები იაგო ფრანგიშვილი, რომელიც არჩევნების დღეს დაბრუნდა საქართველოში, სოციალურ ქსელში, წერს:

“უმორჩილესად გთხოვთ, ვინმემ ამიხსნას და ლოგიკურად გამარკვიოს.

საქმე შემდეგშია:

პრეზიდენტის გულშემატკივართა ნაწილი და ეს უდიდესწილად საქართველოში მუდმივად მცხოვრები ნაწილია, ამბობს

,,მიშამ გვითხრა, ახლა მეორე ტურია უმთავრესი და ამისთვის იბრძოლეთ.

ის ხომ არ უთქვამს, გამოდით და დამიცავითო?

მიშამ იცოდა სად მოდიოდა, რატომ მოდიოდა და ყველაფერი გათვლილი აქვსო.

ამიტომაც, პოლიტიკური პარტიების და მათ შორის ენმს ლიდერთა გადაწყვეტილება, რომ მაქსიმალურად საყურადღებო და უმნიშვნელოვანესი მეორე ტურია, არის არამარტო სწორი, არამედ მიშა სააკაშვილის სურვილიო. მოვიგებთ მეორე ტურს და მიშასაც გავათავისუფლებთო,,.

დაახლოებით ასეთია არგუმენტაცია და მესმის ყველაფერი, გავიგე ყველაფერი, არის ამაში დიდი ლოგიკაც და აზრიც და სტრუქტურაც, თუკი რაღაც რაღაცეებზე თვალს დახუჭავ.

მაგალითად იმაზე, თუ როგორ უნდა გაათავისუფლოს მიშა სააკაშვილი გინდაც თბილისის ახალმა მერმა ნიკა მელიამ?

პრეზიდენტის ასევე გულშემატკივართა მეორე ნაწილი, უმეტესწილად უცხოეთში მცხოვრები ქართველები,

საკმაო ნაწილს უკვე ქართული პასპორტიც რომ არააქვს და დღეს მაინც საქართველოშია, ან იყო საქართველოში და უკან დაბრუნდა უიმედოდ,

ფიქრობს და არგუმენტირებს ასე:

,,ახლა რა არჩევნების და რა მეორე ტურების დროა, არჩევნებს მაინც აყალბებენ წაღმა უკუღმა

და უმთავრესია,

პრეზიდენტი ზის ციხეში და შიმშილობას აცხადებს.

ამ დროს უპირველესია ოპოზიციის იმ თითქმისდა 900.000 იანი ამომრჩევლის მობილიზება, ყველას დაძახება, ყველაზე თხოვნა, იმისა რომ,

სულერთია რას ამბობს სააკაშვილი, ჩვენ მის სიცოცხლეს ვხედავთ საფრთხეში და ამიტომაც აუცილებელია მხოლოდ ერთი,

ადამიანების მობილიზება.

იმ ხალხის მობილიზება, ვისაც არ ჰკიდია ფეხებზე, მოკვდება სააკაშვილი თუ რა დაემართება,,.

აი, ეს პოზიციაც ჩემთვის აბსოლუტურად გასაგებია და აბსოლუტურად პრიორიტეტულია.

მეც ვერ ვგებულობ, თუ რატომ უნდა ვიფიქრო შემდეგნაერად….

,,სააკაშვილი კი შიმშილობს, მაგრამ, 30 ოქტომბრამდე გაძლებს, აბა რა…

ან

სააკაშვილს მაინც გამოიყვანენ ციხიდან, აბა ხოარ მოკლავენ

ან

რაღაცას გაურევენ წყალში და არაფერი მოუვა, მართლა ხოარ აშიმშილებენ

ან

უკრაინელები უკვე არიან საქმეში ჩაბმულები და გამოიყვანენ ციხიდან და გადააფრენენ მაგალითად კიევში

ან, ან, ან და ან

მე არ მესმის ლოგიკურად, თუ რატო უნდა ვიფიქრო, რომ არაფერიც არ მოხდება?

თუ მართლა მოხდა და უკრაინელებმა დაიხსნეს სააკაშვილი, ეს არაა საქართველოს სირცხვილი?

