• რეკლამა
  • კონტაქტი
05:10, ოთხშაბათი, 17 დეკემბერი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“ილუზია ნურავის ნუ ექნება, რომ რუსეთს ან რესურსი გამოელევა, ან ასე ადვილად გამოიფიტება” – ლევან ნიკოლეიშვილი

ალია ავტორი - ალია
02:53 05-10-2022
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
629

ყოფილი ძალოვანი, ლევან ნიკოლეიშვილი:

“ისევ რუსეთ- უკრაინის ომზე
ვის როგორ, მაგრამ მე ნამდვილად მაინტერესებდა თუ რას იტყოდა რუსეთის პრეზიდენტი 9 მაისის ტრადიციულ სიტყვით გამოსვლისას. ასეთ ღონისძიებაზე ვლადიმერ პუტინის სიტყვას ყოველთვის აქვს პოლიტიკურ დატვირთვა, რასაც შემდეგ სამხედრო აღლუმი მოსდევს, რომელიც ჩვეულებრივ რუსეთის სამხედრო პოტენციალი დემონსტრირებაცაა და ახალი და თანამედროვე შეიარაღების ერთგვარი რეკლამაც.
რუსეთ -უკრაინის ომის ამ წუთის შედეგებით, პუტინს მაინცდამაინც დიდი სატრაბახო ნამდვილად არა აქვს-თავდაპირველი მიზნები და ამოცანები მიღწეული არაა, ამიტომ ჩემი ინტერესი გამოწვეული იყო თუ რა გზავნილი ექნებოდა როგორც საკუთარი მოსახლეობისათვის ასევე დასავლეთისათვის.
სხვათა შორის ჩემი ვარაუდები, რომლის შესახებაც მიმდინარე წლის 19 აპრილს დავწერე ნაწილობრივ გამართლდა.
ახლა კი უშუალოდ 9 მაისის სიტყვასთან დაკავშირებით: დავიწყოთ იმით, რომ ვლადიმერ პუტინს სიტყვას აშკარად აკლდა ერთგვარი სიამაყისა თუ გნებავთ სიმტკიცის პათოსი. მიუხედავად ამისა შეეცადა გაემართლებინა რუსეთის ქმედებები უკრაინაში, მთავარი კი ის გახლდათ მაქსიმალურად ხაზი გაუსვა პარალელებს 77 წლის წინანდელ ფაშიზმის წინააღმდეგ ბრძოლასა და უკრაინაში ომს შორის, ოღონდ ძირითადი აქცენტი დონბასზე გააკეთა. ნატო-ს, მთავარი მტრის ხატის გამყარება, რაც ასე მოსწონს რუსეთის მოსახლეობას „ნატოს ქვეყნებს არ სურდათ ჩვენი მოსმენა, მზადება იყო ყირიმზე თავდასხმისთვის, ყველაფერი იმაზე მეტყველებდა, რომ ნეონაცისტებთან შეტაკება გარდაუვალი იქნებოდა.“ პუტინისეული „ვერსია-გამართლება“, თუ რატომ დაიწყო ომი უკრაინაში, როგორც მან თქვა „რუსეთმა აგრესიას პრევენციული უკუაგდო მისცა. ეს იყო სუვერენული, ძლიერი და დამოუკიდებელი ქვეყნის იძულებითი, დროული და ერთადერთი სწორი გადაწყვეტილება.“
ამ საკმაოდ უსუსური არგუმენტებიდან გამომდინარე, რამდენიმე მთავარი საკითხი გამოიკვეთა:
1. რუსეთი (ტოლობა თავისუფლად უნდა დავსვათ პუტინთან), თანახმა ომის შეწყვეტა დასრულებაზე, ამისთვის კი მოლაპარაკებაზე წამსვლელი არის;
2. ცხადია ეს არ უნდა მივიღოთ ასე მარტივად, პუტინი მაქსიმალურად შეეცდება მისთვის სასურველ პირობებზე მოხდეს შეთანხმება;
3. თუ შეთანხმება არ შედგება რუსეთი ასევე მზადაა, ხანგრძლივი ომისათვის და იმის ილუზია ნურავის ნუ ექნება, რომ რუსეთს ან რესურსი გამოელევა, ან ასე ადვილად გამოიფიტება.
თუ კი მოხერხდება რუსეთის/პუტინის მოლაპარაკების მაგიდამდე მიყვანა (რის სურვილიც, როგორც ჩანს მათთაც აქვს), დასავლეთს სასურველი შედეგების მიღწევის შესაძლებლობა დიპლომატიურ ფრონტზეც ექნება. წინააღმდეგ შემთხვევაში ყველა უნდა შევეგუოთ საკმაოდ ხანგრძლივი ომს, რომლის დამთავრება მხოლოდ მოულოდნელი სცენარის განვითარების შემთხვევაში თუ იქნება შესაძლებელი, მათ შორის მხარეების გამოუსწორებელი შეცდომების ხარჯზე.”
თეგები: ლევან ნიკოლეიშვილირუსეთ-უკრაინის ომი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ევროპაში პირველ ადგილზე ვართ ავარიებით”; “შემოსავლისთვის სჭირდებათ” – გაზრდილი ჯარიმები და ამნისტია
ახალი ამბები

“ევროპაში პირველ ადგილზე ვართ ავარიებით”; “შემოსავლისთვის სჭირდებათ” – გაზრდილი ჯარიმები და ამნისტია

17:13 12-16-2025
“72-დან 75 წლამდე გაიზარდა სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა, 155,000-ით გაიზარდა პენსიონერთა რაოდენობა, 3-ჯერ გავზარდეთ პენსიები” – პრემიერი
ახალი ამბები

“ერთი განკარგულებაც და გავდივართ?” – რატომ აღარ ქვეყნდება “ოცნების” მთავრობის განკარგულებები?

21:07 12-11-2025
“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა
ახალი ამბები

“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა

19:38 12-05-2025
,,ჰაბიბი გოგოს” ძვირადღირებული ცხოვრება და საეჭვო ფაქტები, რომლითაც ,,ზემოთ” უნდა დაინტერესდნენ?!
ახალი ამბები

,,ჰაბიბი გოგოს” ძვირადღირებული ცხოვრება და საეჭვო ფაქტები, რომლითაც ,,ზემოთ” უნდა დაინტერესდნენ?!

21:15 11-25-2025

ბიზნესი

თიბისი ლიზინგმა, თიბისი კაპიტალის მხარდაჭერით, 45 მილიონი დოლარის ობლიგაციები გამოუშვა
ახალი ამბები

თიბისი ლიზინგმა, თიბისი კაპიტალის მხარდაჭერით, 45 მილიონი დოლარის ობლიგაციები გამოუშვა

14:31 12-16-2025
გადაიხადე ერთგული ბარათით შერჩეულ კვების ობიექტებში და დაიბრუნე თანხის 20% ულიმიტოდ
ახალი ამბები

გადაიხადე ერთგული ბარათით შერჩეულ კვების ობიექტებში და დაიბრუნე თანხის 20% ულიმიტოდ

12:53 12-16-2025
თიბისისა და EBRD-ს ორგანიზებით, სანქციებთან შესაბამისობის მასტერკლასი ჩატარდა
ახალი ამბები

თიბისისა და EBRD-ს ორგანიზებით, სანქციებთან შესაბამისობის მასტერკლასი ჩატარდა

12:01 12-16-2025
ლიბერთის და გორგიას ერთობლივი შეთავაზება
ახალი ამბები

ლიბერთის და გორგიას ერთობლივი შეთავაზება

14:44 12-15-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved