ოპოზიციონერი პოლიტიკოსი, ხატია დეკანოიძე ივანიშვილის დღევანდელ წერილს ეხმიანება და ამბობს, რომ ომის რიტორიკა ივანიშვილის ტვინში მოიხარშა და ის საკუთარი კაპიტალის და ძალაუფლების შენარჩუნებას ემსახურება.
“ბიძინა ივანიშვილი რიტორიკა იყო და გზავნილი, მის ტვინში მოხარშული გზავნილი იყო ომის რიტორიკა მხოლოდ და მხოლოდ იმისთვის, რომ დაეცვა საკუთარი ფინანსური კაპიტალი და ძალაუფლება. მას სხვა ინტერესი, ამ შემთხვევაში, არ გააჩნია. იგი არის კუთხეში მიმწყვდეული. მან არ იცის ახლა როგორი სტრატეგია აირჩიოს, იმიტომ, რომ იქ ბოლოს ამბობს, რომ მოდი, დავალაგოთ ურთიერთობები აშშ-თან და ევროკავშირთან, იმიტომ, რომ სანქციები მისთის არის ძალიან სერიოზული შიშის ფაქტორი. იგი არის არაფორმალური მმართველი, რომლის გარეშეც სიტყვის წარმოთქმას ვერ ბედავს “ქართული ოცნების” ვერცერთი წარმომადგენელი, “
კომენტარები