თუ…. მართლა ფიქრობს ვინმე, რომ ბიძინისტანის სასამართლო სასამართლოა, ან პროკურატურა სამართლიანად განსჯის კითხვის ქვეშ მყოფ საქმეებს?

ყველამ ხომ ვიცით რომ სასამართლო არის პოლიტიკური და ერთი კაცის სურვილის.

იმაზე მაინც ხომ უნდა გაგვიჩნდეს შინაგანი სურვილი, რომ ყველა ადამიანი დამოუკიდებელი სასამართლოს ღირსი მაინცაა ან საქმის ხელახალი გამოძიების დაწყების მაინც, რადგან ახლა მთავარი ბრალდებული საქართველოშია?

აი ეს ელემენტარული გრძნობა ხო მაინც უნდა გაგიჩნდეს ადამინს, თუკი თვლი თავს საქართველოს სახელმწიფოს ჭეშმარიტ მოქალაქედ და დემოკრატად? რომის პაპზე უფრო კათოლიკედ და ,,მართლმსაჯულების,, მოზეიმედ თუ თვლი თავს, ეს კითხვები არ უნდა გაგიჩნდეს??

აი ეს არ მესმის, რომ

რა ლოგიკითაა დარწმუნებული ადამიანთა ის პირველი ნაწილი, ის ,,მიშამ ხოარ თქვა მიტინგი და პროტესტიო, ხომ თქვა არჩევნებიო,,

აი ეს ადამიანები რა ლოგიკით არიან დარწმუნებულნი, რომ მიხეილ სააკაშვილი უბრალოდ არ დაიღუპება?

აი ეს არ მესმის.

მართალი გითხრათ და აი მეც, მიუხედავად იმისა რომ ლოგიკურად და აზრობრივად ამას ახსნას ვერ ვუძებნი, მეც მგონია რომ მაგალითად უკრაინელები აქტიურობენ და ფიზიკურად ადამიანს არაფერი მოუვა,

მაგრამ, ამასთან ვიცი, რომ ეს ჩემი დარწმუნება უბრალო თვითმოტყუების შედეგია და ისაა უბრალოდ, რომ მე რახან ეს ასე მინდა, ასეც იქნება

და ეს ინფანტილური, ბავშვური და არააზრობრივია.

ალბათ მეც ვარ მოქცეული იმ გავლენის და ტვინის რეცხვის ქვეშ, რასაც მედიასივრცე და ადამიანები საქართველოში ასე კარგად ამტკიცებენ ხოლმე და მეც პირადად მშვიდად მიმტიკიცებდნენ

რომ

,,სისტემა დანგრევის პირასაა,,

,,სისტემა ჩამოშლილია უკვე, იაგო, მაგაში ეჭვი არ შეგეპაროსო,, მითხრა 2 ოქტომბრის უწყნარეს საარჩევნოსშემდგომ ღამეს ერთმა ახლობელმა ბათუმში ,,ამდენი ხანის უნახავმა ჩემთან პური გავტეხოთო, ეს გამარჯვება ავღნიშნოთო… და…. ,,

სრულიად გაოგნებულმა ის ღამე მანქანაში გავატარე, ვუთხარი, არა, საბუთები მაქვს გასაკეთებელი მეთქი და ახლავე თბილისში მივდივარ მეთქი.

ასე იმიტომ მოვიქეცი რომ, ან უნდა მეგინებინა ვინმე და სამუდამოდ დამეკარგა, ან კიდევ, უნდა დამეჯერებინა ეს ყველაფერი და მართლა მექეიფა გამარჯვება.

იმ ღამეს მართლაც არ ვიცოდი მიშას შიმშილობის ამბავი და ალბათ დავრჩებოდი.

თუმცა, იმ ადამიანებისაც მესმის, ვინც დარჩა მაშინ და ახლა ბრუნდება ასჯერ უფრო იმედგაცრუებული უკან.

და რა იყო ჩემი მოლოდინი?

რას ველოდი საქართველოში ჩასული არჩევნების ღამეს და მერე?

ჩემი 100%იანი მოლოდინი იყო ის, რომ თუნდაც ოპოზიციის ამომრჩევლის 10% მაინც დარჩებოდა გარეთ, საარჩევნო უბნის სიახლოვეს, არჩევნების დასრულების მერე საარჩევნო უბნებთან შეიკრიბებოდა ეს მინიმუმ 10% მაინც, მერე ერთად ქალაქში და მერე ყველა ერთად დავიძრებოდით რუსთავისაკენ თუ სადაც იყო, იქეთ.

აი ეს იყო ჩემი დარწმუნება.

როცა ოქტომბრის უწყნარესი დილა გათენდა და ვიხილე სიტუაცია ამ სინათლეში,

გეფიცებით ჩემს ერთადერთ საფიცარს, დამბლა თუარ დამეცემოდა, არ მეგონა.

ადამიანი თურმე იტანს ყველაფერს და მაინც ფიქრობს, რომ, ყველაფერი კარგად იქნება.

ალბათ ესაა ის მიზეზი იმისა, რომ

მიუხედავად აბსოლუტური ალოგიკურობისა და ბავშვური იმედისა, მგონია რომ ყველაფერი კარგად იქნება.

თუკი ვინმეს რაიმე არგუმენტირებული ინფორმაცია ან ვერსია გაქვთ, თუ რატომ არაფერი მოუვა სააკაშვილს 30 ოქტომბრამდე, ან როგორ გამოიხსნის გინდაც 5 ქალაქის მერი ციხიდან, უმორჩილესად გთხოვთ განმანათლოთ.

უდიდესი მადლობა ყველას წინასწარ.”

თეგები: იაგო ფრანგიშვილიმიხეილ სააკაშვილინიკა მელია

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

პროკურატურამ პოლიციელთა მიერ ბავშვის ცემის ფაქტზე გამოძიება დაიწყო
ახალი ამბები

“შენი მამის დედა მოვტ@ან, @ლებავშვო, კაპეზეზე წახვალ, ჩემი დედას შევე@ი” – პოლიციის მაღალჩინოსანი 16 წლის მოზარდზე ძალადობისთვის დააკავეს

22:27 02-13-2026
“ბიძინას პრობლემური ვალების ამოღების კამპანია ახალ სტადიაზე გადავიდა” – ნიკა სიმონიშვილი
ახალი ამბები

რატომ დააყადაღეს ანგარიშები და როგორ უნდა შეაჩეროთ აღსრულება?

16:27 02-05-2026
სკანდალური ფაქტები – რა მზაკვრული გეგმები იმალება ,,თსუ-სა და სტუ-ს გაერთიანების” უკან?!
ახალი ამბები

სკანდალური ფაქტები – რა მზაკვრული გეგმები იმალება ,,თსუ-სა და სტუ-ს გაერთიანების” უკან?!

22:01 02-03-2026
“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა
ახალი ამბები

“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა

19:38 12-05-2025

ბიზნესი

სამზარეულო 2026 – 5 წესი, რომელიც დიდ სამზარეულოს მყუდრო, კომფორტულ ოთახად აქცევს
ახალი ამბები

სამზარეულო 2026 – 5 წესი, რომელიც დიდ სამზარეულოს მყუდრო, კომფორტულ ოთახად აქცევს

18:05 02-23-2026
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა – სადამდე გამყარდება ლარი?

16:59 02-23-2026
როგორ ისწავლო 7 000 ინგლისური სიტყვა ზუსტად 10 წუთში და რა ნიშნებით შეარჩიო პროფესიონალი მასწავლებელი
ახალი ამბები

როგორ ისწავლო 7 000 ინგლისური სიტყვა ზუსტად 10 წუთში და რა ნიშნებით შეარჩიო პროფესიონალი მასწავლებელი

15:09 02-23-2026
LIVE  გამოფენა თიბისი კონცეპტის გალერეაში „თბილისი – ლანდშაფტის აღმოცენება“
ახალი ამბები

LIVE გამოფენა თიბისი კონცეპტის გალერეაში „თბილისი – ლანდშაფტის აღმოცენება“

14:16 02-23-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved