• რეკლამა
  • კონტაქტი
03:30, შაბათი, 13 ივნისი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

,,ილონ მასკმა შესაძლოა რაღაც ისეთი იცის, რაც ჩვენ ჯერ არ ვიცით” – რა ვერსია აქვს ზურაბ გურულს

ალია ავტორი - ალია
01:20 10-04-2022
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
15,099

ექიმი ზურაბ გურული ილონ მასკის ,,ტვიტზე”:

ილონ მასკი თუ გამოვიდოდა ფსბ-ს შექმნილი მესიჯით, ნაკლებად ველოდი, მაგრამ რაღაც სერიოზული რომ მოხდებოდა ამ მიმართულებით, ამაში ეჭვი არ მეპარებოდა.
სწორედ რამდენიმე დღის წინ ვწერდი რუსეთის შესაძლო მომავლის გათვლაზე და გუშინ კი ამერიკულ იზოლაციონიზმზე ?
და მაინც, რაზე აკეთებს გათვლას მასკი?
ცხადია კონსერვატიულ ამერიკაზე, რომლის მინიმუმ 2/3-იც ფიქრობს, რომ ამერიკა არ უნდა ერეოდეს არანაირი გზით რუსეთის საქმეებში და რომ უკრაინისათვის მრავალმილიარდიანი მხარდაჭერა შეცდომაა. ამ მიმართულებით მუშაობს ახლა ფსბ და სწორედ ამიტომ ცდილობს პუტინი ყველა მეთოდით დროის მოგებას.
მართალია ამერიკული იზოლაციონიზმის შემქმნელები ჯორჯ ვაშინგტონი და თომას ჯეფერსონი იყვნენ, ანუ თავად დამფუძნებელი მამები, მაგრამ კოლონიურ ამერიკაში თუ ამ მიმართულებას რაღაც ლოგიკა გააჩნდა, დღევანდელი ამერიკისათვის სრული ნონსენსია. იყო დრო, კერძოდ მეოცე საუკუნის დასაწყისში, როდესაც ამერიკის საემიგრაციო პოლიტიკაში პირდაპირ ეწერა, რომ ქვეყანა არ მიიღებს: “იმბეცილებს, იდიოტებს, ეპილეფსიით შეპყრობილთ და სხვა მენტალური პრობლემების მქონეთ”. მას შემდეგ ბევრი დრო გავიდა. ამერიკა გაიზარდა. იზოლაციონიზმის ბოლო სერიოზული აფეთქება მეორე მსოფლიო ომის წინ მოხდა და მისი ლიდერი ჩარლზ ლინდბერგი იყო. უახლოეს წარსულში კი სამწუხაროდ ტრამპიზმი გადაიზარდა აგრესიულ იზოლაციონიზმში, რადგან ტრამპმა ვეღარ შეძლო მარჯვნივ მკვეთრად გადახრილი საჭის კონტროლი და თავად იქცა მემარჯვენეთა უკიდურესად აგრესიული ფრთის მძევლად. ტრამპს ჰქონდა ძალიან ლოგიკური და ეფექტური შტრიხები თავის პოლიტიკაში; თუნდაც ნატო-ს ევროპელი წევრების გააქტიურება და ფინანსური პასუხისმგებლობის საკითხი; მაგრამ მან ვერ შეძლო პოლიტიკურად გაზრდა ბორის ჯონსონივით და საბოლოოდ უკონტროლო უკიდურესობაში გადავარდა. ამჟამინდელ რესპუბლიკურ პარტიას ძალიან უჭირს თავისი რადიკალების კონტროლი. არადა, ეს რადიკალები ქმედით, ყველაზე აქტიურ და ყველაზე მრავალრიცხოვან სპექტრს წარმოადგენენ პარტიაში და მათ გარეშე საერთო-პარტიული გამარჯვება გამორიცხულია. ნოემბრის არჩევნების შემდეგ, დიდი ალბათობით რესპუბლიკური პარტია მოიპოვებს უმრავლესობას კონგრესშიც და სენატშიც. სწორედ ამაზე აკეთებს ლოგიკურად გათვლას პუტინი.
ახალი სენატი და კონგრესი ძალაუფლებას 2023 წლის იანვრიდან მიიღებს და რუსები ცდილობენ მანამდე დროის მოგებას. ცხადია ლენდ-ლიზის და სხვა, უკვე ძალაში შესული პაკეტების შეჩერება არ და ვერ მოხდება, მაგრამ პუტინი ალბათ ფიქრობს, რომ გარკვეულ ეფექტურ გარდატეხას მიიღებს პროპაგანდისტული დივერსიის მიმართულებით.
ცხადია, შორს ვარ იმ აზრიდან, რომ მასკი, ან თუნდაც ტრამპი რუსეთის გავლენის აგენტები არიან. ეს უბრალოდ აბსურდია. ისინი უპირველეს ყოვლისა პოპულისტები არიან და ცდილობენ ახალი პოლიტიკური “ისტაბლიშმენტის” შექმნას ტრადიციული პარტიების გვერდით, რაც მათ ერთადერთობას და უნიკალურობას გაუსვამს ხაზს.
დარწმუნებული ვარ, პრეზიდენტი ზელენსკი და მისი გუნდი აცნობიერებენ, რომ მათი ე.წ. “ფანჯარა” პერიოდი სადღაც იანვრის ბოლომდეა და მანამ მაქსიმალურად ფორსირებულად შეეცდებიან რუსეთის განდევნას ოკუპირებული ტერიტორიებიდან. პუტინი კი თავისი ჩაფლავებული რეზერვისტების ფონზე უფრო და უფრო უახლოვდება ბირთვული კარტის გათამაშების ზღურბლს.
მასკი სერიოზული მოთამაშეა მსოფლიოს სოციალურ კლუბში, ამიტომ მისი გავლენის იგნორირება შეცდომა იქნება. სამარცხვინოდ ყალბი იყო მისი აპელირება ჰუმანიტარულ პრინციპებზე, თითქოს უკრაინელებზე მეტად აღელვებდეს დაღუპული უკრაინელი მოქალაქეების ბედი. ზელენსკიმ აუცილებლად უნდა აჯობოს მასკს მსოფლიო პოპულარობით. უკან დასახევი გზა მას არა აქვს.

P.S. თუმცა … აუცილებლად გასათვალისწინებელია ის ფაქტიც, რომ მასკს უძლიერესი სადაზვერვო შესაძლებლობები აქვს თავისი თანამგზავრებით და შესაძლოა რაღაც ისეთი იცის, რაც ჩვენ ჯერ არ ვიცით და რაზეც ხმამაღლა არ საუბრობენ პოლიტიკოსები. დიდი ალბათობით ეს ბირთვული იარაღის გამოყენების უკიდურესი საშიშროებაა. სხვანაირად ძნელი ასახსნელია მისი ასეთი “ფერიცვალება”.

„უკრაინა-რუსეთის მშვიდობა…” – ილონ მასკის სკანდალური ,,ტვიტი”

თეგები: ზურაბ გურულიილონ მასკი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“გეგმის მთავარი სენსაცია – თურქეთი ახალქალაქს მთავარ ტექნოლოგიურ კოზირს ართმევს” – დათო გოჩავა
ახალი ამბები

“გეგმის მთავარი სენსაცია – თურქეთი ახალქალაქს მთავარ ტექნოლოგიურ კოზირს ართმევს” – დათო გოჩავა

16:42 06-02-2026
მოიტყუა თუ არა შსს–მ და რისთვის ითხოვს კლინიკაში მყოფი პოლიციელი პატიებას?
ახალი ამბები

მოიტყუა თუ არა შსს–მ და რისთვის ითხოვს კლინიკაში მყოფი პოლიციელი პატიებას?

16:09 05-29-2026
სეს: “ნიკორა ტრეიდი”  “ლიბრეში“ ვადაგასულ პროდუქციას ჰყიდდა
ახალი ამბები

სეს: “ნიკორა ტრეიდი” “ლიბრეში“ ვადაგასულ პროდუქციას ჰყიდდა

14:45 05-15-2026
„არანორმალურები კი არიან, მაგრამ ეგეთი სულელები არ არიან, ეგ გააკეთონ“ – რას გვიყვება გიორგი გუგავა?
ახალი ამბები

„არანორმალურები კი არიან, მაგრამ ეგეთი სულელები არ არიან, ეგ გააკეთონ“ – რას გვიყვება გიორგი გუგავა?

01:10 05-04-2026

ბიზნესი

დაიწყე ინვესტირება თიბისის მობაილბანკში და მიიღე შანსი, დასაჩუქრდე SpaceX-ის აქციებით
ახალი ამბები

დაიწყე ინვესტირება თიბისის მობაილბანკში და მიიღე შანსი, დასაჩუქრდე SpaceX-ის აქციებით

17:32 06-12-2026
თიბისის  ბიზნესგანათლების  პროგრამაში, მაისის თვეში,  500-ზე მეტი მეწარმე ჩაერთო
ახალი ამბები

თიბისის  ბიზნესგანათლების  პროგრამაში, მაისის თვეში,  500-ზე მეტი მეწარმე ჩაერთო

14:07 06-12-2026
Global Tech Weekend Tbilisi 2026 – ყველაზე მასშტაბური ტექნოლოგიური ღონისძიება ბრუნდება – თიბისი
ახალი ამბები

Global Tech Weekend Tbilisi 2026 – ყველაზე მასშტაბური ტექნოლოგიური ღონისძიება ბრუნდება – თიბისი

13:15 06-11-2026
სანტექნიკოსი გამოძახებით
ახალი ამბები

როგორ ამოვიცნოთ გაჭედილი ცენტრალური მილი და წყლის ფარული გაჟონვა? – 9 ნიშანი, რომ გჭირდება სანტექნიკოსი გამოძახებით

20:19 06-10-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved