• რეკლამა
  • კონტაქტი
01:24, სამშაბათი, 29 სექტემბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

ILO: საქართველო უმუშევრობის დონით მსოფლიოს TOP-ათეულშია

ალია ავტორი - ალია
20:07 05-25-2021
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
33

შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის (ILO) მიერ გამოქვეყნებული ანგარიშის თანახმად, საქართველო მსოფლიო მასშტაბით, უმუშევრობის დონით მსოფლიოს პირველ ათეულში შედის და მეათე ადგილს იკავებს.

ILO-ს სტატისტიკის თანახმად, მსოფლიოს ქვეყნებისა და ტერიტორიების უმუშევრობის დონე ასე ნაწილდება (TOP-20 ქვეყანა):

1. სამხრეთ აფრიკა – 29.2%
2. ჯიბუტი – 26.1%
3. პალესტინის ტერიტორია – 25.9%
4. კოსოვო – 25.6%
5. გრენადა – 22.9%
6. სვაზილენდი – 22.7%
7. ბოტსვანა – 22.6%
8. ლესოტო – 22.4%
9. ნამიბია – 19.9%
10. საქართველო – 18.5%
11. სომხეთი – 18.3%
12. კოსტა რიკა – 17.4%
13. ჩრდილოეთ მაკედონია – 17.2%
14. ზიმბაბვე – 16.9%
15. იორდანია – 16.8%
16. საბერძნეთი – 16.3%
17. ბოსნია და ჰერცეგოვინა – 15.7%
18. ესპანეთი – 15.5%
19. სენტ ლუსია – 15.3%
20. რუანდა – 15.3%

შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის მონაცემები 7 ქვეყნის, მათ შორის საქართველოს შემთხვევაშიც 2020 წლის მონაცემებს ეყრდნობა. 2019 წლის მონაცემები არის წარმოდგენილი 9 ქვეყნისთვის, 2018 წლის მონაცემი არის წარმოდენილი ერთი ქვეყნისთვის, ასევე ერთი ქვეყნისთვის არის 2017, 2016 და 2015 წლების მაჩვენებლები წარმოდგენილი. წინა წლების უმუშევრობის სტატისტიკის წარმოდგენა განპირობებულია იმით, რომ შრომის საერთაშორისო ორგანიზაციამ ამ ქვეყნების უფრო ახალი სტატისტიკური მონაცემები ვერ მოიპოვა.

ამასთანავე, მნიშვნელოვანი პრობლემაა უმუშევრობის აღრიცხვიანობის საკითხი; მაგალითად, აფრიკის არაერთ უღარიბეს ქვეყანაში უმუშევრობის საეჭვოდ დაბალი სტატისტიკური მაჩვენებელი არის მითითებული. მაგალითად, ჩადიში უმუშევრობის ოფიციალური დონე 1.1%-ია, ბურუნდასა და მალიზე – 1.6%; ხოლო მოზამბიკში კი 3%. იმ შემთხვევაში, თუკი ამ და სხვა ათობით ქვეყანაში რეალური უმუშევრობა დაითვლება, საქართველო უმუშევრობის დონით პირველ ათეულში აღარ შევა. ამასთანავე, უმუშევრობის სტატისტიკას საერთოდ აღარ აღრიცხავს სირია, რის გამოც არც ის არ ხვდება რეიტინგში. ასევე ILO-ს სტატისტიკაში არ შედის ჩრდილოეთ კორეის უმუშევრობის შესახებ ინფორმაციაც. 

უმუშევრობის სტატისტიკასთან დაკავშირებული მნიშვნელოვანი გარემოებაა ის, რომ ქვეყნები მას ერთმანეთისგან განსხვავებული მეთოდოლოგიით ითვლიან. კერძოდ, 2020 წლამდე საქართველოც უმუშევრობას 1982 წელს მიღებული საერთაშორისო მეთოდოლოგიით ითვლიდა. ამ მეთოდოლოგიის მიხედვით, თვითდასაქმებული ადამიანები იმის მიუხედავად მათ აქვთ თუ არა შემოსავალი, დასაქმებულებად ითვლებოდნენ, თუმცა 2020 წლიდან საქართველო ILO-ს ახალ 2017 წელს მიღებულ მეთოდოლოგიაზე გადავიდა, რომლითაც თვითდასაქმებული და სოფლად მცხოვრები ადამიანები ავტომატურად დასაქმებულებად აღარ ითვლებიან. იმისთვის, რომ თვითდასაქმებული ადამიანი დასაქმებულად ჩაითვალოს, მას ფულადი შემოსავალი უნდა გააჩნდეს, რაც წინა მეთოდოლოიით არ იყო სავალდებულო.

მეთოდოლოგიის შეცვლის შედეგად, გადაანგარიშდა წინა წლების უმუშევრობის მაჩვენებლებიც. მაგალითად, 2019 წელს, თუკი  წინა მეთოდოლოგიით, საქართველოში მოქალაქეების 11.6% ითვლებოდა უმუშევრად, ახალი მეთოდოლოგიით ეს რიცხვი 17.6%-მდე გაიზარდა.

BM.GE

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“მაქსიმალურად ბევრ მშობელთან უნდა მოხდეს დაკავშირება და დეტალური გამოკითხვა” – რა პირველადი სამუშაობი უნდა ჩატარდეს საბავშვო ბაღებში ბავშვების ღებინება/დიარეის შემთხვევებზე? – მაია ბუწაშვილი
ახალი ამბები

“მაქსიმალურად ბევრ მშობელთან უნდა მოხდეს დაკავშირება და დეტალური გამოკითხვა” – რა პირველადი სამუშაობი უნდა ჩატარდეს საბავშვო ბაღებში ბავშვების ღებინება/დიარეის შემთხვევებზე? – მაია ბუწაშვილი

15:12 09-18-2026
“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026

ბიზნესი

შენი კარიერის პირველი ნაბიჯები თიბისიში – ანაზღაურებადი სტაჟირების პროგრამა დაიწყო
ახალი ამბები

შენი კარიერის პირველი ნაბიჯები თიბისიში – ანაზღაურებადი სტაჟირების პროგრამა დაიწყო

17:51 09-28-2026
საქართველოში პირველად, თიბისის მობაილბანკს, გამოწერების ფუნქციონალი დაემატა
ახალი ამბები

საქართველოში პირველად, თიბისის მობაილბანკს, გამოწერების ფუნქციონალი დაემატა

14:03 09-28-2026
iCash.ge-ის სავაჭრო პროგრამა ავტონაწილების მაღაზიებისთვის
ახალი ამბები

iCash.ge-ის სავაჭრო პროგრამა ავტონაწილების მაღაზიებისთვის

13:12 09-28-2026
„დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ მხარდასაჭერად მეოთხე საქველმოქმედო გარბენი გაიმართა
ახალი ამბები

„დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ მხარდასაჭერად მეოთხე საქველმოქმედო გარბენი გაიმართა

17:37 09-25-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved