თეა თუთბერიძე:
“ანუ შეხედეთ რა ხდება . . .
პირველი, ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებს ვეღარ მოითხოვენ (თუმცა ან რა აზრი ასეთი შედეგებით რაც ოპოზიციამ დადო?! რომც დანიშნულიყო ჩემ ფეხებს მიიღებდნენ).
მეორე, საქართველოს მესამე პრეზიდენტზე იძახეს მთელი 9 წელი, “იქედან რას გვმოძღვრავს, ჩამოვიდეს”, “რატომ არ ჩამოდის”, “უნდა ჩამოვიდეს”, და ა.შ. და ბოლოს ისე ქნეს რომ ამოაყუდეს ტიპი პუტინის ოლიგარქის ციხეში და არა თუ @რაკს არავინ სწევს ზევით რომ გარეთ გავიდეს და ფორმალურად მაინც პროტესტი გამოხატონ, ვუყურებ Facebook-ს და ერთი ორი კინკილა სტატუსის გარდა აქაც კი არავინ აპროტესტებს!!!
ყველაფრის ღირსი ხართ, აი აბსოლუტურად ყველაფრის რასაც ბიძინა ივანიშვილი და პუტინი გიშვებათ! მიდი ვალოდია, ბოლომდე შეულაგე. ეგ ტერიტორია სახელმწიფოს სტატუსს არ იმსახურებს!
P.S. მეორე გროზნოს ისე მიიღებს პუტინი მალე რომ ერთი გასროლაც აღარ დასჭირდება. აღებული აქვს. ახლა მთავარია ზუსტად კადიროვისნაირი დაგასვათ. ჩემი ირაკლი მთლად მაგდენის გამქაჩავი არ ჩანს და ალბათ გამოცვლიან”
კომენტარები