• რეკლამა
  • კონტაქტი
07:21, კვირა, 4 ოქტომბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“იმ დღეს მე თავად ველაპარაკებოდი პოლიციას და გეტყვით რა მოხდა” – რას წერს ვახუშტი მენაბდე

ალია ავტორი - ალია
21:12 01-29-2025
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
442

კონსტიტუციონალისტი, ვახუშტი მენაბდე:

დღეს რეჟიმი ჩვენს ორ თანამებრძოლს ლევან ლორთქიფანიძეს, გიგა ბექაურს ასამართლებს, ისეთ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევაში სდებს ბრალს რომელიც არ ჩაუდენიათ.

იმ დღეს მე თავად ველაპარაკებოდი პოლიციას და გეტყვით რა მოხდა. საქმე ასე იყო:

ფილარმონიიდან დავიძარით დიდი მსვლელობით საზმაუსკენ. კინოთეატრ ამირანს ჩამომცდარი ვიყავით, როცა არსაიდან 20-მდე პოლიციელი გაჩნდა და გზა გაათავისუფლეთო.

ვუთხარით, ბევრნი ვართ, აქ ტროტუარი ვიწროა და ვერ დავეტევით, იქნებ დაგვეხმაროთ ორგანიზებაში, 4-დან 2 ზოლს გავათავისუფლებთ და ისე ვივლით.

ამაზე პასუხი ცინიზმის ანთოლოგიას დაამშვენებდა: ვინც აქეთ ტროტუარზე არ დაეტევით, იქეთ ტროტუარზე გადანაწილდითო (ეს უკანონო მოთხოვნაა, საკმარისია ერთ ტროტუარზე ვერ ეტეოდეს ხალხი, მათ სავალ ნაწილზე გადასვლის უფლება აქვთ).

ამის თქმა იყო და პოლიცია ისევე სწრაფად გაქრა, როგორც გაჩნდა.

მოუხედავად ამისა, ჩვენ მაინც ვცადეთ ორი ზოლის გათავისუფლება, მაგრამ ძალიან ბევრი ხალხი იყო და პოლიციის დახმარების გარეშე იმწუთას ეს არ გამოგვივიდა. ლევანი მეგაფონით მოუწოდებდა ხალხს მარცხნივ გადმოდითო, მაგრამ ეს მხოლოდ ავტობანის დასაწყისთან შევძელით.

სინამდვილეში ალბათ 15 წუთი იყო გზა გადაკეტილი ამირანიდან ავტობანამდე (რამდენიმე ასეული მეტრის) გზის გავლას რაც დასჭირდა.

გაკვეთილი ასეთია: დაემორჩილები თუ არ დაემორჩილები მნიშვნელობა არ აქვს, პოლიცია იცავს არა წესრიგს, არამედ რეჟიმს, ის პროტესტს სჯის.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“მაქსიმალურად ბევრ მშობელთან უნდა მოხდეს დაკავშირება და დეტალური გამოკითხვა” – რა პირველადი სამუშაობი უნდა ჩატარდეს საბავშვო ბაღებში ბავშვების ღებინება/დიარეის შემთხვევებზე? – მაია ბუწაშვილი
ახალი ამბები

“მაქსიმალურად ბევრ მშობელთან უნდა მოხდეს დაკავშირება და დეტალური გამოკითხვა” – რა პირველადი სამუშაობი უნდა ჩატარდეს საბავშვო ბაღებში ბავშვების ღებინება/დიარეის შემთხვევებზე? – მაია ბუწაშვილი

15:12 09-18-2026
“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026

ბიზნესი

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა

18:13 10-02-2026
ბაზისბანკის გენერალური სპონსორობით მარჯანიშვილის თეატრი 99-ე სეზონს იწყებს
ახალი ამბები

ბაზისბანკის გენერალური სპონსორობით მარჯანიშვილის თეატრი 99-ე სეზონს იწყებს

16:20 10-02-2026
თიბისი ბიზნესის მხარდაჭერით, YouTube ბიზნესშოუ – Punchline Profit
ახალი ამბები

თიბისი ბიზნესის მხარდაჭერით, YouTube ბიზნესშოუ – Punchline Profit

15:31 10-02-2026
ჩაირთე მრავალფეროვანი პაკეტები სილქფესტის აქციით!
ახალი ამბები

ჩაირთე მრავალფეროვანი პაკეტები სილქფესტის აქციით!

12:09 10-02-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved